ახალგაზრდა ქართველმა ბურჯმა ბექა კაკაბაძემ საფრანგეთის ჩემპიონ „კლერმონთან“ ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
1995 წლის 7 სექტემბერს დაბადებულ კაკაბაძეს საქართველოს 16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. ის საფრანგეთის ესპუარების ჩემპიონია და პირველ გუნდში წელს დაწინაურდა. ბექამ ტოპ 14-ის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე ჯამში 105 წუთი გაატარა. მან კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც 1 წელი ესპუარების, ხოლო 2 პროფესიულია.
ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფრანკ აზემამ თქვა:
„ყველა ჯერზე, როცა მას შანსი მივეცით, ბექამ დაამტკიცა, რომ მისი ნდობა შეიძლება. ეს კონტრაქტი ჩვენი სასწავლო ცენტრის მაღალი დონის დადასტურებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის სიძლიერე ჩვენივე აღზრდილი მორაგბეების საშუალებით შევინარჩუნოთ“.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რათქმაუნდა კარგია, ძაან მაგარია.
კარგია, ტოპ კლუბთან ესეთი კონტრაქტი... მიღწევაა.
წარმატებები