ბორჯღალოსნები

3:20 | 19.11.2017 | ნანახია 8450 - ჯერ

ჰეიგი: რაც უფრო მეტი ასეთი დონის შეხვედრა გვექნება, ჩვენი შედეგები მით უფრო გაუმჯობესდება"

ნამატჩევს პირველივე კითხვა რაც ჰეიგს ჟურნალისტებმა დაუსვეს ბოლო წუთებზე მასპინძლების ეგრედ წოდენულ ცრუ შერკიბას ეხებოდა, რაზეც ჰეიგმა უპასუხა:

„რა თქმა უნდა ეს შედეგი გულდასაწყვეტია. სულ რამდენიმე ქულა დაგვაკლდა, მაგრამ რაც არის, არის. ახლა ისღა დაგვრჩენია მომხდარს სწორი შეფასება მივცეთ. რაც შეეხება ბოლო წუთების მოვლენებს, არ ვაპირებთ, რომ ამას მსვლელობა მივცეთ. არ ვაკნინებ მას, ვინც ასე მოიქცეოდა, თუმცა ჩვენ ამას ვაპირებთ“.

მანამდე იგივე კითხვით პრესკონფერენციაზე უელსელების თავკაცს უორენ გეთლენდს მიმართეს, რომელსაც ბორჯღალოსნებთან 13:6 მოგების შემდეგ მედიასთან თავის მართლება მოუწია, რადგან მას ჟურნალისტებმა შერკინებაში წესებით მანიპულირებაზე კითხეს:

„ჩვენც უხერხულად ვიგრძენით თავი. ლიონ ბრაუნი ტაქტიკური მოსაზრებით შევცვალეთ, თუმცა ვიცოდით, რომ მას პრობლემები ქონდა. ყვითელი ბარათის შემდეგ, მისი დაბრუნება ექიმმა აგვიკრძალა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხრიდან მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია“.

მატჩის საერთო სურათის შეფასება კი ასეთი იყო:

„თავი ძალიან კარგად დავიცავით და შეტევაშიც კარგები ვიყავით, შერკინებაში ჩვენი დომინირება სიახლე არავისთვისაა, ბოლო წუთებში შეგვეძლო შედეგისთვის მიგვეღწია. შარშან შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, ჩვენი თამაშის ხარისხი აშკარად გამოსწორებულია. ეს იყო მაღალი ტემპის შეხვედრა და ჩვენ ამ ტემპს ალღო სწრაფად ავუღეთ, რითიც კმაყოფილი ვარ. რაც უფრო მეტი ასეთი დონის შეხვედრა გვექნება, ჩვენი შედეგები მით უფრო გაუმჯობესდება“.

ახალ ზელანდიელ სპეციალისტს კითხეს, საკმარისი იქნება თუ ბორჯღალოსანთა ეს თამაშის ექვსი ერის ხელმძღვანელობისთვის საკუთარ შესაძლებლობებში დასარწმუნებლად:

„თუ მოგვეცემა უკეთესი თამაშები, ჩვენც უკეთეს რაგბს ვითამაშებთ. ეს შემდგომი ფურცელია და წესით ასეც უნდა გაგრძელდეს“ - იყო ჰეიგის პასუხი, რომელმაც ქართველი გულშემატკივრის მოლოდინებზეც ისაუბრა:

„ჩვენ ჩვენს მშობლებს, ოჯახის წევრებს და რაც მთავარია ქომაგებს, მთელს ქვეყანას ვაჩვენეთ, რომ ასეთ ტემპში თამაში შეგვიძლია. ეს მათ ჩვენით სიამაყის კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს. მერწმუნეთ, ჩვენს სამშობლოში ახლა ყველა ბედნიერი და ამაყია. შედეგით რა თქმა უნდა უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ ბიჭებმა სული და გული ჩადეს ამ თამაშში და გაიღეს ყველაფერი, რათა სამშობლოში მათით იამაყონ“.

ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე ამბობს, რომ ბოლო წუთებზე აშკარად არ გაუმართლათ:

„თამაშის ბოლოს ვგრძნობდით, რომ მოგება შეიძლებოდა. პირველივე წუთებიდან, როდესაც მოედანზე გავედით, ვიცოდით, რომ არავისზე ნაკლები ვიყავით, განსაკუთრებით კანადასთან ნაჩვენები თამაშის ფონზე. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ძალიან არ გაგვიმართლა და ბოლო შრტევები ლელოთი ვერ დავასრულეთ. ეს ჩვენი შეცდომის ბრალი იყო, რადგან ასეთი დონის თამაშების გამოცდილება გვაკლია.

მიმაჩნია, რადაც არ უნდა დაჯდეს ასეთი დონის გუნდებს უფრო ხშირად უნდა ვეთამაშოთ. შარშან შოტლანდიას შევხვდით, ამ ზაფხულს არგენტინას, 3 წლის წინ ირლანდიას და პროგრესი სახეზეა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეტი ასეთი თამაში. ვეცდებით უელსს მსოფლიოზეც არაფერი დავაკლოთ“.

ახალგაზრდა გარემარბმა მირიან მოდებაძემ ‘პრინსიფალითი სთედიუმზე’ მეორე სანაკრებო კეპი მოიხვეჭი:

„ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ასეთ სტადიონზე, ასეთი გუნდის წინააღმდეგ აქამდე არასდროს მითამაშია. კანადასთან შედარებით ეს ბევრად ძლიერი გუნდი იყო და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე“.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:03 | 19.11.2017
krasni (587)

უელსთან უელსში წაგებაზე გულდაწყვეტილები ვართ, ჩვენს რაგბში ახალი ერა იწყება. გაიხარეთ.

17:41 | 19.11.2017
zurxx (2)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=ijoC4Gx_vGo&t=4047s')>0?'https://www.youtube.com/watch?v=ijoC4Gx_vGo&t=4047s':'https://www.youtube.com/watch?v=ijoC4Gx_vGo&t=4047s'))

16:10 | 19.11.2017
buratino (480)

დიდებული ბრძოლა გავმართეთ რაგბის ერთ-ერთ გრანდთან, რისთვისაც ბიჭებს, ჰეიგს და მთლიანად ქართულ სარაგბო თემს უზარმაზარი მადლობა! ისე კი, მათცის შემდეგ გაორებული გრძნობა მქონდა - თამაშამდე არაუმეტეს 15 ქულით წაგებაზე თანახმა ვიყავი, ხოლო ნამატჩევს ძალიან გულდაწყვეტილი იმაზე, რომ ბურთის ხაზზე გატანა არ გავრისკეთ. თანაც, ამის გაკეთება ნაღდად ღირდა რადგან ბურთი რომც დაგვეკარგა, უელსს შეტევის უფლება აღარ ჰქონდა რადგან მატჩი იმწამს დამთავრდებოდა. არა უშავს ლომებო, მომავალი თქვენია!

15:48 | 19.11.2017
sokhumsky (36)

მადლობა ბიჭებს თავდადებისათვის, ღირსებისთვის.
განსაკუთრებით თბალშისაცემი იყო ორმაგი ბოჭვები.
მიხარია ახალგაზრდების თამამი თამაში. ამ ბიჭებს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები აქვთ პირველი დონის ნაკრებებთან
იმედია 4-5 ნომრებზე ძლიერი ბიჭები გამოჩნდებიან მალე. ბინგო და ნემსაძე ასაკში არიან უკვე.
და კიდევ ერთი: თავის თავზე თამაშის ამღები აღარ გვყავს, როგორიც მამუკა ან ზირაქა იყვნენ.

15:06 | 19.11.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბორჯღალოსნებო ! ! !

კანადა, ეხლა კი აშშ, უნდა გავა-რუსო-რუმინეთოთ ! ! !

მერე კი, 6 ერის ქვეყნების დროც დადგება ! ! !

მომავალი ჩვენია ! ! !

14:24 | 19.11.2017
LApaata (115)

კი ნამდვილად ამაყი ვარ და დიდი მადლობელი ასეთი თავდადებისათვის. მადლობა ჰეიგს და უკლებლივ ყველა ბიჭებს, კაი ხანია ასე თავი არ მიგრძვნია! გული არ გაიტეხოთ რომ წავეგათ, ყველამ ვნახეთ, ჩვენც და უცხოელებმაც რომ წასაგები არ იყო. შეკითხვებიც ჟურნალისტებისა პროვოცირებაზე უელსელებთან მეტყველებს ამაზე. რაგბი ვისაც ასმის ყველა მიხვდა რომ მხოლოდ ანგარიში დარჩა ტაბლოზე, მარა თამაში ყველას დამახსოვრედბა, საქართველომ როგორ ეთამაშა 6 ერის ერთ ერთ ფავორიტს.

14:14 | 19.11.2017
dinamo222 (692)

მართლა ღირსების ორდენი არ ეკუღვნის ამ კაცს ? რამდენ "ქართველზე" უკეთეს საქმეს აკეთებს !!

13:07 | 19.11.2017
თორღვა პანკელი (387)

მსაჯმა ჭეშმარიტი ევროპელივით ჯერ აღშფოთდა მერე შეშფოთდა, ყვითელი ბარათიც ამოიღო მაგრამ ბოლოს მაინც წაგვაგებია.

13:00 | 19.11.2017
miriani (151)

მელიტონა რა კაციააა..."მერწმუნეთ, ჩვენს სამშობლოში ახლა ყველა ბედნიერი და ამაყია"...ქართველია რაა ეს კაცი უკვე, აზროვნებიტ მაინც..;-)

12:20 | 19.11.2017
BEERTRANCE (1073)

ამერიკას რაც შეიძლება დიდი ანგარიშIთ უნდა გადაურბინოთ

08:52 | 19.11.2017
valeri8848 (31)

ბოლო 5 წუთში რომ ჩაიჯვით ეგეც რომ გეთქვა სწორი იქნებოდა

16:44 | 19.11.2017
abuka (3)

ყოჩაღ!

08:43 | 19.11.2017
ogafa (407)

წარმატებები

0.111792