საერთაშორისო

14:54 | 2.12.2017 | ნანახია 3691 - ჯერ

ო’დრისკოლი ექვსი ერის “გახსნის” მომხრეა
„ეს მხოლოდ დროის საკითხია“

მსოფლიო და ირლანდიური რაგბის ლეგენდა ბრაიან ო’დრისკოლი ექვს ერსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატს შორის ფლეი ოფის დანერგვის მომხრეა. ბორჯღალოსნების მიერ 18 ნოემბერს მილენიუმზე უელსთან ნაჩვენები თამაშის შემდეგ, ის დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია.

ნოემბერში ბორჯღალოსნებმა თბილისში კანადას 54:22 და აშშ-ს 21:20 მოუგეს, ხოლო კარდიფში მასპინძლები ბოლო წამამდე ანერვიულეს და მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში ჩამორჩნენ - 6:13.

38 წლის ოდრისკოლი, რომელსაც ირლანდიის ნაკრების კვართით 133 მატჩი ჩაუტარებია (245 ქულა) და ორჯერ ექვსი ერი მოუგია (2009 და 2014 წლებში), 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის პირველ ეტაპზე დუბაიში იმყოფება, სადაც მას ექვსი ერის მომავალზე კითხვა არაბეთის გაერთიანებული საემიროების წამყვანმა საინფორმაციო სააგენტომ Gulfnews-მა დაუსვა:

„საქართველო ანგარიშგასაწევი ძალაა და ვფიქრობ, ექვსი ერის ფორმატის ცვლილება მხოლოდ დროის საკითხია. ექვს ერში თამაში გარანტირებული არავისთვის უნდა იყოს. ცხოვრებასა თუ ბიზნესში, დროთა განმავლობაში ცვლილებები აუცილებელია, სხვაგვარად ვერ განვითარდები და ასეა სპორტშიც. როდესაც არის გაუმჯობესების შანსი, მას ხელგაშლილი უნდა შეხვდე.

„საქართველოს განვითარებისთვის ერთადერთი გზა აქვს - ძლიერ გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა. მათი სიტუაცია არგენტინისას გავს, რომლებმაც ოთხ ერში თამაშის საშუალება მიიღეს და უდიდესი პროგრესი განიცადეს. საქართველოს შემთხვევაშიც ასე იქნება, ისინი სწრაფად გაივლიან ადაპტაციას. როდესაც რეიტინგში შენს ქვემოთ მყოფ გუნდებს ეთამაშები, თავდაჯერებულობა გემატება, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ იზრდები, რაც ეჩვევი უძლიერეს გუნდებთან თამაშს და მათ დამარცხებას სწავლობ.

„მთავარია ზუსტად იცოდე რა გინდა. ინგლისის გარდა, ყველა სხვა გუნდი შეიძლება აღმოჩნდეს ექვსი ერის ფსკერზე. მე ასვლა-ჩასვლის სისტემას ვემხრობი, რადგან ყველა გუნდს გაუჩნდება მოტივაცია, რომ უარეს შემთხვევაში ბოლოდან მეორე იყოს. არა მგონია, რომ მეორე დონის გამარჯვებულთან ფლეი ოფი რაიმე ცუდის მომტანი იყოს“ - ასეთია ო’დრისკოლის აზრი ექვსი ერის ფორმატთან დაკავშირებით.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:04 | 03.12.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

23:55 | 02.12.2017
buratino (480)

ყოჩაღ ოდრისკოლს! კაციც ეგ ყოფილა და ქუდიც მაგას ხურებია. ისე, რაც მაგას ჩვენმა ბიჭებმა შიში აჭამეს 2007 წელს, არცაა გასაკვირი ამ დასკვნამდე რომ მივიდა

23:55 | 02.12.2017
dinamo222 (692)

დროის საკითხია რა თქმა უნდა ადრე თუ გვიან მაინც შევალთ 6 ერში ისევე როგორც ნატოში და ევროკავშირში სადღაც 50 წელში DD ოდრისკოლი კი არა ფირას პრეზიდენტი და სხვა ბობოლა ხალხი გვიჭერს მხარს მაგრამ რა ? 6 ერის მამებს სულ ცალ ფეხზე კიდიათ მაგათი აზრი @

23:25 | 02.12.2017
BEERTRANCE (1073)

ღმერთმა ქნას მალე დადგეს ეგ დღე

22:29 | 02.12.2017
თორღვა პანკელი (387)

ძალიან კარგი, აგაშენა ღმერთმა! ასე არ უნდა მოვეშვათ! რაც დრო გადის სულ უფრო მეტი ხალხი და ასეთი დიდი მორაგბეები გვიჭერს მხარს, რაც უფრო მალე გვაახლოვებს მიზანს.

16:37 | 02.12.2017
erovnuli-nakrebi (224)

ვაჟკაცი ბიჭი ყოფილა

16:27 | 02.12.2017
McCaw (168)

ირლანდიისა და ევროპის ყველა დროის ნომერ პირვლი მორაგბე პლანეტის ყველა დროის ნომერ პირველი შუამარბი ებროპის 5 გზის წლის საუკეთესო მორაგბე ამავდროულად უდიდესი პიროვნება ამ კაცს თავისი სიტყვა ეთქმის რაგბიში და რაც უფრო მეტად დაგვიჭერს მხარს ასეთი ლეგენდები ჩვენს 6 ერში შესვლაზე მით უკეთესი ჩვენთვის

16:00 | 02.12.2017
ogafa (407)

მალე იქნება

0.086526