ამბები

0:32 | 29.10.2014 | ნანახია 4329 - ჯერ

რუსეთთან იძულებითი ცვლილებით

29 ოქტომბერს საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-2 მატჩს ჩაატარებს.

ნახევარფინალურ შეხვედრაში ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები” რუს თანატოლებს ეთამაშებიან. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ჩვენმა გუნდმა ჰოლანდია 55:3 გაანადგურა, რუსებმა კი პოლონეთს 48:15 სძლიეს.

გუშინ, 19-წლამდელებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რომლის შემდეგაც სამწვრთნელო შტამბა სამატჩო რაზმი დაასახელა. გუნდში ერთი იძულებითი ცვლილებაა – ჰოლანდიასთან მატჩში მხრის ტრავმა მიიღო ბესიკ ბარბაქაძემ, შესაბამისად მწვრთნელებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს.

მომავალ მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

შერკინება

  1. ნიკა ნეფარიძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი ^კაპ, 3. ბექა კაკაბაძე, 4. თორნიკე ზოიძე, 5. ოთარ გიორგაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. დავით პაპავაძე, 8.ბექა გორგაძე

ღერძი

ვასილ ლობჟანიძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი

ხაზი

  1. დავით გულიტაშვილი, 12. ბადრი ლიპარტელიანი, 13. გიორგი კოშაძე, 14. ანზორ სიჭინავა, 15. ირაკლი სვანიძე,

მარქაფა

  1. გიორგი ტორაძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. როლანდ კვაჭაძე, 20. ბადრი დანგაძე, 21. თემურ თუთბერიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. იოსებ კიკვაძე, 24. რატი შანიძე

საქართველოს და რუსეთის მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. თამაშის სთრიმს პორტუგალიის რაგბის კავშირი უზრუნველყოფს - http://www.fpr.pt/noticias/index.asp?opm=25&id=11386&id2=25


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079599