ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფის” მეორე ტურში ორი ქართული დერბი გაიმართა. ამ ორმა ტურმა აჩვენა, რომ ფრანგული კლუბები მეორე დონის ტურნირს დიდად არ წყალობენ და შესაბამისად, ვერც ჩვენებურთა კლუბები არიან მოწინავე პოზიციაზეა.
მეორე ჯგუფში ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელმა” გიორგი ჟღენტის “ბაიონს” იმასპინძლა და 25:13 დაამარცხა. პირველ ტურში არცერთ ქართველ ბურჯს არ უთამაშია, ამჯერად კი, ისინი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და ჟღენტი შესვენებისას, ხოლო ყაულაშვილი 61-ე წუთზე შეცვალეს. ევროტურნირის ფრანგულ დერბის 13 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი ლელო და თითო-თითო გარდასახვა-ჯარიმა გაიტანა, თავად ერთი ჯარიმა გაუშვა და 15:3 დაწინაურდა.
მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 62-ეზე “ლა როშელმა” მესამე ლელო გაიტანა და პრემიალური ქულის მოპოვების შანსი გაუჩნდა, მაგრამ მატჩის მიწურულს ლელო თავად გაუშვა და 4 ქულას დასჯერდა. ახლა ორივე ამ გუნდს 4-4 ქულა აქვს და ორი და ერთი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ “ექსეტერს” და “კონახტს”, რომელთაც ასევე თითო მოგება-წაგება აქვთ. როგორც ჩანს, “ჩელენჯ ქაფზე” ყველაზე დიდი ბრძოლები სწორედ მეორე ჯგუფში გაიმართება.
მესამე ჯგუფში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” “ბუქარესტს” რუმინეთში ეწვია და დათოვლილ “არკულზე” 13:9 იმარჯვა. მასპინძელთა რიგებში კვაჭის პოზიციაზე პირველიდან 73-ე წუთამდე ითამაშა თბილისის “ლოკომოტივის” აღზრდილმა ოთარ ტურაშვილმა, რომელმაც რამდენიმე წელია რუმინეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ნაკრების კანდიდატიცაა. მის პირისპირ იდგა და კვაჭად სრულად ითამაშა ჟვანიამ, რომელიც ამ სეზონიდან “სტად ფრანსეში” იშვიათად ბურჯად და ძირითადად კვაჭად გვევლინება.
განაცხადში არ იყი ქუბრიაშვილი. ბუქარესტის დათოვლილ მოედანზე პარიზელებმა დიდი შიში ჭამეს და მათ სამხრეთ ნახევასფეროელმა ვარსკვლავებმა უშველეს. “მგლები” ფლორინ ვლაიკუს ორი ჯარიმით დაწინაურდნენ და 30-ე წუთზე მესამედ მოიპოვეს ჯარიმის შესრულების უფლება, მაგრამ მისი რეალიზება ვერ შეძლეს. 37-ე წუთზე მასპინძლები სინბინით დაისაჯნენ და “სტად ფრანსემაც” უმალ ისარგებლა მიცემული შანსით - სამხრეთაფრიკელმა მორნი სტეინმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო ზედ შესვენების წინ ავსტრალიელმა დიგბი იოანმა თავისი პირველი ევროპული ლელო გაიტანა. სტეინმა ზუსტ გარდასახვას მეორე ნახევრის დასაწყისში კიდევ ერთი ჯარიმა შემატა და სტუმრები 13:6 დაწინაურდნენ, მაგრამ რუმინელები იოლად არ დანებდნენ, 54-ეზე ვლაიკუმ ჯარიმით სხვაობა შეამცირა და ბოლო წუთებში “მგლებმა” ისტორიული გამარჯვებისთვის სალელოვედ შეუტიეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს და “სტად ფრანსემ” 13:9 იმარჯვა.
მეოთხე ჯგუფში ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” ქართველი ლეგიონერის გარეშე ინგლისში “ლონდონ უელშს” ეწვია და მეტოქე 52:20 გაანადგურა. ფრანგებმა პრემიალური ქულაც ჩაიწერეს, ჯამში 6 დაუგროვდათ და 2-ით ჩამორჩებიან ლიდერ “ედინბურგს”. მეხუთე ჯგუფში კარლენ ასიეშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივი” ასევე ქართველი ბურჯების გარეშე დაუხვდა იტალიურ “ძებრეს” და 21:26 დამარცხდა. პირველ ჯგუფში მეორე მარცხი განიცადა იტალიურმა”როვიგომ”, რომელმაც “ჩელენჯ ქაფის” საკვალიფიკაციო პლეი ოფში “თბილისის კავკასიელებს” ორი მატჩის ჯამში 7 ქულით სძლია. ამჯერად მათ იტალიაში “კარდიფმა” 33:18 აჯობა. უელსელებმა პრემიალური ქულაც ჩაიწერეს და ქულათა მაქსიმუმი (10) აქვთ.
ევროპის რაგბის ჩელენჯ ქაფი. 2014/2015 წლების სეზონი
II ტური. 23-25 ოქტომბერი
I ჯგუფი
გრენობლი (საფრანგეთი) - ლონდონ აირიში (ინგლისი) 15:25
როვიგო (იტალია) - კარდიფი (უელსი) 18:33
1. | ლონდონ აირიში | 2 | 2 | 0 | 0 | 95:29 | 10 |
|
2. | კარდიფი | 2 | 2 | 0 | 0 | 70:32 | 10 |
|
3. | გრენობლი | 2 | 0 | 0 | 2 | 29:62 | 0 |
|
4. | როვიგო | 2 | 0 | 0 | 2 | 32:103 | 0 |
მომდევნო ტური. 5 დეკემბერი
კარდიფი - ლონდონ აირიში; გრენობლი - როვიგო
II ჯგუფი
ლა როშელი (საფრანგეთი) - ბაიონი (საფრანგეთი) 25:13
ექსეტერი (ინგლისი) - კონახტი (ირლანდია) 33:13
1. | ექსეტერი | 2 | 1 | 0 | 1 | 57:43 | 6 |
|
2. | კონახტი | 2 | 1 | 0 | 1 | 61:45 | 5 |
|
3. | ლა როშელი | 2 | 1 | 0 | 1 | 37:61 | 4 |
|
4. | ბაიონი | 2 | 1 | 0 | 1 | 43:49 | 4 |
მომდევნო ტური. 5 დეკემბერი
კონახტი - ბაიონი; ლა როშელი - ექსეტერი
III ჯგუფი
ნიუპორტი (უელსი) - ნიუკასლი (ინგლისი) 26:30
ბუქარესტი (რუმინეთი) - სტად ფრანსე (საფრანგეთი) 9:13
1. | ნიუკასლი | 2 | 2 | 0 | 0 | 73:45 | 9 |
|
2. | ნიუპორტი | 2 | 1 | 0 | 1 | 64:52 | 6 |
|
3. | სტად ფრანსე | 2 | 1 | 0 | 1 | 35:47 | 4 |
|
4. | ბუქარესტი | 2 | 0 | 0 | 2 | 28:56 | 1 |
მომდევნო ტური. 5 დეკემბერი
ბუქარესტი - ნიუპორტი; ნიუკასლი - სტად ფრანსე
IV ჯგუფი
ლონდონ უელში (საფრანგეთი) - ბორდო (საფრანგეთი) 20:52
ედინბურგი (შოტლანდია) - ლიონი (საფრანგეთი) 25:17
1. | ედინბურგი | 2 | 2 | 0 | 0 | 40:30 | 8 |
|
2. | ბორდო | 2 | 1 | 0 | 1 | 65:35 | 6 |
|
3. | ლიონი | 2 | 1 | 0 | 1 | 45:43 | 5 |
|
4. | ლონდონ უელში | 2 | 0 | 0 | 2 | 38:80 | 0 |
მომდევნო ტური. 5 დეკემბერი
ბორდო - ლიონი; ედინბურგი - ლონდონ უელში
V ჯგუფი
ბრივი (საფრანგეთი) - ძებრე (იტალია) 21:26
ოიონაქსი (საფრანგეთი) - გლოსტერი (ინგლისი) 15:25
1. | გლოსტერი | 2 | 2 | 0 | 0 | 80:15 | 9 |
|
2. | ოიონაქსი | 2 | 1 | 0 | 1 | 48:49 | 4 |
|
3. | ძებრე | 2 | 1 | 0 | 1 | 50:54 | 4 |
|
4. | ბრივი | 2 | 0 | 0 | 2 | 21:81 | 1 |
მომდევნო ტური. 5 დეკემბერი
ბრივი - ოიონაქსი; გლოსტერი - ძებრე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია