საერთაშორისო

23:20 | 30.11.2017 | ნანახია 2966 - ჯერ

უელსმა და სამხრეთ აფრიკამ შემადგენლობები დაასახელეს

2017 წლის დასკვნითი ტესტ-მატჩისთვის უელსის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებმა შემადგენლობები გამოაქვეყნეს.

უორენ გეტლანდმა ახალზელანდიასთან წაგებული (18:33) შეხვედრის შემდგომ, ძირითადი შემადგენლობა გადაახალისა და ხუთი შეცვლა განახორციელა. კვაჭის პოზიციაზე კენ ოუენსის ნაცვლად, კრისტიან დესი ითამაშებს, მარჯვენა ბურჯის ადგილს ტომას ფრანცისის მაგივრად, სკოტ ენდრიუსი დაიკავებს. მეორე ხაზში იძულებითი ცვლილებაა: ჯეკო ბოლი წინა მატჩში დაშავდა და მას კორი ჰილი ჩაანაცვლებს. რაც შეეხება უკანა ხაზს, ჰავბექის პოზიციაზე რის ვებს ალედ დევისი შეცვლის, ხოლო 12 ნომერზე ითამაშებს და დებიუტი ექნება ჰედლი პარკსს, რომელმაც ოუენ უილიამსის ადგილი დაიკავა.

“დრაკონების” შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. ლი ჰალფპენი (73 კეპი), 14. ჰალემ ამოსი (14), 13. სკოტ უილიამსი (50), 12. ჰედლი პარკსი (0), 11. სტეფ ევანსი (4), 10. დენ ბიგარი (59), 9. ალედ დევისი (4);

შერკინება

1. რობ ევანსი (19), 2. კრისტიან დესი (7), 3. სკოტ ენდრიუსი (13), 4. კორი ჰილი (9), 5. ალან უინ ჯონსი (კაპიტანი, 112), 6. აარონ შინგლერი (12), 7. ჯოშ ნავიდი (6), 8. ტაულუპე ფალეტაუ (69);

მარქაფა

16. ელიოტ დი (1), 17. უინ ჯონსი (4), 18. როდრი ჯონსი (15), 19. სებ დევისი (3), 20. დენ ლიდიატი (61), 21. რის ვები (30), 22. რის პეტჩელი (4), 23. ოუენ უატკინი (2)

იტალიასთან მოგებული (35:6) შეხვედრის შემდგომ, ასევე ხუთი მოთამაშე შეცვალა “ქურციკების” მთავარმა მწვრთნელმა ალისტერ კუციამ. ტენდაი მტავარირას ნაცვლად, მარცხენა ბურჯის პოზიციაზე სტივენ კიტშოფი ითამაშებს, გუნდს დაუბრუნდა ძირითადი ჰუკერი მალკოლმ მარქსი და ბონგი მბონამბის მარქაფაში მოუწევს გადანაცვლება. მესამე ხაზში ფრანსუა ლოუს მაგივრად, სიია კოლისი გამოჩნდება, ხოლო დუან ვერმულენს დენ დუ პრეზი შეცვლის და პირველად ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში. ერთადერთი ცვლილებაა უკანა ხაზში, ფრთაზე ქორნალ სკოსანს უარიკ გელანტი ჩაანაცვლებს და ასევე დებიუტი ექნება სასტარტო თხუთმეტეულში. გარდა ამისა, თამაშში მარქაფადან ჩაერთვება და პირველ სანაკრებო კეპს მოიხვეჭს 27 წლის ჰავბექი ლუის შრედერი.

აფრიკელები ასეთი შემადგენლობით ითამაშებენ:

უკანა ხაზი

15. ადრიეს კუცია (12 კეპი), 14. დილინ ლეიდსი (8), 13. ჯესი კრილი (28), 12. ფრანსუა ვენტერი (6), 11. უარიკ გელანტი (1), 10. ანდრე პოლარდი (25), 9. როს კრონიე (9);

შერკინება

1. სტივენ კიტშოფი (22), 2. მალკოლმ მარქსი (13), 3. უილკო ლოუ (4), 4. ებენ ეცებეთი (კაპიტანი, 66), 5. ლუდ დე იახერი (35), 6. სიია კოლისი (27), 7. პიტერ-სტეფ დუ ტოი (31), 8. დენ დუ პრეზი (2);

მარქაფა

16. ბონგი მბონამბი (13), 17. თრევორ ნიაკანე (36), 18. რუან დრეიერი (4), 19. უპა მოჰოჯე (17), 20. 20. უზაირ კასიემი (7), 21. ლუის შრედერი (0), 22. ელტონ იანტისი (22), 23. ლუკანიო ამი (0)

შეგახსენებთ, რომ უელსის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები ერთმანეთს 2 დეკემბერს კარდიფში, “ფრინსიფალითი სთედიუმზე” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა საქართველოს დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:07 | 01.12.2017
McCaw (168)

წესით უელსმა უნდა მოუგოს ძააან დასუსტებულია ბოკე არადა რა მაგარი ნაკრები ყავდა სმიტი მეტჰფილდი შტეინები ჰაბანა მონდგომერი ჯეიპი პიტერსენი სხალკ ბურგერი ვერმიულენი და ლოუც ბერდებიან უკვე ორივე 30 გადააბიჯა უელსაც ბერი ტრავმირებული ყავს და ბევრი აკლია

0.107825