საფრანგეთის პირველი ელიტური დივიზიონის მე-12 ტურის მატჩში მოქმედი ჩემპიონი "კლერმონი" საკუთარ მოედანზე "აჟენს" დაუხვდა და 35:26 აჯობა.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა ქართველმა მორაგბემ. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ ვიქტორ კოლელიშვილი, რომელმაც 63-ე წუთამდე ითამაშა. ახალგაზრდა ბურჯი ბექა კაკაბაძე კი, მოედანზე 47-ე წუთზე გამოჩნდა. სტუმართა რიგებში მარქაფაში იყვნენ და მეორე ნახევარში შემოვიდნენ თამაზ მჭედლიძე და ვახტანგ ახობაძე. საქართველოს ნაკრების უკანახაზელი 50-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ხოლო 24 წლის ბურჯი 68-ე წუთზე შემოვიდა და ექვს წუთში თავისი პირველი ლელო გაიტანა ტოპ 14-ში.
"კლერმონი" 29 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო "აჟენი" 14 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბეკოშვილს არაფერს არ ვერჩი და არც მელიტონს ვასწავლი ჭკუას, მაგრამ ბეკოშვილის მაგივრად ეს ბიჭი რომ გამოგვეცადა ერთ თამაშში მაინც არ იქნებოდა მემგონი ურიგო.