საერთაშორისო

22:00 | 30.11.2017 | ნანახია 2103 - ჯერ

პოკოკი 2018 წელს დაბრუნდება

ავსტრალიის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე დევიდ პოკოკი ერთწლიანი პაუზის შემდგომ კარიერას განაგრძობს. 29 წლის მორაგბე “ბრამბიზის” მთავარმა მწვრთნელმა დენ მაკკელარმა 2018 წლის სუპერ რაგბის განაცხადში შეიყვანა.

“ვოლაბების” მესამეხაზელმა 2017 წლის იანვარში ერთწლიანი შვებულება აიღო და მეუღლესთან ერთად, სასწავლებლად სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა. ახლა კი, კარიერის განახლება გადაწყვიტა და ავსტრალიურ ფრანჩიზს დაუბრუნდა.

ცნობისთვის, პოკოკი “ბრამბიზში” 2013 წელს “ვესტერნ ფორსიდან” (2006-2012, 69 მატჩი – 8 ლელო) გადავიდა. მან ამ დროის განმავლობაში “ველის რაშების” მაისურით 30-ჯერ ითამაშა და 10 ლელო გაიტანა. “ვოლაბების” კვართი პირველად 2008 წელს მოირგო, მას შემდეგ 66 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და მეტოქეები 7-ჯერ დაალელოვა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:47 | 01.12.2017
McCaw (168)

ხო კიდევ ერთი მთავარი ნიუანსი გამომრჩა მღლეტელის მას ასევე ევალება საკუთარი გუნდის 10 ნომრის ანუ მგეზავის დაცვა მეტოქისგან და მოწინაღმდეგის 10 ნომრის თამაშიდან გამოთიშვა აბსოლიტურად ყველა ნაკრების უმეტესობის ლიდერები მღლეტელები არინა მაქოუ ზელანდიის იყო ლუის მუდი ინგლისის იყო უელსის ვერბარტონი საფრანგეთის დუსატუარი სპრინგბოკის სხალკ ბურგერი უფრო ადრე ფრანსუა პინარი ნამიბიის ბერგერი ავსტრალიის პოკოკი ტონგასი ნილი ლატუ საქართველოსი მამუკა გორგოძე

11:40 | 01.12.2017
McCaw (168)

ვაააახ ვააახ სუპერ ამბავი მადლობა იკას რესპექტ იკა კაი იყოოო რაგბიში ყველაზე მაგრად მღელეტელის პოზიცია მევასება ჩემთვის ყველა დროის მღლეტელი რიჩი მაქოუა რიჩის წასვლის მერე პოკოკი მსოფლიოში უდავოდ საუკეთესოა თან მღლეტავები ყოველთვის გუნდის ლიდერები არიან ეს იგივია რაც ბეხბურთში 10 ნომრები არიან მოდიეხლა განმარტავ რა მოვალეობა აკისრია მღლეტავს მღლეტავი (#6, #7) შერკინების მესამე ხაზში იკავებს ადგილს და წამყვანი როლი ეკისრება როგორც დაცვითი, ასევე შეტევითი ფუნქციების შესრულებისას.

ამ პოზიციაზე მოასპარეზე მორაგბე საკმაოდ მკაცრ სპორტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს ტანმაღალი, სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი, აუტში კარგად ხტებოდეს, მუდამ ლელოზე გახლდეთ დაგეშილი, გააჩნდეს მოედნის შესანიშნავი ხედვა და საჭიროების შემთხვევაში, ფეხით თამაშიც უნდა ეხერხებოდეს.

მოედანზე მღლეტავის უმთავრესი ფუნქცია რაკსა და მოლში მეტოქისათვის ბურთის ართმევაა, რის შემდეგაც ვითარდება კონტრშეტევა და მესამე ხაზის მოთამაშეებს თანაგუნდელთა დახმარება სტადიონის სრულ პერიმეტრზე უწევთ.

დაცვაში გარჯისას ისინი, ტრადიციულად,ყველაზე მეტ ბოჭვას ახორციელებენ და ხშირად კაპიტნის სამკლავურითაც გვევლინებიან. აი ძალიან მინდოდა 2019 წელს მსოფლიოზე მამუკასი და პოკოკის დაპირისპირება

10:22 | 01.12.2017
geogoli (367)

ღლეტვის მეფე ბრუნდება, წაადგება ავსტრალიას

15:59 | 01.12.2017
McCaw (168)

ბაზარი არააა ნამდვილად

0.072851