უელსის ნაკრების შუამარბი სკოტ უილიამსი სეზონის დასრულებისთანავე სამუშაო ადგილს შეიცვლის. 27 წლის მორაგბე “სკარლეტს” დატოვებს და მეორე უელსურ ფრანჩიზს “ოსპრეიზს” შეუერთდება.
მან “ოსპრეიზთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2018 წლიდან შევა.
ცნობისთვის, უილიამსი “სკარლეტში” 2010 წლიდან თამაშობს და 109 მატჩში 17 ლელო აქვს დადებული. სკოტს უელსის ნაკრებში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა, მას შემდეგ 45-ჯერ ითამაშა და 11 ლელო გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესეთი უკანახაზელი რომ გვყავდეს რას დაგვხატავდა ეს და ლიამ უილიამსი უელსის ნაკრებში უკანა ხაზში მთავარი დამრტყელი ძალაა