‘მსოფლიო რაგბის’ გადაწყვეტილებით, 2018 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთი უმასპინძლებს. თამაშები ფრანგულ სარაგბო ქალაქებში ბეზიეში, პერპინიანსა და ნარბონში გაიმართება.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 30 მაისს, 3 და 7 ივნისს გაიმართება, 12 ივნისს ნახევარფინალები, ხოლო 17 ივნისს ფინალური მატჩებია დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ უმცროსი ბორჯრალოსნები „გ“ ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, მასპინძელ საფრანგეთთან და ირლანდიასთან ითამაშებენ; „ა“ ჯგუფში ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი და იაპონია; ხოლო „ბ“ ჯგუფში ინგლისი, შოტლანდია, იტალია და არგენტინა არიან განაწილებული.
„საქართველოში გამართული წარმატებული ჩემპიონატის შემდეგ, რომელმაც სოციალური მედიის ყველა რეკორდი მოხსნა, საფრანგეთში მივემგზავრებით. საინტერესოა ვინ მოხვდება ამ ტურნირიდან 2019 წლის მსოფლიო თასზე“ - განაცხადა ‘მსოფლიო რაგბის’ თავმჯდომარემ ბილ ბომონტმა.
„20-წლამდელთა ჩემპიონატი საერთაშორისო რაგბის განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს და ამაყი ვარ, რადგან მას საფრანგეთი უმასპინძლებს. ეს ტურნირი ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენას ემსახურება. ვეცდებით ის უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ, ისევე, როგორც 2023 წლის მსოფლიო თასი, რომელსაც ასევე საფრანგეთი უმასპინძლებს“ - თქვა საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები ჩვენს ბოკვერებს! ღირსეული ცვლა ჰყოლოდეს ჩვენს მთავარ გუნდს. მჯერა, 2019 წლის მსოფლიოზე მინიმუმ 1-2 მოთამაშე აქედანაც გვეყოლება, ხოლო 2023-ში კი - გაცილებით მეტი
წარმატებას გისურვებთ ახალგაზრდა ბორჯღალოსნებო ! ! !
ამათი იმედი ყოველთვის მაქვს, სეზონი ისე არ გავა რაღაცით რომ არ გაგვახარონ, ბობოლების წაქცევის გემო ამათმა უკვე იციან, მჯერა ამჯერადაც კიდევ ბევრ გრანდს ჩააგდებენ ვირთხის დღეში.
არგენტინა დავამარცხეთ და ირლანდიას თანაბრად ვებრძოლეთ, შიში აღარ უნდა იყოს და იმედია უკეთ ვითამაშებთ ვიდრე წელს.