საფრანგეთის პირველი ელიტური დივიზიონის მე-12 ტურის მატჩში "ბრივმა" "ოიონას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 33:30 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობაში 47-ე წუთზე გამოჩნდა საქართველოს ნაკრების ბურჯი კარლენ ასიეშვილი, რომელმაც 20 წუთში გამარჯვების ლელოს გატანა მოახერხა. ვასილ ლობჟანიძეს და სოსო ბეკოშვილს ტრავმების გამო არ უთამაშათ.
"ბრივი" 15 ქულით მე-12 ადგილზეა. ასიეშვილმა კი მიმდინარე სეზონში მესამე ლელო დადო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნაღდად ყველა მხირვ უნაკლო მორაგბეა.
ჩემი აზრით ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული მორაგბეა, ლიდერის თვისებებით (ბუნებრივია თამაშის სტილიდან გამომდინარე). სავარაუდოდ მაგის ნაირი 1 ნომერი ჩვენ ვფიქრობ არ გვყოლია. ნამდვილად საჭიროა, რომ მუდმივად იყოს ჩვენ გუნდში
მალადეც, ძმაო! მართლა მაგარ ჯანზეა კახა (ჩვენებურად) - კარლენი (ფრანგულად)