საერთაშორისო

23:15 | 23.11.2017 | ნანახია 3748 - ჯერ

ამერიკელთა რაზმი ცნობილია

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეივ ჰიუეტმა 23-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომლებიც “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ გაირჯებიან.

46 წლის სპეციალისტი იმ შემადგენლობას დაეყრდნო, რომელმაც გასულ კვირას ვისბადენში გერმანიის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა (46:17) და მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა: მესამე ხაზში ტონი ლემბორნის და ენდრიუ დურუტალოს მაგივრად, ჯონ ქუილი და სამუ მანოა ითამაშებენ.

“არწივების” შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. ბლეინ სქალი (კაპიტანი, “კარდიფ ბლუზი”, უელსი), 14. მაიკ ტეო (უკლუბოდ), 13. მარსელ ბრეჩი (პერს სპირიტი”), 12. ბრაის კემპბელი (“გლენდეილ რაგბი”), 11. რაიან მატიასი (“ოლდ ბლუ ნიუ იორკი”), 10. ეიჯი მაკგინტი (“სეილ შარქსი”, ინგლისი), 9. შონ დევისი (“გლენდეილ რაგბი”);

შერკინება

1. ოლივე კილიფი (“სიეტლი სარასენსი”), 2. ჯო ტაუფეტე’ე (“ვუსტერ უორიორსი”, ინგლისი), 3. დინო უალდრენი (“ლონდონ სქოთიში”, ინგლისი), 4. გრეგ პეტერსონი (“გლაზგო უორიორსი”, შოტლანდია), 5. ნიკ ჩივეტა (“ნიუკასლ ფალკონსი”, ინგლისი), 6. ბენ ლენდრი (“გლენდეილ რაგბი”), 7. ჯონ ქუილი (გლენდეილ რაგბი”), 8. სამუ მანოა (“ტულონი”, საფრანგეთი);

მარქაფა

16. პიტერ მალკოლმი (“ოსტინ ელიტი”), 17. ჰულუჰოლო მუნგალოა (“ლაიფ ვესტი”), 18. Pატრიკ რაიანი (“ჰაიფელდი”), 19. ნეიტ ბრეკელი (“ნიუ იორკ ატლეტიკ კლუბი”), 20. ენდრიუ დურუტალო (“ვუსტერ უორიორსი”, ინგლისი), 21. ტონი ლემბორნი (“ჰაუკსი ბეი მეგპისი”), 22. ნეიტ ოგსპურგერი (“ოლდ ბლუ ოფ ნიუ იორკი”), 23. უილ მეჯი (“გლენდეილ რაგბი”).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და აშშ-ს ნაკრებთა ტესტ-მატჩი 25 ნოემბერს, 18:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:43 | 24.11.2017
buratino (480)

ამერიკელების სასტარტო შემადგენლობა ძალიან ძლიერია და ცოტა არ იყოს, მეშიანია არ წავაგოთ (იმის გათვალისწინებით რომ ჩვენი შემადგენლობიდან გამომდინარე ვრისკავთ). აბსოლუტური მობილიზაცია იქნება საჭირო და არცერთი წუთით მოდუნება! არ უნდა დავუშვათ ამ თამაშის ვერმოგება! წინააღმდეგ შემთხვევაში უელსთან დაგროვებული ავტორიტეტი სრულად გაიფლანგება და რეიტინგშიც უკუსვლა გვექნება

15:48 | 24.11.2017
buratino (480)

მივმართავ ყველას, ვინც ერტხელ მაინც წაიკითხავს ამ პოსტს:
ძალიან გთხოვთ, ნუ დაიზარებთ უშუალოდ "ბრძოლის ველზე" ბიჭების მხარდაჭერას!
არც ბილეთის ფული და არც ამინდი არ უნდა იყოს შემაფერხებელი ფაქტორი სტადიონზე მისასვლელად. მერწმუნეთ, ჩვენს ლომკაცებს ძალები გაუორმაგდებათ როდესაც პირთამდე სავსე ტრიბუნები გაამხნევებენ. მაშ, ყველამ დავძლიოთ ტელევიზორთან თბილად ჯდომის "კომპლექსი"
და მხურვალედ ვუქომაგოთ ჩვენს საამაყო ბორჯღალოსნებს! შენ დაუკარ!

13:59 | 24.11.2017
maxo_65 (458)

ორი აზრი არაა, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, არავიტარი მოდუნება, თორემ ძვირი დაგვიჯდება..კი არის ცუდი ამინდი, მაგრამ ნუ დავიზარებთ, იქნებ გავავსოთ მესხის სტადიონი..

12:11 | 24.11.2017
GiorgiG83 (525)

ჯო ტაუფეტე’ე - 2016 მდე ტამაშობდა აშშ-ში, სან დიეგოში, შარშან გადავიდა უორესტერში, იქ იშვიათად თამაშობს, 2015 დან იძახებენ ნაკრებში
კილიფი - ირჯება აშშ-ში
უალდრენი - ახალგაზრდა მობილური ბურჯი, ინგლისის ქვედა დივიზიონშია, გადავიდა კოეჯიდან
პეტერსონი - აშშ_დან ლესტერტაიგერსში მოხვდა, უთამაშებლობის გამო კლუბი გამოიცვალა გლაზგოში სტაბილურად ირჯება
ჩივეტა - აშშ-ს მერე იტალიაში თამაშობდა, ნიუკასლში შარშან ჩიარიცხა - სათამაშO დრო ისე რა აქვს
ლენდრი მეორე ხაზელია აშშ-ში თამაშობს - ერთია ფიზიკურად ძლიერია
ქუილი - ირლანდიელი, ინგლისის ქვედალიგაშიც დიდად ვერ მოიკიდა ფეხი და დღემდე აშშ-ში ირჯება
მანოა - შემკვრელი, აშშ_დან გადავიდა ტულონში, სათამაშო პრაქტიკის უქონლობას არ უჩივის
დევისი - გამოცდილი გამთამაშებელი
მაკგინტი - ირლანდიელი შარქზში არ აკლია პრაქტიკა , მანამდე კი კონახტში ირჯებოდა
მატიასი - საუნივერსიტეტო რაგბის შემდეგ გაცემული ავანსი ბოლომდე ვერ გაამართლა და დღეს აშშ-ში ირჯება
ტეო - ფულბექია, შეთავსებით ფრთაც - ისინჯებოდა &კაცაში, მერე იაპონიაშიც ითამაშა დაბრუნდა აშშ-ში რაგბი ჩემპიონშიფი 9 თვის წინ მაღალ დონეზე ჩაატარა
ბრეჩი - სამხრეთ აფრიკაში აქვს ნათამაშევი, ავსტრალიაშიც, ზერაგბის ფრანჩიზებში - გამოცდილება არ აკლია
კემბელი - ახალგაზრდაა, აშშ-ში ირჯება, წელს უკვე ნაკრებში იწვევენ, შემპიონშიფიდან აქტიურად ენდობიან
სქალი - გამოცდილი ბექია ფრთა/ფულბექი უთამაშია ლესტერ ტაიგერსში, ახლა კარდიფ ბლუზშია, სათამაშO პრაქტიკასაც არ უჩივის

მეტოქე ძლიერია

02:02 | 24.11.2017
თორღვა პანკელი (387)

აგდებულად არ მიუდგეთ ამ თამაშს და დანარჩენი არ ვნერვიულობ, ქათმებივით უნდა გავპუტოთ ეს არწივები! ცხელი წყალიც რომ არ დაგვჭირდეს ისე.

01:45 | 24.11.2017
პანტელეიმონი (1218)

უახლოესი ორი წლის განმავლობაში ჩვენი ამოცანა იტალიის, იაპონიის, კუნძულელების, კანადის და აშშ -ს გა-რუსეთ-რუმინეთება უნდა იყოს და 2020 წლიდან 6 ან 7 ერში თავის თავად ვიქნებით.

ეს შესრულებადი ამოცანაა ბორჯღალოსნებისთვის, თუ ყველამ სულ ცოტა გავაორმაგეთ ძალისხმევა; რაგბის კავშირმა, სამინისტრომ, სპონსორებმა და გულშემატკივარმა.

00:10 | 24.11.2017
BEERTRANCE (1073)

კანადაზე ძლიერი გუნდია, მარა მაინც მოგებას ველი ნერვიულობის გარეშე.

23:56 | 23.11.2017
ICEMAN (162)

კანადაზე გაცილებით ძლიერი გუნდია და თუ ოდნავ მაინც მოვადუნეთ ყურადღება აუცილებლად დაგვსჯიან. ეს თამაში აუცილებლად მოსაგებია თორემ წყალში გადაიყრება ის ავტორიტეტი რაც უელსთან თამაშის მერე მოგვემატა

23:34 | 23.11.2017
DataN24 (215)

საკმაოდ ძლიერი შემადგენლობაა და მთელი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ ამ თამაშ

0.089637