“ჰაინეკენის თასის” მემკვიდრე - ევროპული რაგბის ჩემპიონთა თასზე ორი ტური მიილია, ქართველ ლეგიონერთა 6 გუნდიდან ოთხი მოწინავე პოზიციაზეა.
პირველი ჯგუფის მეორე ტურში დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა” შალვა მამუკაშვილის “სეილ შარქსს” უმასპინძლა და პრემიალური ქულით - 35:3 დაამარცხა. შეხვედრას 17600 მაყურებელი დაესწრო და პირველი ტაიმი 13:3 დასრულდა, მეორეში კი, ფრანგებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს და კიდევ სამი ლელო გაიტანეს. “კლერმონის” განაცხადში არ იყო ტრავმირებული ზირაქაშვილი, ხოლო კოლელიშვილის საქმეში ჩართვა მწვრთნელმა საჭიროდ არ მიიჩნია. სტუმართა რიგებში 63-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა მამუკაშვილმა.
პირველ ტურში “კლერმონი” ინგლისში “სარასენსთან” 23:30 დამარცხდა და პრემიალური ქულა ჩაიწერა. ამ შეხვედრაში ზირაქაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, პირველი ტაიმის მიწურულს დაშავდა და შესვენებისას შეცვალეს. პირველ ტურში “სეილი” “მანსტერს” დაუხვდა, პირველ ტურში დიდი უპირატესობა მოიპოვა (23:7), მაგრამ მეორე ნახევარში ირლანდიელებმა მატჩში გარდატეხის შეტანა შეძლეს და ბოლო წუთზე გატანილი არეკნით 27:26 იმარჯვეს. მამუკაშვილი ინგლისელთა განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა.
მესამე ჯგუფს მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” ლიდერობს, რომელმაც ორივე შეხვედრა მოიგო. ფრანგებმა პირველ ტურში “სკარლეტსი” 28:18 დაამარცხეს. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში ჩილაჩავა იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა. მეორე ტურში ტულონელები “ოლსტერს” ირლანდიაში ეწვივნენ და 23:13 დაამარცხეს. აქაც განაცხადში მხოლოდ ჩილაჩავა იყო და განსხვავებით წინა მატჩისა, შეცვლაზე დასკვნითი 30 წუთი ითამაშა.
მეოთხე ჯგუფში მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” და ვასილ კაკოვინის “ტულუზა” თამაშობენ. პირველ ტურში ამ გუნდებმა ტულუზელთა მოედანზე ითამაშეს და მასპინძლებმა 30:23 მოიგეს. ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. მეორე ტურში “ტულუზამ” “ბათი” ინგლისში 21:19 დაამარცხა. ტრავმირებული კაკოვინი არც ამჯერად იყო განაცხადში. “მონპელიე” მეორე ტურში “გლაზგოს” დაუხვდა და ამჯერადაც დამარცხდა - 13:15. ნარიაშვილმა შეცვლაზე 49-ე წუთიდან ითამაშა.
მეხუთე ჯგუფში დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო” ლიდერობს. პირველ ტურში პარიზელებმა “ნორთჰემპტონი” 20:11 დაამარცხა, ხოლო მეორე ტურში “ბენეტონს” იტალიაში 26:10 სძლია. ტრავმირებული ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.
ევროპული რაგბის ჩემპიონთა თასი. 2014/2015 წლების სეზონი
II ტური. 24-26 ოქტომბერი
I ჯგუფი
მანსტერი (ირლანდია) - სარასენსი (ინგლისი) 14:3
კლერმონი (საფრანგეთი) - სეილი (ინგლისი) 35:3
1. | მანსტერი | 2 | 2 | 0 | 0 | 41:29 | 8 |
|
2. | კლერმონი | 2 | 1 | 0 | 1 | 58:33 | 6 |
|
3. | სარასენსი | 2 | 1 | 0 | 1 | 33:37 | 5 |
|
4. | სეილი | 2 | 0 | 0 | 2 | 29:62 | 1 |
მომდევნო ტური. 6 დეკემბერი
მანსტერი - კლერმონი; სეილი - სარასენსი
II ჯგუფი
კასტრი (საფრანგეთი) - ლენსტერი (ირლანდია) 16:21
უოსპსი (ინგლისი) - ჰარლექუინსი (ინგლისი) 16:23
| ||||||||
1. | ჰარლექუინსი | 2 | 2 | 0 | 0 | 48:25 | 8 |
|
2. | ლენსტერი | 2 | 2 | 0 | 0 | 46:36 | 8 |
|
3. | უოსპსი | 2 | 0 | 0 | 2 | 36:48 | 2 |
|
4. | კასტრი | 2 | 0 | 0 | 2 | 25:46 | 1 |
მომდევნო ტური. 6 დეკემბერი
კასტრი - უოსპსი; ჰარლექუინსი - ლენსტერი
III ჯგუფი
ოლსტერი (ირლანდია) - ტულონი (საფრანგეთი) 13:23
სკარლეტსი (უელსი) - ლესტერი (ინგლისი) 15:3
1. | ტულონი | 2 | 2 | 0 | 0 | 51:31 | 8 |
|
2. | სკარლეტსი | 2 | 1 | 0 | 1 | 33:31 | 4 |
|
3. | ლესტერი | 2 | 1 | 0 | 1 | 28:33 | 4 |
|
4. | ოლსტერი | 2 | 0 | 0 | 2 | 31:48 | 1 |
მომდევნო ტური. 6 დეკემბერი
ლესტერი - ტულონი; ოლსტერი - სკარლეტსი
IV ჯგუფი
ბათი (ინგლისი) - ტულუზა (საფრანგეთი) 19:21
მონპელიე (საფრანგეთი) - გლაზგო (შოტლანდია) 13:15
1. | გლაზგო | 2 | 2 | 0 | 0 | 52:23 | 9 |
|
2. | ტულუზა | 2 | 2 | 0 | 0 | 51:42 | 8 |
|
3. | მონპელიე | 2 | 0 | 0 | 2 | 36:45 | 2 |
|
4. | ბათი | 2 | 0 | 0 | 2 | 29:58 | 1 |
მომდევნო ტური. 6 დეკემბერი
მონპელიე - ბათი; ტულუზა - გლაზგო
V ჯგუფი
ნორთჰემპტონი (ინგლისი) - ოსპრეიზი (უელსი) 34:6
ბენეტონ ტრევიზო (იტალია) - რასინგ მეტრო (საფრანგეთი) 10:26
| ||||||||
1. | რასინგ მეტრო | 2 | 2 | 0 | 0 | 46:21 | 8 |
|
2. | ნორთჰემპტომი | 2 | 1 | 0 | 1 | 45:26 | 5 |
|
3. | ოსპრეიზი | 2 | 1 | 0 | 1 | 48:41 | 5 |
|
4. | ბენეტონი | 2 | 0 | 0 | 2 | 17:68 | 0 |
მომდევნო ტური. 6 დეკემბერი
ბენეტონი - ნორთჰემპტონი; ოსპრეიზი - რასინგ მეტრო
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია