ბორჯღალოსნები

12:30 | 26.11.2017 | ნანახია 5667 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: “ასეთ მატჩს რამდენიმე წლის წინ წავაგებდით”

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და კაპიტანი მერაბ შარიქაძე აშშ-სთან მოგებული (21:20) შეხვედრის შემდგომ, პრესკონფერენციაზე გამოცხადდნენ და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

მილტონ ჰეიგი: “პირველ ტაიმში მეტი ქულის გაკეთება შეგვეძლო, თუმცა ბევრი შეცდომა დავუშვით. საკუთარი შერკინება წავაგეთ და ასევე დერეფანი დავთმეთ. მეორე ნახევარში დაცვაში მოგვიწია თამაში და მოხარული ვარ, რომ მოგება მოვახერხეთ. რამდენიმე წლის წინ ასეთ თამაშს ნამდვილად წავაგებდით და წავაგეთ კიდეც რუსთავში, თუმცა ამჯერად გავიმარჯვეთ და მთავარი სწორედ ესაა.

ამ სამ შეხვედრაში ჩვენ ახალი ტალანტები ვიპოვნეთ, რომლებიც ნაკრებს მსოფლიო თასზე გამოადგებიან. კვესელაძემ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და ძალიან კარგადაც. ასევე მშვენივრად ითამაშა აფრასიძემაც, რომელსაც თამაშში ჩართვა ძალიან მალე მოუწია.

ჩვენი მიზანი ნოემბრის ტესტებზე სამივე მატჩის მოგება იყო, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შევძელით. დავამარცხეთ კანადის და ამერიკის ნაკრებები, ხოლო წავაგეთ უელსის ნაკრებთან, რომელიც ბოლომდე წნეხში ვამყოფეთ. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ნაკრებმა ამ ტესტებით წინ დიდი ნაბიჯი გადადგა.”

მერაბ შარიქაძე: “აშშ ძლიერი მეტოქეა, რომელთანაც ყოველთვის ძალიან გვიჭირს. მეექვსე წელია ნაკრებში ვარ და ამ გუნდის წინააღმდეგ ყოველთვის რთული თამაში გამოგვდის. მცირე სხვაობით ვიგებდით ან ვაგებდით და ამჯერადაც ასე იყო. ადრე კანადასთანაც იგივე ხდებოდა, თუმცა ეს უკვე წარსულში მოვიტოვეთ და მომავალში ამერიკელებთანაც დამაჯერებლები უნდა ვიყოთ”.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:33 | 26.11.2017
პანტელეიმონი (1218)

ჩვენი მორააგბეები შესანიშნავად აკეთებენ თავის საქმეს და ეს იმ ფონზე რა ფინანსური რესურსიც იდება სახელმწიფოს და სპონსორების მიერ. ჩვენ ახლა განვითარების იმ ეტაპზე ვართ, რომ დაფინანსების გაზრდა ჭირდება რაგბს, ინფრასტრუქტურული განვითარებით (მადლობა "ქართუ ჯგუფს") მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს "დიდი 10" -ის დაფინანსების გაორმაგება, ეს კიდევ ერთ განვითარების ბიძგს მისცემს ჩვენს კლუბებს და საფრანგეთის დაბალ ლიგებში მოთამაშე ჩვენს ბევრ ლეგიონერს დააფიქრებს სამშობლოში დაბრუნებაზე (მინდა გავამახვილო ყურადღება კრიზისულ სიტუაციაზე საფრანგეთის ნაკრებში, რაც ანალიტიკოსების აზრით გამოიწვევს ფრანგულ სარაგბო ლიგებში კვოტების უცილობელ დაწესებას უცხოელებზე), რაც ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის "დიდი 10" -ის დონეს და ამ ტურნირის ფინალისტებს გაზრდილი ფინანსები ევროპის საკლუბო ტურნირნებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.
ყველას გვახსოვს რამდენიმე წლის წინ გია ნიჟარაძის მიერ დაყენებულმა საკითხმა ფინანსირების გამაყოფის შესახებ ფაქტობრივად იხსნა ჩვენი რაგბის ჩემპიონატი მოთამაშეების მასიური გადინებისგან დაბალი დონის ლიგებში საზღვარგარეთ. ახლა საჭიროა მომზადებული შევხვდეთ ახალ გამოწვევას და შევქმნად ყველა პირობა საფრანგეთის ლიგებიდან ჩვენი ლეგიონერების გარკვეული ნაწილის მისაღებად (მათ შორის შეიძლება ღირდეს "დიდი 10" -ის "დიდი 12" -ტად გადაკეთებაზე ფიქრი) და არ გამოვიდეს ისე, რომ ჩვენი სარაგბო რესურსით რუსული და რუმინული ჩემპიონატები არ გავაძლიეროთ.

15:46 | 27.11.2017
jora84 (183)

სისულელეა დიდი 10 ფინანსების გაზრდა, თუ მაგის რესურსი გამოჩნდებია ჯობია პრო-14 შეფობას მიაწვნენ ფრანჩიზის დამატებაზე, რაოდენობის გაზრდა კი არა შემცირება უკეთესი იქნება ხარისხის მოსამატებლად.

0.082278