საერთაშორისო

12:00 | 30.11.2017 | ნანახია 1733 - ჯერ

კეპუ სამი კვირით დაისაჯა

მსოფლიო რაგბის სადისციპლინო კომიტეტმა, ავსტრალიის ნაკრების ბურჯს სეკოპე კეპუს სამკვირიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

“ვოლაბების” გამოცდილმა მოთამაშემ შაბათს შოტლანდიასთან წაგებული (24:53) შეხვედრის 39-ე წუთზე ჰემიშ უოტსონის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და წითელი ბარათი დაიმსახურა. თუმცა, ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციამ ჩათვალა, რომ ეს სასჯელი საკმარისი არ იყო და 31 წლის ბურჯის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქცია გატარდა.

ცნობისთვის, კეპუ ავსტრალიის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს, ამ დროის განმავლობაში 93 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და 4 ლელო გაიტანა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:37 | 30.11.2017
McCaw (168)

ისე კეპუ რომ არ გაეგდოთ ძალიან მეეჭვება შოტლანდიას ავსტრალიისთვის რომ მოეგო მთელი მეორე ტაიმი ვოლაბებმა 14 კაცით ითამაშეს ისე აშკარად გასაგდები იყო ძალიან ბინძურად ითამაშა უოტსონს კინაღამ თავი მოაგლიჯა

0.120818