ბორჯღალოსნები

15:30 | 19.11.2017 | ნანახია 7191 - ჯერ

BBC: “6 ერზე საქართველოს მოთხოვნა გამყარდა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თამაში საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. კარდიფული მატჩის შემდეგ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემები საქართველოს ნაკრებს აქებენ.

BBC-ი მატჩის მიმოხილვაში წერს:

“14 ცვლილებით – უელსის მოთამაშეები იმედოვნებდნენ, რომ ადვილ გამარჯვებას მოიპოვებდნენ და ამით ახალ ზელანდიაზე შთაბეჭდილებას მოახდენდნენ, რომელსაც მომდევნო კვირაში უნდა დაუპირისპირდნენ.

საქართველომ კი, რომელიც უკვე იმყოფება რეიტინგში იტალიაზე წინ, ექვს ერში მოხვედრის მოთხოვნა კიდევ უფრო გაამყარა.

ეს იყო პირველი დაპირისპირება უელსის ნაკრებთან და სტუმრებმა მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს გათლანდის ბიჭების წინააღმდეგ, რომლებმაც ბოლოს გამარჯვება მაინც მოიპოვეს”, - წერს გავლენიანი გამოცემა.

შეგახსენებთ, უელსისა და საქართველოს ნაკრების ტესტ მატჩი მასპინძლებმა მხოლოდ 7 ქულის სხვაობით, 13:6 მოიგეს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:50 | 19.11.2017
ogafa (407)

ექვსი ერი

17:58 | 19.11.2017
krasni (587)

ასეთი მსაჯობით შარშან შოტლანდიასაც ვასიამოვნებდით. ისე, საჯარიმო ლელო შოტლანდიას, არგენტინას და უელსთანაც შეიძლებოდა, რომ არ ჩაესვარათ. არა ვართ შორს 6 ერთან და არავითარი მოდუნება, შეწყალება ამერიკის, რუმინეთის ან რუსეთის, ყველამ უნდა ნახოს, რომ სად ჩვენ და სად ისინი.

17:37 | 19.11.2017
BEERTRANCE (1073)

ახლა მაჟორულ ნოტზე აშშ-ს უნდა გადავუაროთ.

16:39 | 19.11.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბორჯღალოსნებო ! ! !

კანადა, ეხლა კი აშშ, უნდა გავა-რუსო-რუმინეთოთ ! ! !

მერე კი, 6 ერის ქვეყნების დროც დადგება ! ! !

მომავალი ჩვენია ! ! !

15:57 | 19.11.2017
sokhumsky (36)

ისე 70ე წუთზე იქნებ ჯარიმა კარში დაგვერტყა? 13:9 ანგარიშზე მანდამაინც შუისკენ წასვლაც არ იქნებოდა აუცილებელი და იქნებ სხვაგვარად დასრულებულიყო ყველაფერი...
მადლობა ბიჭებს.

21:51 | 19.11.2017
ალექსანდრე (27)

კი მაგ გათვლით მოვიგებდით.

0.080051