საქართველოს ნაკრებმა 2017 წლის დასკვნით მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრებს მინიმალური სხვაობით სძლია.
უელსთან ჩატარებული შეხვედრის შემდგომ, “ბორჯღალოსნებისგან” დიდი მოლოდინი იყო, თუმცა ამერიკამ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა და გაგვიმართლა, რომ არ წავაგეთ.
რამდენიმე რაღაცის თქმა შეიძლება, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯერ გრანდებს არ მიეკუთვნება და ამ დონეზე ასასვლელად კიდევ ბევრი რამაა საჭირო. შესაბამისად, გუნდი ყველა მატჩს ერთნაირად მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებს და ამის გამო ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ ბევრი ქომაგი აშშ-ს საკმაოდ ალმაცერად უყურებდა. არადა, “არწივებს” ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და მათი არაერთი მორაგბე თამაშობს წამყვან ჩემპიონატებში. თავად მილტონ ჰეიგმაც აღნიშნა, რომ საქართველო და აშშ დაახლოებით ერთი დონის გუნდები არიან, თუმცა ბევრი ქართველი გულშემატკივარი ასე არ თვლის და ერთის მხრივ, ეს სასიხარულოცაა, რადგან “ბორჯღალოსნებმა” თავიანთი კარგი თამაშით საკუთარი თამასა ძალიან მაღლა ასწიეს და გულშემატკივარი მათგან უფრო და უფრო უკეთესს მოელის. შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზეც, რომ უელსთან გამართული ნამდვილი ომის შემდეგ ბიჭები გადაიღალნენ და ძალების სათანადოდ აღდგენა ვერ მოასწრეს. განსაკუთრებით გაგვჭირდა მოლში თამაში და მეტოქის სწრაფ თამაშზე აყოლა. მოკლედ, ეს მხოლოდ ვარაუდები და ჩვენი ხედვაა, ხოლო უფრო ზუსტად გუნდის ხარვეზებს მილტონ ჰეიგი და მისი სამწვრთნელო შტაბი დაინახავს და სათანადო დასკვნების გამოტანას შეეცდება.
საქართველოსთვის შეხვედრა ძალიან ცუდად დაიწყო, მასპინძლებმა დაახლოებით 7-8 მეტრიდან მოწოდებული საკუთარი დერეფანი მოიგეს, მოლი ააგორეს და ჯო ტაუფეტეჰემ მასპინძელთა ჩათვლის მოედანში შეძლო ბურთის დამიწება, ხოლო გარდასახვა ეიჯეი მაკგინტიმ ააცილა. ეს ეპიზოდი ჩვენი გუნდისთვის ორმაგად ცუდი იყო, რადგან ვასილ ლობჟანიძე დაშავდა და თამაში ვეღარ განაგრძო. მოედანზე კი გელა აფრასიძემ გამოჩნდა, რომელმაც მე-3 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა.
ქართველებმა მეტოქეს ათიოდე წუთში უპასუხეს სათანადოდ: მეტოქის 5-იანთან ჩვენი შერკინება დაინიშნა, რომელსაც ისე მივაწექით, რომ მსაჯს ისღა დარჩენოდა, რომ საჯარიმო ლელო ჩაეთვალა.
კანადელთაგან განსხვავებით, ამერიკელები არაფრის დათმობას არ აპირებდნენ და იგრძნობოდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ საკმაოდ კარგი გუნდი თამაშობდა. 23-ე წუთზე ვიტო კოლელიშვილმა მარსელ ბრაქი უხეშად შებოჭა და ათი წუთით მოუწია მოედნის დატოვება. სტუმრებმა ჯარიმიდან აუტში დაარტყეს და 5-იანიდან დერეფანი მოაწოდეს, რომელიც ისევ მოიგეს, მოლი ააგორეს და ტაუფეტეჰემ დუბლი გაიფორმა, ხოლო გარდასახვა მაკგინტიმ შეასრულა ზუსტად და აშშ მეორედ და უკანასკნელად გავიდა ამ მატჩში წინ.
“ბორჯღალოსნებმა” რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად შეუტიეს და 28-ე წუთზე მრავალფაზიანი მიძალება ლევან ჩილაჩავამ დაასრულა ლელოთი, რომელმაც ნოემბრის ტესტებზე მეორედ დაალელოვა მეტოქე. გარდასახვა კი სოსო მათიაშვილმა შეასრულა ზუსტად.
32-ე წუთზე უკვე ჩილაჩავამ ითამაშა უხეშად, დამსახურებული ყვითელი ბარათი მიიღო და ცოტა ხნით 13 კაცით მოგვიწია დარჩენა. 23-ე წუთიდან მოყოლებული ტაიმის ბოლომდე, მეტოქეს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ამით ვერ ისარგებლა და 38-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო მიიღო: 5-იანიდან მოწოდებული დერეფანი გიორგი ჩხაიძემ მოიგო, რომელმაც “ბორჯღალოსანთა” კვართი მეასედ მოირგო და ჩვენი ნაკრების მესამე ცენტურიონი გახდა, ჯაბა ბრეგვაძეს მოუხსნა ბურთი და გამოცდილი კვაჭი სწრაფად შევარდა მეტოქის ჩათვლის მოედანში, გარდასხვა მათიაშვილმა კვლავ ზუსტად შეასრულა და მასპინძლებმა ტაიმი 21:12 მოიგეს.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები თითქოს უნდა გახსნილიყო, მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო უნდა გაეზარდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა და “ბორჯღალოსნებმა” ქულის გაკეთება საერთოდ ვერ შეძლეს. მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და ცოტა ყურადღებით რომ ყოფილიყვნენ, მეტოქის 5-იანთან დანიშნული შერკინება შესაძლოა შედეგიანად დასრულებულიყო, თუმცა ბურთი დავკარგეთ.
58-ე წუთზე მაკგინტიმ ჯარიმა გაიტანა, სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა და მეტოქეს თამაშის მოსაგებად ერთი გარდასახული ლელოს გატანა სჭირდებოდა. ოთხ წუთში ჯარიმის გატანა და თამაშის დამშვიდება შეეძლო სოსო მათიაშვილს, თუმცა ამჯერად მიზანმა უმტყუნა და ნოემბრის ტესტებზე მხოლოდ მეორე დარტყმა გააცუდა.
შეხვედრის დასკვნითმა 15 წუთმა ძალიან დაძაბულად ჩაიარა. 66-ე წუთზე სტუმართა ბურჯი მოუნგა’ლოა გაასინბინეს და თითქოს უპირატესობა უნდა ჩაგვეგდო ხელში, მაგრამ ამჯერად ჩვენ ვერ ვისარგებლეთ რიცხობრივი უპირატესობით და კინაღამ თამაში წავაგეთ: 76-ე წუთზე სტუმრება მარცხენა ფლანგზე უპირატესობა შექმნეს, ბრაის კემპბელმა ხაზი გაჭრა და მისი შეჩერება ვეღარავინ მოახერხა. ყველაფერი მაკგინტიზე იყო დამოკიდებული: თუ გარდასახვას გაიტანდა, დავმარცხდებოდით, ისევე როგორც რუსთავში 2013 წელს, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ, ამჯერად გაგვიმართლა და ამერიკელმა მგეზავმა ვერ გაიტანა – 21:20.
ამრიგად, ურთულეს მატჩში მოვიგეთ და აშშ-ის ნაკრებს ურთიერთშეხვედრებში გავუთანაბრდით: 3 მოგება და 3 მარცხი.
საქართველოს ნაკრებმა 2017 წელს 11 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 8 მოიგო და 3-ჯერ დამარცხდა. “ბორჯღალოსნებმა” რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბელგიას (31:6 სტუმრად), გერმანიას (50:6 შინ), ესპანეთს (20:10 სტუმრად) და რუსეთს სძლიეს (28:14) შინ, ხოლო რუმინეთის ნაკრებთან გასვლაზე 7:8 დამარცხდნენ. ივნისის ტესტებზე აშშ-ს (21:17) და კანადას (13:0) გასვლაზე აჯობეს, არგენტინის ნაკრებთან კი ასევე სტუმრად 29:45 წააგეს. ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში მილტონ ჰეიგის გუნდმა შინ კანადა გაანადგურა (54:22), შემდეგ “ფრინსიფალითი სთედიუმზე” უელსის ნაკრებს არაფერი დაუთმო და ღირსეულ ბრძოოლაში დამარცხდა (6:13), ხოლო ზემოხსენებულ მატჩში “არწივებს” მინიმალური სხვაობით ვაჯობეთ.
გეტყვით, რომ 2018 წლის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 თებერვალს გამართავს. “ბორჯღალოსნები” შინ ბელგიის ნაკრებს დაუხვდებიან.
საქართველო – აშშ 21:20 (21:12)
საქართველო: 3 ლელო - საჯარიმო ლელო (17), ჩილაჩავა (28), ბრეგვაძე (38); 2 გარდასახვა – მათიაშვილი (29; 39)
აშშ: 3 ლელო - ტაუფეტეჰე (6; 23), კემპბელი (76); 1 ჯარიმა – მაკგინტი (58); 1 გარდასახვა – (25)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაც არ უნდა იყოს, ბეწვის ხიდზე გავიარეთ და გამართლებაც იყო ჩვენს მხარეს.
მაინც იმედიანად ვარ, ეს ბიჭები მსოფლიოსთვის წამოიზრდებიან.
ქუბრიაშვილი ტრამვირებულია, ფეიქრიშვილიც..რაც შეეხებს გორგოძეს და ზირაქაშვილს, ეს მათი არჩევანი იყო და პატივი უნდა ვცეთ მათ გადაწყვეტილებას... უნდა ვისწავლოთ მათ გარეშე თამაში, ძალიან კარგია რომ მათ პოზიციაძე უამრავი კარგი მოთამაშე წამოვიდა და ისინიც იტყვიან თავის სიტყვას მალე...
სად არის ქუბრიაშვილი? ხომ არ გეჩვენებათ, რომ მამუკა გორგოძისა და ზირაქაშვილისთვის ადრე იყო ნაკრების დატოვება?
ნამდვილად ადრე იყო! თავისუფლად შეიძლებოდა 2019 წლის მსოფლიომდე (ჩათვლით) მათი ნაკრებში თამაში
შეიძლება ამერიკასთან მთელი პირველი ხაზის გამოცვლა ჯობდა სასტარტოში - ეგ ჩვენ თამაშს საერთოდ არ ეტყობა ხოლმე და ბევრად ნაკლები წუთი ქონდათ ნათამაშები უელსთან. უფრო ხოდზე იქნებოდნენ. კიდე ბეკოშვილი არაფრით არ მომწონს და არაა ამ ნაკრების დონე. დაილია სამი ნომრები? ბიწაძეს მეტი მოეთხოვება დიდი დანაკლისი გვაქვს მანდ. გორგაძე დაბრუნდება ჩაჯჯდება სასტავში
ერთი რამე მაინც რომ არ ვთქვა ვერ მოვისვენებ, მით უმეტეს ვიცი, რომ რაგბის კავშირი და სამწვრთნელო შტაბი იმით არიან გამორჩეულები რომ უსმენენ ქომაგებს და ცალკეულ დეტალებს (მინიმუმ) ითვალისწინებენ. მსოფლიომდე სასწრაფოდ არის მოსანახი მგეზავის პოზიციაზე გამოსადეგი მოთამაშე, რომელიც ფეხით კარგად თამაშობს და დაკიდებების გარდა ფეხით შეცურებაც ეხერხება, ასევე იღებს არაორდინალურ გადაწყვეტილებებს. ამჟამად 10 ნომერზე მარტო ხმალაძე გვყავს ასეთი და რას ვშვებით თუკი ის გაიტრავმება (ღმერთმა ნუ ჰქნას)? ან კიდევ, ბოლო-ბოლო დასვენება/შეცვლაც ხომ დასჭირდება? ნურავინ მიწყენს და ამ პოზიციაზე რეზი ჯინჭველაშვილი რომ სუსტია, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამერიკასთან. ჩემი აზრით, აზროვნებისა და ფეხით თამაშის ამბავში საუკეთესო ვარიანტია თედო აბჟანდაძე, მაგრამ რამდენად მოასწრებს იგი მსოფლიომდე ფიზიკურად მომძლავრებას, არ ვიცი. ამაზე უნდა ბევრი იმუშაოს.
ერთ რამეში გეთანხმები რომ ძირითადი სათამაშო ასპექტებიდან გამომდინარე საერთო ჯამში ხმალაძეა დღეს ოპტიმალური ვარიანტი (სამწუხაროდ). მაგრამ ეხლა სანამ დაიმტვრეოდა თითქმის იდეალურ ფორმაში იყო და არაუშავდა თითქოს მაგრამ საქართველოს ნაკრების 10 ნომერს ბევრად მეტი მოეთხოვება. ჩვენს ხაზშიც კი ბევრი აღემატება კლასით არადა მაგას უნდა მიყავდეს პარადი.
ბურთს რევაზა უკეთ ფლობს და უკეთესი პასი აქვს (ხალაძე ხანდახან ისეთ პასს ამოაგდებს რო აი 10მა ნომერმა ეგ როგორ უნდა ქნა!!!) თუმცა ფიზიკურად ხმალაძე ჯობნის დაცვაში და ყველაფერში. ფეხით ხმალაძე დიდი ვერაფერი. მალაღურა 10ზე ზოგჯერ მირჩევნია ხმალაძეს რახან ფიზიკაში ჯობნის ბევრად, მაგრამ ასევე ბევრად ნელია შეტევისას და კრეატივიც ნაკლები აქვს. რევაზას ორივე გამოცდილებითაც ჯობნის.
მსოფლიოსთვის თუ მალაღურა-ხმალაძის იმედად ვართ დაგგგვერ ხევა ჯერ ეხლა რა სისწრაფე აქვთ და მაგ დროისთვის ხომ საერთოდ სხვა დანარჩენიც რო თავიდან არ ვთქვათ.
რევაზაც ვერ გაქაჩავს ამ დონეს მაქსიმუმ ხმალაძეს აჯობოს ოდავ ობში შოტში.
თედო ამათ სუყველას ამოაგდებს მსოფლიოზე
რეზი რაღაც შებოჭილი თამაშობს, თორემ აბჟანდაძეზე ნაკლებ ნიჭიერი არაა, მახსენდება მისი თამაშები ტროფიზე საქართველოს 20წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, რა ბრწყინვალე იყო, ვერც ხმალაძე და ვერ მალაღურაძე მასთან ნიჭიერებაში ვერ მივა,ფიზიკურად უნდა მოუმატოს, უნდა მოახერხოს და გაიხსნას, მეტი უნდა აიღოს მის თავზე, შეუძლია მას არაორდინალური გადაწყვეტილების მიღება, ფეხითაც გადასარევად თამაშობს...გარდა ამისა არიან საქართველოში კაი 10 ნომრები, თუნდაც ნინიძე..აბჟანდაძე ჯერ ბავშვია,მაგრამ იქნებ მოესწროს 2 წელიწადში მისი დაღვინება..მალაღურაძეს რაც შეეხება, მას შუამარბობა უფრო კარგად გამოდის, კრასნი იარის ლიდერად ჩამოყალიბდა, სისტემატურად თამაშობს ევროლიგაშიც, ძირითადად 12-ზე თამაშობს
მეკოს შეუძლია 10-ზე, ადრე 10-ზე თამაშობდა ნაკრებში, ხმალაძეს ალბათ არა მაგრამ მალაღურაძეზე კარგი არის, ლელოშიც 10-ზეა ძირითადად, ფეხითაც კარგად თამაშობს და სწრაფიცაა, ღონეც და ბრძოლაც არ დაეწუნება...
პასი არ უვარგა............ 10 ნომერს პასი არ უვარგა
მაგ ხნის მეკო რად გინდა გინდ 10ზე და გინდ 15ზე
მეკოს წაყვანას ვაპირებთ მსოფლიოზე? არ გვქონიკა შორს მიმავალი გეგმები მაშინ ამ ხნის კაცი თუ მსოფლიოზე მიგვყავს. და თუ არა მაშინ მიბაძოს მამუკას აბა ის რატო წავიდა ნაკრებიდან? მირიანა სოსო 15 არ თამაშობენ კლუბში? კიდევაც არიან მგონი პატარა ბიჭები 15ზე
სავარაუდოდ წაიყვანენ თუ რა თქმა უნდა ფორმაში იქნება იმ მომენტისთვის
+1
ამ თამაშისადმი ცემს მიერ ნავარაუდევი და შემდგომში გამართლებული პესიმისტურ-რეალისტური მიდგომის მიუხედავად, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ლომკაცებსა და მთლიანად სამწვრთნელო შტაბს. იმედია, ისინი კარგად გააანალიზებენ შეცდომებს და შესაბამის დასკვნებსაც გააკეთებენ. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2017 წელი წარმატებით დავხურეთ სანაკრებო დონეზე
ეს შედეგი წინასწარ რომ გამოიცანი ნამდვილად მეწყინა, მე +15ს ველოდებოდი
მადლობა ლომებო ღირსეული 2017 წლის სეზონის ჩატარებისთვის ! მომავალ სეზონში უკეტეს შედეგებს ველით ! წარმატებები !
ერთი წუთით არ შეიძლება მოდუნება და ყველა მხრივ გასაორმაგებელია მუშაობა, სხვა მხრივ არაფერი არ გამოვა! ყველა ჩასაფრებულია რამე შეგეშალოს ან ფეხი წამოიკრა რომ ერთი სული აქვთ შენს არასათანადო დონეს გაუსვან ხაზი. ჩვენ რაც პრეტენზიები გვაქ ყველამ იცის უკვე, ამას კი ფაქტებით და საქმით ჭირდება გამყარება, ურთულესი მისიაა მაგრამ მჯერა ყველა სირთულის მიუხედავათ თავს გავართმევთ. შაირზე ხომ არ ვართ, ბოლოს და ბოლოს რაგბი მართლა სისხლში გვაქვს და დარწმუნებული ვარ მოვახერხებთ ყველა სირთულის მიუხედავათ ელიტაში ვიქნებით.
ჩვენი მორააგბეები შესანიშნავად აკეთებენ თავის საქმეს და ეს იმ ფონზე რა ფინანსური რესურსიც იდება სახელმწიფოს და სპონსორების მიერ. ჩვენ ახლა განვითარების იმ ეტაპზე ვართ, რომ დაფინანსების გაზრდა ჭირდება რაგბს, ინფრასტრუქტურული განვითარებით (მადლობა "ქართუ ჯგუფს") მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს "დიდი 10" -ის დაფინანსების გაორმაგება, ეს კიდევ ერთ განვითარების ბიძგს მისცემს ჩვენს კლუბებს და საფრანგეთის დაბალ ლიგებში მოთამაშე ჩვენს ბევრ ლეგიონერს დააფიქრებს სამშობლოში დაბრუნებაზე (მინდა გავამახვილო ყურადღება კრიზისულ სიტუაციაზე საფრანგეთის ნაკრებში, რაც ანალიტიკოსების აზრით გამოიწვევს ფრანგულ სარაგბო ლიგებში კვოტების უცილობელ დაწესებას უცხოელებზე), რაც ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის "დიდი 10" -ის დონეს და ამ ტურნირის ფინალისტებს გაზრდილი ფინანსები ევროპის საკლუბო ტურნირნებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.
ყველას გვახსოვს რამდენიმე წლის წინ გია ნიჟარაძის მიერ დაყენებულმა საკითხმა ფინანსირების გამაყოფის შესახებ ფაქტობრივად იხსნა ჩვენი რაგბის ჩემპიონატი მოთამაშეების მასიური გადინებისგან დაბალი დონის ლიგებში საზღვარგარეთ. ახლა საჭიროა მომზადებული შევხვდეთ ახალ გამოწვევას და შევქმნად ყველა პირობა საფრანგეთის ლიგებიდან ჩვენი ლეგიონერების გარკვეული ნაწილის მისაღებად (მათ შორის შეიძლება ღირდეს "დიდი 10" -ის "დიდი 12" -ტად გადაკეთებაზე ფიქრი) და არ გამოვიდეს ისე, რომ ჩვენი სარაგბო რესურსით რუსული და რუმინული ჩემპიონატები არ გავაძლიეროთ.
ცუდად და სხვანაირად არ ჩამომართვას არავინ მაგრამ, მეტოქის პატივისცემა და დაფასება ვისწავლოთ გულშემატკივარმა, რაგბი ყველა სპორტისგან პირველ რიგში სწორედ მეტოქის მიმართ პატივისცემით გამოირჩევა, ჩვენ კი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეტენზია გვაქვს რომ ყველაზე სტუმართმოყვარე ერი ვართ.
[bstripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?time_continue=157&v=Gb_-5LyA61I')>0?']https://www.youtube.com/watch?time_continue=157&v=Gb_-5LyA61I':']https://www.youtube.com/watch?time_continue=157&v=Gb_-5LyA61I')) ასეთი 'ფერადი' (იაპონიის ნაკრებთან თამაშის დროს უფრო იყვნენ) ავსტრალიის ნაკრები არ მინახავს. ესენი ადგილობრივი აბორიგენები არიან თუ ფიჯიდან, ტონგადან და სამოადან ნატურალიზირებულები?
ისიც მესმის ეს ტესტ მატჩები ყველა ნაკრებმა ახალი მორაგბეების გასინჯვისა და შეთამაშების მიზნით გამოიყენა, მიმდინარეობდა ექსპერიმენტები როგორც საქართველოს, ასევე უელსის, საფრანგეთისა და სხვა დ სხვა ნაკრებში. მაგრამ გუნდების კლასი მაინც გამოჩნდა.
მგონია იაპონიის ნაკრებს მალე მიიღებენ 4 ერში - ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და არგენტინა, მეხუთე ნაკრებად იაპონიას დაამატებენ. ძაან პროგრესირებენ. გადავხედე ნაკრების თამაშების ისტორიას და ადრე თუ გამანადგურებლად აგებდნენ დღეს ვერც ერთი გუნდი ვერ ეთამაშება სრული მობილიზებისა და კონცეტრაციის გარეშე, შეიძლება გრანდებიც დაამარცხონ. მსოფლიო თასის მერე სულ სხვა იპანიის ნაკრებს ვიხილავთ.
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?time_continue=117&v=BSrz4L4_gng')>0?'https://www.youtube.com/watch?time_continue=117&v=BSrz4L4_gng':'https://www.youtube.com/watch?time_continue=117&v=BSrz4L4_gng'))
stripslashes((strlen('https://en.wikipedia.org/wiki/Japan_national_rugby_union_team')>0?'https://en.wikipedia.org/wiki/Japan_national_rugby_union_team':'https://en.wikipedia.org/wiki/Japan_national_rugby_union_team'))
stripslashes((strlen('https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%B1%D0%BE%D1%80%D0%BD%D0%B0%D1%8F_%D0%AF%D0%BF%D0%BE%D0%BD%D0%B8%D0%B8_%D0%BF%D0%BE_%D1%80%D0%B5%D0%B3%D0%B1%D0%B8')>0?'https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%B1%D0%BE%D1%80%D0%BD%D0%B0%D1%8F_%D0%AF%D0%BF%D0%BE%D0%BD%D0%B8%D0%B8_%D0%BF%D0%BE_%D1%80%D0%B5%D0%B3%D0%B1%D0%B8':'https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%B1%D0%BE%D1%80%D0%BD%D0%B0%D1%8F_%D0%AF%D0%BF%D0%BE%D0%BD%D0%B8%D0%B8_%D0%BF%D0%BE_%D1%80%D0%B5%D0%B3%D0%B1%D0%B8'))
მე ანგარიში არ მაქვს მხედველობაში, აშშ-მ თამაშით გვაჯობა (ჩემი აზრია). საქართველოს ნაკრების დიდი ნაკლია სწრაფი მოთამაშეების არ ყოფნა. დღეს რაგბში პირველ ხაზელებიც ძაან სწრაფები არიან.
წლევანდელი 6 ტესტმატჩიდან ოთხში გავიმარჯვეთ ( შინ და გარეთ მოვუგეთ ჩრდილოამერიკელებს), ორში კი დავმარცხდით პირველი ეშელონის გუნდებთან. თუმცა ორივე შეხვედრაში ღირსეულად ვითამაშეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმებში.
მე პირადად უკმაყოფილო არ ვარ. აი უელსთან რომ ფრისთვის მიგვეღწია, ისევე როგორც წუხელ იაპონელებმა ფრანგებთან, მაშინ ნაღდად შესანიშნავი იქნებოდა ყველაფერი.
ერთი რამ მაინტერესებს გულწრფელად: გუშინ ბოლოს, ამერიკელებმა რომ ლელო დაგვიდეს, რეალიზაციის შემთხვევაში თამაშსაც იგებდნენ. ამ დროს რამდენად კარგ ტონად ითვლება ის, რომ გარდასახვის შესრულებისას მთელი სტადიონი გნიასმა და ზუზუნმა მოიცვა ? სხვა სახეობებში პრობლემა არაა, მაგრამ რაგბის დაუწერელი წესების მიხედვით ცოტა "ქაჯობას" ხო არ ჰქონდა ადგილი ?
სტვენა ევროპაში არ არის მიღებული, მაგრამ სხვაგან (არგენტინა, ავსტრალია, ახ.ზელანდია, იაპონია...) ჩვეულებრივი ამბავია, ასე რომ ქაჯობა არ არის.
ირლანდიაში მხოლოდ მასე, რომ წინააღმდეგის დარტყმის დროს არასდროს უსტევენენ.
ეგ როცა აწყობთ მაშინ არ უსტვენენ, რამოდენიმე წლის წინ ქრუდენი ბოლო წუთზე რომ ურტყამდა გარდასახვას(ირლანდია-ახ.ზელანდია) ლამის ჩამოანგრიეს ავივას ტრიბუნები ისეთი გნიასი ატეხეს.
შედეგიდან გამომდინარე ნოემბრის ტესტები დამთავრდა მოლოდინისამებრ ანუ მოვიგეთ მოსაგები და წავაგეთ წასაგები. თამაშიდან გამომდინარე ორი თამაში ვითამაშეთ იმაზე უკეთ ვიდრე ველოდით და ერთი იმაზე ნაკლებად რა მოლოდინიც გვქონდა ანუ მთლიანობაში მაინც დადებითი შედეგი გვაქვს და კვლავ წინ მივდივართ