ამბები

23:48 | 27.10.2014 | ნანახია 1404 - ჯერ

7-კაცას ჩემპიონობა ხარებმა მოიპოვეს

დასრულდა საქართველოს 2014 წლის ჩემპიონატი 7-კაცა რაგბში. ტურნირი 25 და 26 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ჩატარდა. ძირითადი ტურნირის პარალერულად გაიმართა თბილისის პირველობა ჭაბუკთა შორის.

ჭაბუკთა ფინალი ლელო სარასენსსა და ჩოხოსნებს შორის გაიმართა, რომელშიც ლელოელებმა 15:7 გაიმარჯვეს. პირველობის III ადგილი წმინდა გიორგის სკოლის რაგბის გუნდმა მერანმა დაიკავა.

კაცთა ტურნირის ფინალში კი რუსთავის ხარები და ბოლნისის ყოჩები შეერკინენ. ფინალი მოლოდინისამებრ ძალზე დაძაბული გამოდგა – ძირითადი დრო ფრედ, 12:12 დასრულდა, შესაბამისად, გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ორი ხუთ-წუთიანი ტაიმი დაინიშნა. აქ თამაში პირველ ქულამდე გრძელდებოდა, რომელიც რუსთავის ხარებმა ლელოთი მოიპოვეს და ჩემპიონები გახდნენ.

საჩემპიონო თასის გარდა, ხარები პრემიალურ 15 000 ლარს დაეუფლნენ. მეორე ადგილოსანმა ყოჩებმა 7 000 ლარი მიიღეო, ხოლო მესამეზე გასულმა ჯიქმა – 3 000.

დანარჩენი ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: IV ადგილი – ბათუმის ბათუმი, V ადგილი – თბილისის აკადემია, VI ადგილი – შარშანდელი ჩემპიონი ქუთაისის აია, VII ადგილი – თბილისის ლოკომოტივი, VIII ადგილი – ლელო სარასენსი, IX ადგილი – თბილისის თი ბი ეს, X ადგილი – ქუთაისის ბაგრატი, XI ადგილი – თბილისის არმია, ხოლო XII ადგილზე ამ ტურნირისათვის შეკრებილი, ლოკომოტივის, აკადემიისა და ყოჩების მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი – ბარბაროსები გავიდნენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087029