ბორჯღალოსნები

16:07 | 19.11.2017 | ნანახია 7709 - ჯერ

Independent: “საქართველო მოედანზე დომინირებდა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თამაში საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. კარდიფული მატჩის შემდეგ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემები საქართველოს ნაკრებს აქებენ.

“საქართველო “ფრინსიფალითი სთედიუმზე” მეორე ტაიმში დომინირებდა და ძალიან ახლოს იყო სარაგბო სამყაროში ყველაზე დიდი სენსაციის მოხდენასთან 2015 წლის შემდეგ, როდესაც მსოფლიო თასზე იაპონიამ სამხრეთ აფრიკა დაამარცხა”, წერს Independent.ie.

შეგახსენებთ, უელსისა და საქართველოს ნაკრების ტესტ მატჩი მასპინძლებმა მხოლოდ 7 ქულის სხვაობით, 13:6 მოიგეს.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:12 | 20.11.2017
კახაბერი (9)

როგორც ცნობილი გახდა, აღშფოთებას ვერ მალავს უელსის ნაკრების ქომაგთა უმრავლესობა მატჩის დასასრულს განვითარებული მოვლენების გამო, რაც შეეხება შერკინებაზე დაუდგომლობას უელსელების მხრიდან. აი, რას წერს ერთ-ერთი უელსელი ქომაგი ფორუმზე:
"მე ვარ უელსის მხარდამჭერი, მაგრამ ვერაფრით დავუჭერ მხარს ფარსს, თამაშის ბოლოს რომ იყო. როდესაც აგებ ან ფრედ თამაშობ, შენ ინარჩუნებ პატივისცემას. როდესაც თაღლითობით იგებ, ეს შემაძრწუნებელია. შენ თამაშობ, ცდილობ ბოლომდე და იღებ ნებისმიერ შედეგს. რაც დღეს საღამოს მოხდა, ეს იყო უდიდესი სირცხვილი. ვითხოვთ პასუხებს გეთლენდ და კომპანია".

15:10 | 20.11.2017
პანტელეიმონი (1218)

საღოლ ფანი ! ! !

13:53 | 20.11.2017
buratino (480)

თამაშამდე ვამბობდი, პირადად ჩემთვის 15 ქულაზე ნაკლები სხვაობით წაგება მისაღები-თქო და ჩვენმა ლომებმა ჩემი "დასახული ამოცანა შეასრულეს"
სერიოზულად კი, როგორც რეალისტი ადამიანი, ახლა თამამად ვამბობ რომ 2018-ში იტალიაში გამარჯვების სერიოზული შანსი გვაქვს (მაკარონიკებს მსაჯიანად უნდა მოვუგოთ)

22:23 | 19.11.2017
BEERTRANCE (1073)

აი ეგრე გაემტყუნებინოთ ჩემი პესიმისტური მოლოდინები ხოლმე. აბა თქვენ იცით, აშშ-ს ბურთი უნდა გადაახიოთ თავზე

13:51 | 20.11.2017
buratino (480)

+1

22:03 | 19.11.2017
erovnuli-nakrebi (224)

კარგი და გასაოცარი ისაა, რომ უელსს ჩვენი თამაში მოვახვიეთ. არ ველოდი ასეთ თამაშს

22:03 | 19.11.2017
erovnuli-nakrebi (224)

აუცილებლად უნდა დაგვედო ლელო. შეიძლება ასეთი შანსი კაი ხანი არ გვქონდეს

20:25 | 19.11.2017
გუგა80 (177)

ძალიან კარგი შედეგი დადო
ნაკრებმა! ბოლო ვერ დადებული ლელო რომ არა აღტაცებულიც ვიქნებოდი ამ წაგებით, თუმცა შედეგი მაინც კარგია.
მიხარია რომ ჩემი პესიმისტური პროგნოზი არ გამართლდა.

აშშსთან მინიმუმ 20 ქულით უნდა მოვიგოთ!

14:03 | 20.11.2017
buratino (480)

გიო, ყველაფერში გეთანხმები ერთის გარდა: ამერიკასთან მინიმუმ 20 ქულით მოგება არ მგონია, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან საშიში გუნდია. პირადად მე, როგორც რეალისტი ადამიანი, 10-15 ქულით მოგებაზე ყაბულსა ვარ, ხოლო თუ შენმა პროგნოზმა გაამართლა, მაშინ ვაღიარებ რომ "პესიმისტურად" ვაფასებ ჩვენი ნაკრების შესაძლებლობებს (რა ვქნა როცა ასე მჩვევია, ანუ მირჩევნია ნაკლებს ველოდო და გამიხარდეს, ვიდრე ბევრი მოლოდინი შევიქმნა და გავწბილდე)

20:04 | 19.11.2017
dinamo222 (692)

6 ერში მაგარი ამბებია დაფაცურდნენ ის ვირთხები და მიზეზებ ეძებენ როგორ გვითხრან ისევ უარი @

22:00 | 19.11.2017
erovnuli-nakrebi (224)

6 ერი კერძო ორგანიზაციაა და თუ თვითონ არ მოისურვეს, არავის მიიღებენ. არც მიზეზების ძებნა ჭირდებათ. ვირთხები რომ არიან, ეგ კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ მითხოვნით ვერავინ ვერაფერს მოთხოვს

19:02 | 19.11.2017
arsenaa (21)

ჰოო,ძველებური ,დარდიანი - "აწმყო თუ არა გვწყალობს მომავალი ჩვენია!" ჰე,ჰე

17:42 | 19.11.2017
zurxx (2)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=ijoC4Gx_vGo&t=4047s')>0?'https://www.youtube.com/watch?v=ijoC4Gx_vGo&t=4047s':'https://www.youtube.com/watch?v=ijoC4Gx_vGo&t=4047s'))

20:03 | 19.11.2017
dinamo222 (692)

ეს რაღაა შე ს ი რ ო @@@

16:43 | 19.11.2017
პანტელეიმონი (1218)

არა უშავს, უელსში მოგებას, იაპონიაში ჯობია მოგება, მომავალი ჩვენია ! ! !

22:02 | 19.11.2017
erovnuli-nakrebi (224)

ჯობია, მაგრამ ძნელი იქნება

0.086941