ლეგიონერები

10:00 | 20.11.2017 | ნანახია 3759 - ჯერ

ზურაბ ჟვანიას ლელო “ოიონასთან” მატჩში (+VIDEO)

ტოპ 14-ის მე-10 ტურში “სტად ფრანსემ” შინ “ოიონა” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 39:35 დაამარცხა.

პარიზელთა შემადგენლობაში 48-ე წუთზე გამოჩნდა ზურაბ ჟვანია და სამ წუთში წუთში ლელოს გატანა მოახერხა. 26 წლის ბურჯი საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და გუნდთან ერთად კარდიფშიც იმყოფებოდა, თუმცა “ბორჯღალოსნების” 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა, რის შემდეგაც “სტად ფრანსეს” დასახმარებლად პარიზში გაემგზავრა და ამის გაკეთება მშვენივრად მოახერხა.

მეორე ქართველი ბურჯი გიორგი მელიქიძე განაცხადში არ ყოფილა. “სტად ფრანსე” 18 ქულით მე-11 ადგილზეა.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:31 | 21.11.2017
maxo_65 (458)

თუ ფორმაშია ჟვანია შერკინებაშიც მაგრად დგას, ყოველსემთხვევაში მე არ მახსოვს მისი ჩაგდებული სერკინება...

23:43 | 20.11.2017
LELO_2019 (27)

ჟვანია ძალიან დინამიური მოთამაშეა. შეიძლება შერკინებაში არ არის ტოპებში მაგრამ თუ სწრაფ გუნდს ეთამაშები რომელსაც არ ყავს საუკეთესო შერკინება (მაგალითან იაპონია) საუკეტესოა წინა ხაზში.
ყველაფერი სტრატეგიის ამბავია.

21:39 | 20.11.2017
jora84 (183)

სანამ შავ სამუშაოს შესრულებას და შერკინებაში კარგად დგომას არ დაამუღამებს მანამ დარჩება მესამე სელექციად სამწუხაროდ.

17:23 | 20.11.2017
თორღვა პანკელი (387)

ძაან მაგარი ბიჭია ჟვანია, მიყვარს მისი თამაშის ყურება, იცის ცეცხლის დანთება მოედანზე! ხანდახან ცოტა არ უმართლებს მაგრამ ისიც ფაქტია რა მორკინალებსაც არჩევს მელიტონა იმათაც არაფერი დაეწუნება, თავიანთ საქმეს ხუთიანზე ასრულებენ. დარწმუნებული ვარ ზურა ბევრჯერ იტყვის თავის სიტყვას ნაკრებში, მე პირადად აშშ-სთან მას მივანიჭებდი უპირატესობას ვინმეს მაგივრად, არც მიწოლა ეშლება და მასზე მობილური, სწრაფი და მოძრავი მორკინალი იშვიათია.

15:44 | 20.11.2017
GiorgiG83 (525)

ღია თამაშში, დინამიკაში ზურას არაფერი დაეწუნება, არც მიწოლაშია ბედენა - შარშან წინ ლესტერ ტაიგერსელ დენ კოულს (ვარდების ძირითადი ბურჯი) ჩემპიონთა ლიგაზე ისეთი მიაწვა, ბარე მიწაც ახვნევინა, მარგამ...
მილტონი თვლის რომ თავის ძირითად ფუნქციას (მიწოლას და ბურჯის წილ შავ სამუშაოს) ეს ლაღი თამაში ურჩევნიაო და ამიტომ ნაკლებად სწყალობს, თუმცა უარსაც ვერ ამბობს

15:23 | 20.11.2017
პანტელეიმონი (1218)

მეც ძალიან მომწონს ზურას თამაშის სტილი და ძალიან დამწყდა გული ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ვერ მიიღო მონაწილეობა ტრამვის გამო.

12:20 | 20.11.2017
ilarioni (138)

15-ზე უპირებს ჰეიგი დაყენებასო და ფეხით დარტყმებში ვარჯიშობს ამ ბოლო დროს (ეს ხუმრობით). ისე ყველაზე მობილური პირველ ხაზელია, რაც ნაკრებში გვყოლია, ცუდია რომ ვერ ვიყენებთ, მისნაირი ხალხი სჭირდება ნაკრებს

11:45 | 20.11.2017
კახაბერი (9)

როგორ გული მწყდება, რომ ამ ბიჭს ბოლო დროს არ ეძლევა ნაკრებში თამაშის შანსი, არადა უდავოდ ნიჭიერია, ამხელა მასით ასე სწრაფად დარბოდე, ბევრი გვავს მასეთი?! თუმცა, მელიტონმა ჩემზე უკეთ იცის თუ როდის დააყენებს.შესაძლოა, ამერიკასთან ვიხილოთ კიდეც.

11:01 | 20.11.2017
Lucas B. (2)

მეც მაგას ვფიქრობ, რომ შეტევაში უკეთესი ტიპია და ცოტა სხვაგავარად გამოყენება შეგვიძლია

10:34 | 20.11.2017
ICEMAN (162)

მილტონამ უკეთ იცის თუმცა შეუიარაღებელი თვალით რაც ჩანს ამ ბიჭს სათანადოდ ვერ ვიყენებთ, თუმცა ერთიცაა რომ შეტევაში უკეთესია ვიდრე დაცვაში. ისე შერკინებაში ისედაც არ გვიჭირს და უფრო სხვა პოზიციაზე შეიძლება დაყენება, ფაქტია რომ უფრო კარგია შეტევაში ვიდრე ჩვენნი ბიჭების უმეტესობა

0.103323