ბორჯღალოსნები

12:58 | 24.11.2017 | ნანახია 3858 - ჯერ

ჰეიგი: "ახალი ბიჭები ჩვენს თამაშში დამატებით ენერგიას შემოიტანენ"

25 ნოემბერს ბორჯღალოსნებსა და ‘არწივებს’ შორის გასამართი მატჩის წინ, გუნდებმა ‘მიხეილ მესხის’ სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში და ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს.

მილთონ ჰეიგს პირველი კითხვა შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე დაუსვეს:

„დატვირთული და რთული ორი კვირა გვქონდა. კანადასა და უელსთან მატჩს თან ახლდა მგზავრობა. ახალი ბიჭები ჩვენს თამაშში დამატებით ენერგიას შემოიტანენ. ცვლილებები გუნდის დასუსტებას არ ნიშნავს, რადგან ყველა მათგანს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს. ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს ვის ვეთამაშებით: ‘ოლ ბლექსს’, აშშ-ს თუ ესპანეთს - ყოველთვის ვარჩევთ იმ მომენტისთვის საუკეთესო შემადგენლობას.

აშშ ფიზიკურად ძლიერი გუნდია და მძლავრი ფორვარდები ყავს. მიუხედავად ამისა, ვგეგმავთ, რომ ამ კომპონენტში თამაში ჩვენი კარნახით წარვმართოთ და თადარიგში მორკინალების სიმრავლე ამითაა გამოწვეული“.

მეტოქის დახასიათებისას ახალ ზელანდიელმა სპეციალისტმა რამდენიმე მოთამაშე გამოყო:

„აშშ-ს ძალიან კარგი მეორე-მესამე ხაზის მოთამაშეები ყავს. აღსანიშნავია სამუ მანოა, რომელიც ‘ტულონში’ ჩვენი მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას მხარდამხარ თამაშობს. მას ბურთი ძალიან კარგად მოაქვს. ამ გუნდის მთავარი კოზირი სწრაფი თამაში, ბურთის გაშლა და ძლიერი გარემარბებია. ჩვენ მეტოქეს შესაბამისი ტაქტიკა უნდა დავუპირისპიროთ“.

ჰეიგმა გიორგი ჩხაიძეზე და ბორჯღალოსან ცენტურიონებზეც ისაუბრა:

„განსაკუთრებული მიღწევაა, რადგან უკანასკნელ 12 თვეში მესამე ცენტურიონი გვეყოლება. ჩხაიძე შეუერთდება იმ მოთამაშეთა ჯგუფს, რომლებსაც 100 და მეტი საერთაშორისო შეხვედრა აქვთ ჩატარებული. ასეთი მოთამაშეები მსოფლიოში მრავლად არ არიან“.

გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჩხაიძის ცენტურიონობასთან დაკავშირებით თქვა - „ვეცდებით, რომ მას ცენტურიონობა კარგი თამაშით და გამარჯვებით დავამახსოვროთ“, - ხოლო მომავალი თამაშის მოლოდინზე აღნიშნა:

„ახლა ჩვენზე განსაკუთრებული ზეწოლაა. უელსთან თამაშის შემდეგ, საქართველოშიც და მთელს მსოფლიოშიც ძალიან დიდი მოლოდინია. ყველას აინტერესებს, უელსთან ასეთი თამაში გამოგვივიდა, თუ რეალურად გავიზარდეთ. ჩვენ ხვალ უნდა განვამტკიცოთ ის, რასაც განვლილი ორი თამაშით მივაღწიეთ და მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ“.

შარიქაძეს ახალ მეწყვილეზე, გიორგი კვესელაძეზეც კითხეს:

„კვესელაძე ძალიან კარგი ბიჭია. კანადასთან ერთად რამდენიმე წუთი ვითამაშეთ, ეს კვირა ნაყოფიერად ვივარჯიშეთ და მაქვს იმედი, რომ ის შიდა მხარეს გამიმაგრებს“.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:24 | 24.11.2017
buratino (480)

მივმართავ ყველას, ვინც ერტხელ მაინც წაიკითხავს ამ პოსტს:
ძალიან გთხოვთ, ნუ დაიზარებთ უშუალოდ "ბრძოლის ველზე" ბიჭების მხარდაჭერას!
არც ბილეთის ფული და არც ამინდი არ უნდა იყოს შემაფერხებელი ფაქტორი სტადიონზე მისასვლელად. მერწმუნეთ, ჩვენს ლომკაცებს ძალები გაუორმაგდებათ როდესაც პირთამდე სავსე ტრიბუნები გაამხნევებენ. მაშ, ყველამ დავძლიოთ ტელევიზორთან თბილად ჯდომის "კომპლექსი"
და მხურვალედ ვუქომაგოთ ჩვენს საამაყო ბორჯღალოსნებს! შენ დაუკარ!

16:01 | 24.11.2017
პანტელეიმონი (1218)

მაქსიმალური კონცენტრაციით და შემართებით უნდა ვითამაშოთ პირველიდან ბოლო წუთამდე, რომ დიდი ანგარიშით მოვიგოთ, არა გვაქვს უფლება აშშ -ს რაგბის ნაკრები არ გავა-რუსეთ-რუმინეთოდ ! ! !

15:25 | 24.11.2017
გზავნილი (81)

პატივცემულ რედაქციას!

რამდენიმე მარტივი კითხვა მაქვს თქვენთან:

1. როდოს შეწყვიტავთ გულშემატკივრის შეურაცყოფას?
2. როდის შეწყვიტავთ გულშემატკივრის ფეხებზე დაკიდებას?
3. როდის შეწყვიტავთ ამ გადმოკოპირებას და მასზე "საავტორო" უფლებების დადებას?
4. აღარ გრცხვენიათ? საქართველოში ნომერი 1 სპორტის ასე გამასხარავება შეიძლება?

თუ ავტობუსის ფული არ გაქვთ რომ პრესკონფერენციაზე წახვიდეთ მე გამოგიგზავნით!
თუ პასტა და ფურცელი არ გაქვთ მითხარით და დაგეხმარებით!
თუ მეტი ფანტაზია არ გაქვთ რა კითხოთ აქ კომენტარები მაინც წაიკითხეთ გულშემატკივარს რა აინტერესებს!

აჰა დამბლოკეთ ახლა რომ თქვენ საოცარ "ნაშრომს" ჩრდილი არ მიადგეს!
სირცხვილი თქვენი!

13:15 | 24.11.2017
BEERTRANCE (1073)

მაინც მშვიდ მოგებას ველი

0.080687