საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის ბოლო მატჩში ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი 21:20 დაამარცხა. პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" 21:12 მოიგეს. მეორე ნახევარში სტუმრებმა ერთი ჯარიმა ზუსტად შეასრულეს, შემდეგ კი შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ლელო დადეს, თუმცა გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულეს და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. მატჩის ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ექსპერიმენტებს უნდა მივმართოთ და რაც შეიძლება მეტს, უნდა გამოიცადოს ბევრი მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატიდან, მე ვადევნებ თვალს ჩვენს ჩემპიონატს და ვფიქრობ არიან აქაც საინტერესო მოთამაშეები, მგეზავები, ბეკები, შუამარბები, განსაკუთრებით მეორე ხაზელები..ყველას უნდა ქონდეს შანსი, ასევე ძველებიც არ უნდა ავითვალწუნოთ, სხვადასხვა მიზეზის გამო (კაკოვინი, ფრუიძე, მჭედლიძე) მით უმეტეს ჯერ საკმაოდ ახალგაზრდები არიან...რაც შეეხება გუშინდელ თამაშს, ამდენი შეცდომა რაც გუშინ დავუშვით ამ წელიწადში ალბათ არ დაგვიშვია დანარჩენ თამაშებში ერთად აღებული..მარტო ის რაზე მეტყველებს რომ მეორე ტაიმში ქულაც ვერ ავიღეთ..დიდ შეცდომად მიმაჩნია მე პირადად ის რომ , უეჭველ დასარტყმელ ჯარიმებს არ ვიყენებთ, იყო მეორე ტაიმში მომენტი 21-12 დროს კარების წინ არ დავარტყით და აუტში გადავიტანეთ, რომ გაგვეტანა 24-12 ხდებოდა და მეტოქეს 2 ლელოთი ვუსწრებდით კომფორტულად..დაარტყი შე კაი კაცო და მერე ჩვენც დავწყნარდებოდით და ამერიკელებიც, ასეთი შანსი პირველ ტაიმშიც გვქონდა.. ბოლოსკენ კიდევ დარჩნენ ისინი 14 და ჩვენ ჩავთვალეთ ნაადრევად რომ უკვე მოვიგეთ და კინაღამ დავისაჯეთ...გვახასიათებს ქართველებს ზედმეტად თვითდაჯერებულობა, ამის გამო ვდუნდებით.. მიუხედავად ამისა ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას...
ყველაფერი მოვა ნელნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ...მარა მე ერთის მეშინია, არ დადგეს ისეთი მომენტი როგორც სორელის დროს, როცა იმ დაფინანსების პირობებში სორელმა თქვა, მე ჩემი თავი ამ რესურსებით ამოვწურე ამ დროისთვისო! დაფინანსების გაზრდა თყ არ მოხერხდა რამენაირად, რეგრესი გარდუვალია...:-
დაფინანსება აუცილებელია, მის გარეშე არაფერი გამოვა, იმედია ჩვენი ბიზნესმენები გაიკრავენ ჯიბეზე ხელს, ფაქტია რაგბი ძალიან პოპულალური ხდება ჩვენთან და შესაძლებელია თანხები მოიზიდოს..უნდა ჩაებას რაც შეიძლება მეტი გუნდი ევროთასებში, ასევე 7-კაცა ნაკრებს უნდა მიექცეს დიდი ყურადღება, კარგი იქნებოდა მცირე რაოდენობით ლეგიონერებიც ოღონდ კარგი ხარისხის, განსაკუთრებით უკანახაზელები, ჩვენებიც რომ დაოსტადნენ
დაფინანსების გაზრდა ნამდვილად ჭირდება რაგბს, აუცილებლად უნდა მოხდეს "დიდი 10" -ის დაფინანსების გაორმაგება, ეს კიდევ ერთ განვითარების ბიძგს მისცემს ჩვენს კლუბებს და საფრანგეთის დაბალ ლიგებში მოთამაშე ჩვენს ბევრ ლეგიონერს დააფიქრებს სამშობლოში დაბრუნებაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის "დიდი 10" -ის დონეს და ამ ტურნირის ფინალისტებს ევროპის საკლუბო ტურნირნებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა.
მინდა გავამახვილო ყურადღება კრიზისულ სიტუაციაზე საფრანგეთის ნაკრებში, რაც ანალიტიკოსების აზრით გამოიწვევს ფრანგულ სარაგბო ლიგებში კვოტების დაწესებას უცხოელებზე.
+1, ატეხავენ ახლა ერთ ამბავს ფრანგები..
ესეთ დროს თუ არ მიმართე ექსპერიმენტს აბა როდისღა უნდა მიმართო,ყველა ახალგაზრდას უნდა მიეცეს თავის გამოჩენის შანსი.
როდის ვთქვი ის რაც ვთქვი... თამაშამდე გავიძახოდი რომ ჰეიგი ძალიან რისკავს ასეთი ექსპერიმენტებით მაშინ როცა ამერიკელებს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავთ შეკრებილი-მეთქი. განსაკუთრებით კი ყურადღება გავამახვილე მგეზავის სისუსტესა და კაჭის პოზიციაზე და შიში გამოვთქვი რომ მანდ ხაზი არ გაგვიჭრან-თქო. ჰოდა, სწორედ მანდ "აგვინთეს წითელი" და მადლობა უფალს, რომ საბოლოო ჯამში გადავრჩით. ნამდვილად არ მსურს ჩვენი გმირი ბიჭებისა და მწვრთნელების წარმატებების დაკნინება მაგრამ ეს თამაში აშკარად მათ პასივში ჩაითვლება იმის გამოკლებით, რომ მოვიგეთ
ისე იაპონიას რომ შევადაროთ,ჩვენების მიერ ერთი რაქის გასუფთავებისთვის გახარჯული დროა იაპონელებს მინიმუმ 4 რაქის გასასუფთავებლად ეყოფათ
შოტლანდიამ კი ვსტრალიას რასაც ქვია გადაუარა.60 წუთი 10 კაცით ითამაშა ავსტრალიამ მარა მაინც ძალიან დიდი სხვაობით მოიგეს სქოტებმა
იაპონიას ვუყურე ახლა და ციბრუტებივით დარბიან ასე მგონია თამაშს დასაწყისში ვინმე ქოქავს მაგ გუნდს და დასასრულამდე მაღალ "აბაროტებზე" მუშაობს.ჯერ ბოჭვა არაა დასრულებული წესივრად და რაქი არაა ჩამოყალიბებული,რომ უკვე გასუფთავებული აქვთ მაგათი სისწრაფე მოგვცა და ძალიან ბევრ გუნდს გავამწარებთ
ძალიან გვანერვიულეს დღეს მოგება მოგებაა მაინც და გილოცავთ ყველა ქომაგს,თუმცა ასეთი თამაშის ხარისხით შორს ვერ გავფრინდებით.სტაბილურად კარგ მაღალ დონეზე თამაშს უნდა მივეჩვიოთ.სისწრაფე ჩვენი აქილევსის ქუსლია,როგორც ინდივიდუალური ასევე გუნდური და გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე.პლიუს შეტევის დროს სწორი მიმართულებით ბურთის გათამაშება,ასევე სწორად და დროულად მიყოლა ბურთიან მოთამაშეზე.ნუ მეასედ და მეათასედ ნათქვამი პრობლემები ისევ პრობლემებად რჩება.ქართული რაგბის ამ დრომდე მოუშორებელ სენად.სამწუხაროდ როგორც ჩანს სისხარტე,მოქნილობა და სისწრაფე ჩვენი ერის გენში არ ზის და ამიტომ ბავშვთა რაგბიდან უნდა დაიწყოს ამ კომპონენტების განვითარებაზე მუშაობა განსაკუთრებული ყურადღებით.
შოტლანდიამ რა უქნა ავსტრალიას.... დაახიეს ბურთ...=-O
კი ყველა უკმაყოფილოები ვართ მაგრამ არაფერი კატასტროფა არ მომხდარა....ამერიკა ჩვენი დონის გუნდია და მელიტონამ სწორად თქვა რამოდენიმე წლის წინ ესეთ შეხვედრაში დავმარცხდებოდით მაგრამ ეხლა როგორც გუნდი გაზრდილი ვართ და ისეთ შეხვედრაში სადაც თამაში არ გამოგვდის მოგება უკვე შეგვიძლიაო....და ზუსტად ასეა ყველა თამაშს ვერ ჩაატარებ ერთ დონეზე და ჩაგდებული შეხვედრა და მაინც გამარჯვება მაინც სასიამოვნოა თან ამერიკა ჩვენი დონის გუნდია და არაა საჭირო ზემოდან ვუყურებდეთ მათ...ყველაფერს თავისი დროაქვს!!!აი იაპონია კი ძალიან მაშინებს სასწაულ რაგბს თამაშობენ და მითუმეტეს ჩვენნაირი მძიმე გუნდებისთვის უფრო საშიშია ეს....ფრანგებს ისე თამამად და ლამაზად ეთამაშებიან რომ სიტყვები არ მყოფნის....იაპონია ფიჯი და მერე ჩვენ მოვდივართ მეორე დონის ნაკრებებში სიძლიერით ჩემი აზრით
რამდენი ჩადო იაპონიამ შიდა ჩემპიონატში? იკითხეთ ჯერ, მერე ზანზაარის ქვეყნებთან რეგულარული თამაშები...ყოველივე სმუს მერე რაღაა გასაკვირი? ჩვენ აპა რაღაცა წირპლიანი 33 მლნ ლარი გვაქ ბიუჯეტი და კიდე პრეტენზიები გვაქვს ბლინ.... 50 მლნ დოლარი მარტო ენისეისა აქვს ერთ გუნდს რუსეთში ბიუჯეტი :-
უყურეთ იაპონიის თამაშს და ისიამოვნეთ,ეს არის ნამდვილი რაგბი...საოცრებებს აკეთებს ეს გუნდი
რათქმაუნდა ველოდი რო უელსის მერე გადაღლილი იქნებოდა ნაკრები, მარა ასეთ თამაშს ნამდვილად არ ველოდი. რო არა იმათი დამრტყმელის სიბეცე( 4 დარტყმა გააფუჭა) წაგებული გვქონდა თამაში.
თუმცა ჩვენ, გულშემტკივარმა უნდა ვისწავლოთ, როგორც სტადიონუს თავიდანვე გავსება, ასევე ისიც რომ ასეთი თამაშის მერე არ გადავუაროთ ჩვენს ნაკრებს და წყალს არ გავატანოთ... მოგებულებს არ განსჯიან...უელსისგან განსხვავები კიდე სუდუა აშკარად ჩათლახობდა...
მოკლედ მადლობა ბიჭებს და იმედია შესაბამისი დასკვნები გაკეთდება!
მასეც ვერ იტყვი იმათ დამრტყმელს რომ ჯარიმები გაეტანა ჩვენები უფრო შეუტევდნენ და დიდი ალბათობით ჩვენც მეტ ქულას გავაკეთებდით.
თან გადაღლილობაზე მეტად მე ფსიქოლგიური მომენტი მგონია, იგივე კალათბურთსი ლიტვასთან გამარჯვების მერე გინდა არ გინდა აიფორიაში იყვნდენ ბიჭები და 2 ტამაში წააგეს ზედიზედ. ამერიკას დასაკარგი არაფერი ქონდა თან შემადგენლობასაც ძლიერს მოუყარეს თავი ამერიკელებმა მაშინ როცა ჩვცენ რამდენიმე საკვანძო მოთამაშე გვყავდა და მიუხედავად ყველაფრისა მაინც მოვიგეთ მატჩი რომელსაც რამდენიმე წლის წინ აუცილებლად წავაგებდით
წინა თამაშმა სავარაუდოდ ძაან იმოქმედა ჩვენს მორგბეებზე როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად ! ყველა მატჩს უმაღლეს დონეზე ვერ ჩავატარებთ.. უელსთან სოცარი თამაში ვაჩვენეთ და წავაგეთ, დღეს ცუდად ვითამაშეთ და მოვიგეთ ! უკვე იმ დონეზე ვართ, რომ კლასის ხარჯზე ვიგებთ თამაშების ნაწილს, რომლებშიც ხარისხი ძალზედ დაბალია.. თუმცა "წავაგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ" ამ შემთხვევაში ჯობია მოიგო და ზოგიერთ შეხვედრაში ცუდად გამოიყურებოდე !
P.S. ლომებს მადლობა დიდებული სეზონისთვის ! ბინგოს მადლობა 100 ბრძოლის ჩატარებისთვის !
არც თუ ისე დიდიხნის წინ ამერიკა ჩვენზე უკეთეს გუნდად ითვლებოდა, ბოლო პერიოდში წამოვეწიეთ და ახლა უკვე იმის საფუძვლიანი პრეტენზიაც გვაქვს რომ უკეთესები ვართ. რეალურად მე ამ თამაშით ის დავინახე რომ მართლა გავუსწარით ამერიკას რადგან მიუხედავად იმისა რომ თამაში არ წაგვივიდა, გადაღლილები ვიყავით და თან ამერიკა გამწარებული გვეომა მაინც მოვიგეთ და რაც მთავარია მოვიგეთ კლასის და გამოცდილების ხარჯზე.
mokled seriashi erti tamashi tu ar chagvivarda ar gamogvdis
ამ თამაშს თუ ვინმე მოგებათ თვლის Qართული რაგბის მტერია
მე პირადად და დარწმუნებული ვარ უმრავლესობა ამაყობს ჩვენი ბიჭებით და ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ თან კლასის ხარჯზე, ყველას თავისი აზრის გამოთქმის უფლება აქვს თუმცა კორექტულობის ფარგლებში და ყველას დედაც ვინც იმის გამო რომ ჩვენი ბიჭებით ვამაყობ შეურაცყოფას მაყენებს რაგბის მტერს მიწოდებს
მოგება მოგებააა....შეიძლება თქვა რონ არ ხარ კმაყოფილი თამაშით, ისე რიგორც მე, მაგრამ ასე რადიკალობა არ გვინდა...
მიზეზი არაერთია:
- გადაღლილობა (უელსის შემდეგ) და აღდგენის პროცესის ალბათ არასაკმარისობა
- ქართული მიდგომა (განსაკუთრებით უელსის შემდეგ) "ამათ ისე გადავყლაპავთ ყელზეც არ დაგვადება"
- ცოტა დისციპლინა, ცოტა არაოგრანიზებულობა, ცოტა შეუთამაშებლობა, ბოლო მე-3 თამაშში დამატებული ბიჭების "ფორმაში" არასაკმარისად შესვლა
- გემარჯვებული და შეთამაშებული შემადგნლობის ცვლილება
- ძალიან ახალგაზრდა უკანა ხაზი (მეკოს გამოკლებით, რომელიც თავისმხრივ ვერ იყო ფორმაში)
- ღერძის ცვლილება - ხმალაძეც (უელსი) და ვასკაც (აშშ) ტრავმის გამო
- +აშშ_ს ოპტიმალური შემადგენლობა, რომელიც ნამდვილად კონკურენტუნარიანია და არაა ხელწამოსაკრავი
ისტორიას რჩება შედეგი, შედეგი კი ანთია ტაბლოზე - ტაბლოზე 21:20 მოვიგეთ