ბორჯღალოსნები

2:08 | 19.11.2017 | ნანახია 10950 - ჯერ

ბრიტანული მედია: “საქართველომ 6 ერზე დიდი განაცხადი გააკეთა”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების თამაშს უელსის წინააღმდეგ უცხოურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კარდიფში გამართულ ტესტს გვერდი არც ბრიტანულმა Daily mail-მა აუარა. გთავაზობთ წერილიდან ნაწყვეტს:

“საქართველომ თამაშის ბოლო ნაწილი უელსელთა ნახევარზე გაატარა, თუმცა ბურთის დამიწება ვერ მოახერხა. ამოსის ერთადერთმა ლელომ კი, გამარჯვება უელსს მოუტანა, მაგრამ ეს თამაში მხოლოდ ქართველების სასარგებლოდ მეტყველებს.

საქართველო დომინირებდა შერკინებაში და ეს თამაში იყო დიდი განაცხადი ექვს ერში მოხვედრაზე”, - წერს ავტორიტეტული Daily mail-ი.

შეგახსენებთ, უელსისა და საქართველოს ტესტ-მატჩი “დრაკონებმა” მცირედი უპირატესობით (13:6) მოიგეს.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:20 | 20.11.2017
კახაბერი (9)

ჩვენო საამაყო ბიჭებო! თქვენ უკვე მოიპოვეთ ყველაზე დიდი სიმდიდრე ამქვეყნად - ქართველი ხალხის უზღვავი სიყვარული და პატივისცემა!!! ადრე იქნება თუ გვიან, საქართველო მაინც შევა მეშვიდე ერად, მანამდე კი ექვსი ერის გუნდები უნდა დავამარცხოთ და იტალიით უნდა დავიწყოთ, მერე მიყვება - უელსი, ირლანდია, შოტლანდია, ინგლისი და საფრანგეთი!!! ვისაც ამის არ სჯერა, სხვა სპორტის საგულშემატკივროდ დამილოცნია გზა!!!

11:13 | 20.11.2017
კახაბერი (9)

შემოგვთავაზეთ უცხოური პრესის მეტი მასალები საქართველო-უელსის თამაშზე. ყველა ერთი და იგივეს ატრიალებთ, თარჯიმნები არა გყავთ თუ რაშია საქმე?!

16:02 | 19.11.2017
buratino (480)

საქართველოს გაუმარ-ჯოს! ქართულ რაგბს გაუმარ-ჯოს! ქართველ ვაჟკაცებს (მორაგბეთა თამადობით) გაუმარ-ჯოს! ჯოს! ჯოს!

15:04 | 19.11.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბორჯღალოსნებო ! ! !

კანადა, ეხლა კი აშშ, უნდა გავა-რუსო-რუმინეთოთ ! ! !

მერე კი, 6 ერის ქვეყნების დროც დადგება ! ! !

მომავალი ჩვენია ! ! !

14:38 | 19.11.2017
ოვალური კორბენი (276)

ზუსტად არ მახსოვს, თუ ყოფილა ადრე რომ არასამსოფლიოთასო წელს ერთზე მეტი ტესტი გამოემეტებინოთ პირველი ეშელონის ქვეყნებთან ? წელს ასე იყო და ფაქტია, რომ არგენტინასთანაც და განსაკუთრებით უელსთან ნორმალური შთაბეჭდილება დავტოვეთ.
არ ვიცი რაგბის საერთაშორისო ფედერაციას რამდენად შეუძლიათ ზეწოლის მოხდენა 6 ერის ორგანიზატორებზე, მაგრამ იქნებ იმის ვალდებულება მაინც აიღონ, რომ სეზონში 3 თამაში მაინც გვიფეშქაშონ ბობოლებთან. თანაც ხანდახან თბილისშიც გვათამაშონ.
ზუსტად 10 წლის წინ თითქმის ასეთივე შეხვედრა ჩავატარეთ სარაგბო გრანდთან (ირლანდიასთან). იქაც კინაღამ საჩვენო შედეგი დავაფიქსირეთ და იყო დიდი იმედი, რომ მალე მძლავრ სარაგბო ქვეყნებსაც გავიფენდით ფეხქვეშ. თუმცა მას მერე ამდენი წელი გავიდა და მათთან ჯერ ისევ არ გვაქვს მოგება. ის კი არა, გუშინდელ დღემდე ვერც სერიოზული პრობლემები ვერ შევუქმენით ვერც ერთხელ.
იმედია, ამჯერად ისევ წლები არ მოგვიწევს ლოდინი. იმედია მომწიფდა ის მომენტი, როცა ქართველ რაგბის მოყვარულებს მართლაც გვექნება სიამაყის საბაბი.

14:30 | 19.11.2017
LApaata (115)

პრინციპში მსოფლიომდე იმდენი დროა და ისე გვიყურებენ უკვე რომ რამე ტესტს მოგვცემენ პირველი ეშელონის ნაკრებთან. ხოდა მერე კი აუვცილებლად დავაყირავებთ, რომ მსოფლიოზე უკვე თავდაჯერებულებმა ვიფიქროთ უფრო მეტზე ვიდრე 2 მოგებაა.

14:26 | 19.11.2017
LApaata (115)

ჯერ სად ხართ, ცოტაც მიცადეთ და მსოფლიოზე ნახავთ რაც შეუძლიათ ჩვენს ლომებს!!

12:24 | 19.11.2017
BEERTRANCE (1073)

დიახაც ვანგრევთ უკვე კარებს, და იმედია მალევე შევანგრევთ.

13:08 | 19.11.2017
miriani (151)

მაიცა ცოტააც გიგუშ...შევანგრევტ კი არა მივადედისტუტულიკებთ... ჯერ 2019 -ში ეს უელსელი ქათმები მოვჩინჩლოთ და მეტე ვნახოთ!

13:41 | 19.11.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

08:14 | 19.11.2017
ogafa (407)

საქართველო

02:24 | 19.11.2017
test (124)

ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი უცხოური პრესიდან მეტ ამონარიდებს შემოგვთავაზებდით. დიდი მადლობა.

0.088923