7-კაცა

4:34 | 28.11.2017 | ნანახია 5426 - ჯერ

აფრასიძეს ტუკულეტმა აჯობა, ბოდენ ბარეტი 2017 წელსაც საუკეთესოა

მსოფლიო რაგბიმ მონაკოში გამართულ დაჯილდოვების ყოველწლიურ საღამოზე, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინა.

როგორც მოგეხსენებათ, წლის საუკეთესო ლელოს წოდებისთვის ოთხი ნომინანტი იბრძოდა, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ჰავბექი გელა აფრასიძე გახდათ. სამწუხაროდ, გელამ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო და მას არგენტინელმა ხოაკინ ტუკულეტმა აჯობა, რომელმაც წლის საუკეთესოდ აღიარებული ლელო ივნისის ტესტებზე ინგლისის ნაკრებს გაუტანა.

2017 წლის საუკეთესო მორაგბე კი ახალზელანდიელი მგეზავი ბოდენ ბარეტი გახდა, რომელმაც აღნიშნული აღიარება ზედიზედ მეორედ მოიპოვა. მან თანამემამულე რიეკო იოანის, ავსტრალიელ იზრაელ ფოლაუს და ინგლისელებს, მარო იტოჯეს და ოუენ ფარელს აჯობა.

წლის საუკეთესო ქალი მორაგბე ასევე ახალზელანდიელი პორტია ვუდმენი გახდა. 26 წლის გარემარბმა, კელი ბრეზის (ახალი ზელანდია), რომენ მენეგერის (საფრანგეთი), საფი ნ’დიაიეს (საფრანგეთი) და ლიდია ტომპსონის (ინგლისი) კონკურენცია დაძლია.

წლის საუკეთესო გუნდად ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრები იქნა დასახელებული, რომელმაც 2017 წლის ქალთა მსოფლიო თასის მოგება მოახერხა.

2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად ინგლისის ნაკრების გურუ ედი ჯონსი დაასახელეს, რომელიც უორენ გეტლანდს (ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების და უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) და სტივ ჰანსენს (ახალი ზელანდიის მთავარი მწვრთნელი) ამჯობინეს.

საუკეთესო ახალბედად “ოლ ბლექსის” ფრთა რიეკო იოანი დასახელდა, რომელსაც რამირო მოიანო (არგენტინა) და დამიან პენო (საფრანგეთი) ეცილებოდნენ.

ირლანდიის ქალთა ნაკრების ყოფილი მორაგბე და ამჟამად მსაჯი ჯოი ნევილი, 2017 წლის საუკეთესო რეფერია.

მორაგბეთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო ჯილდო ერგოთ ლეგენდარულ ახალზელანდიელ რიჩი მაკქოუს და ინგლისის ქალთა ნაკრების მოთამაშეს რეჩელ ბარფორდს.

ვერნონ პუგის ჯილდო გამორჩეული სამსახურისთვის მიიღო ფრანგმა მარსელ მარტინმა, რომელიც 50 წელზე მეტხანს ემსახურა ფრანგული რაგბის განვითარებას, გახლდათ საერთაშორისო რაგბის საბჭოს წევრი. ის მაისში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ღირსების ჯილდო დაიმსახურა არგენტინელმა ედუარდო ოდერიგომ. ის 15 წლის განმავლობაში მუშაობდა კრიმინალურ ადვოკატად ბუენოს აირესის სასამართლოში. მისი დამსახურება კი იმაში მდგომარეობს, რომ მან ციხეში რაგბის სწავლების იდეა შეიტანა. შეიქმნა ფონდი “ესპარტანოსი”, რომელიც ცდილობდა, რომ პატიმრებს დახმარებოდა საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის. ყოველკვირეული ტრენინგები დაიწყო 2009 წელს და რვა წლის განმავლობაში 500-ზე მეტმა პატიმარმა მიიღო ამ პროგრამაში მონაწილეობა.

რაც შეეხება 7-კაცა და 7-ქალა რაგბს: მამაკაცთა შორის წლის საუკეთესო მორაგბედ აშშ-ის მოთამაშე პერი ბეიკერი დასახელდა, ხოლო ქალთა შორის ახალზელანდიელი მიჩელა ბლიდი გამოირჩა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:10 | 30.11.2017
McCaw (168)

ika ძალიან კარგი მეგობარო რაგბი ჩემი ერთ ერთი საყვარელი სპორტის სახეობაა და და ყვლა ნიუანსი და დეტალი მაინტერესებს მაგას რა ჯობია თუ ხშირად დაიდება ცხელ ცხელი ნიუსები გამომდინარე აკედან ძალიან ბევრი შემოა ამ გვერდზე რაგბისადმი ინტერესი უფრო აიწევს

15:45 | 29.11.2017
DataN24 (215)

პოქოქმა ერთწლიანი შვებულება აიღი და დაბრუნდება მერე ძაან თუ არ დაუტკბა

16:08 | 29.11.2017
McCaw (168)

აჰა გასაგებია გაიხარე მადლობა უნდა დაბრუნდეს აუცილებლად ეგ და მაიკლ ჰუპერი ერთად და ავსტრალია საერთოდ სხვა გუნდია

13:37 | 29.11.2017
McCaw (168)

ვინმემ იცის ავსტრალიელი მღლეტელი დავიდ პოკოკი რატომ არაა ნაკრებში მარტო მაიკლ ჰუპერი თამაშობს და პოკოკის გარეშე ფრთა მოტეხილი არწივივით გამოიყურება როცა ორივე ერთად არინა მაშინ არის მაგარი სახიფათო ავსტრალიის ნაკრები როგორც ვიცი ბოლოს ბრამზიში გამოდიოდა და თქვა ინგლისში უნდა წავიდე სასწავლებლადო და ნაკრებში ვერ ვითამაშებო და მაგის მერე არანაირი ინფორმაცია არ ვიცი არადა დღეს მსოფლიოში პოკოკისნაირი მღლეტელი შვიდიანი არავინაა მაგი რაქში ბურთს თუ წაავლებდა ხელს შანსი არ იყო იქიდან მოგეშორებინა ისე კარგი იქნება თუ უფრო ხშირად დაიწერება უცხოურ რაგბიზე ნიუსები გვერდის ადმინის საყურადღებოდ ვიძახი

22:39 | 29.11.2017
ika (35)

როგორც ზემოთ აღინიშნა, ფოქოქი სასწავლებლადაა 1 წელი. რაც შეეხება უცხოურ ნიუსს, იწერება და დაიწერება კიდევ (სანაკრებო ტესტების გამო, ცოტა უკანა პლანზე იყო ეს 1 თვე) და მოხარული ვიქნები, თუ ბევრი ადამიანი იქნება დაინტერესებული უცხოური რაგბით

13:31 | 29.11.2017
McCaw (168)

ვინმე არის ისეთი ამ რაგბის გვერდზე ვინც რაგბიში ძალიან კარგად ერკვეოდეს სანაკრებო ასევე საკლუბო დონეზე სტატისიკაში ისტორიში და წესებში ზოგადად მსოფლიო რაგბის ვგულისხმობ ვიცი რომ ასეთების ნაკლებობაა ამ გვერდზე ერთი მხსენდება მარტო 2015 მსოფლიოზე აქ შემოდიოდა არც ნიკი მახსოვს არც სახელი არც ავატარი მაგრამ მაგარი პროფესორი იყოო ძალიან მაგრად ერკვეოდა რაგბიში მაგის მერე არ მინახია მარტო ის ვიცი მხოლოდ რომ ინგლისელი სემ ბერჯესის ბალეშიკი იყო და თუ ამ ჩემს ნაწერს ნახავს გამომეხმაუროს

11:27 | 29.11.2017
McCaw (168)

ესეიგი ისევ ბარეტი გახდა საუკეთესო ზედიზედ ბაზარი არაა მაგარი იგროკია მაგრამ მაგარი 10 ნამდვილად არაა ფეხით თამაში მოიკოჭლებს და დენ კარტერთან ფეხით თამაში ახლოსაც ვერ მივა კარტარი ბევრად უკეთესი დამრტყმელი იყო

11:23 | 29.11.2017
McCaw (168)

ვააახ ჩემი ძლივს არ შემოვედი რა უბედურება აკამდე ევერესტს დავლაშქრავდი

11:22 | 29.11.2017
McCaw (168)

0.08148