ბორჯღალოსნები

20:42 | 18.11.2017 | ნანახია 12862 - ჯერ

“ბორჯღალოსნების” გმირული თამაში “ფრინსიფალითი სთედიუმზე”

საქართველოს ნაკრები “ფრინსიფალითი სთედიუმზე” უელსის ნაკრებთან 7-ქულიანი სხვაობით დამარცხდა. თუმცა, ეს ის მომენტია, როდესაც დამარცხებულზე ცუდი არავის დასცდება, პირიქით ჩვენს საამაყო ბიჭებზე კარგს ვიტყვით, ძალიან ბევრ კარგს!

მასპინძლები მე-6 წუთზე რის პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა, ხოლო 18-ე წუთზე ჰალამ ამოსმა შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, რომელიც პრისტლენდმა გაიტანა. 34-ე წუთზე კი საპასუხო ჯარიმა სოსო მათიაშვილმა გაიტანა, სხვაობა შეამცირა და ტაიმი დასრულდა – 10:3.

მეორე ნახევარში “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს, პირიქით, უკეთესადაც ითამაშეს და თავისუფლად შეიძლებოდა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულებულიყო.

49-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა მეორე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა, ხოლო 61-ე წუთზე პრისტლენდმა 7-ქულიანი სხვაობა აღადგინა. ქართველები მრისხანე მეტოქეს არ შეუშინდნენ და მწვავედ შეუტიეს. ორ მომენტში ლელოსთან ძალიან ახლოს ვიყავით, 73-ე წუთზე შერკინება 5-იანთან ორჯერ მოვუგეთ, მესამე ჯერზე კი შერკინების დატრიალებისთვის აქეთ დავჯარიმდით, ხოლო გაწითლებულ დროში მეტოქე დავაჯარიმეთ და თანაც ფრანცისი გაასინბინეს, შემდეგ ბურთი კიდეში გადავიტანეთ, 5-იანთან დერეფანიც მოვიგეთ, რასაც მრავალფაზიანი მიძალებაც მოჰყვა, მაგრამ უელსელებმა ბოლოს ბურთის გაჭედვა მოახერხეს და საბოლოოდ 13:6 იმარჯვეს.

ქება, ქება და მხოლოდ ქება ჩვენს ბიჭებს! ისინი ასეთ მრისხანე მეტოქესთან მხოლოდ მოსაგებად თამაშობდნენ და არა ნაკლები ქულით წაგებისთვის. 73-ე წუთზე უმარტივესი გასატანი ჯარიმა კარში რომ არ დავარტყით, ზუსტად ამის მანიშნებელია. ეს იყო ძალიან დასანანი, მაგრამ გმირული მარცხი!

ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ!


კომენტარები (50)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:51 | 19.11.2017
ICEMAN (162)

ასე თუ გავაგრძელეთ და ეროვნულ ჩემპიონატსაც კიდევ უფრო მივხედეთ 5, მაქსიმუმ 10 წელიწადში აქეთ შეგვეხვეწებიან მაგ 6 ერის გუნდები თქვენთან გვათამაშეთო

14:54 | 19.11.2017
ICEMAN (162)

გაჭირვებული ქვეყანა რომ ვართ და ფინანსები არ გვაქვს თორემ ეროვნულ ჩემპიონატში რამდენიმე კარგი კინძულელი რომ მოგვეწვია განსაკუთრებით 11 და 14 ნომრებზე მერე გენახათ მათი შემხედვარე როგორ აიმაღლებდნენ კლასს ჩვენი ბიჭები, და ვაბშე ჩვენ ადგილას ვთქვათ რუსეთი რომ იყოს დიდი ხნის წინ მიიღებდნენ ეგ ვაზელინები 6 ერში

11:17 | 19.11.2017
maxo_65 (458)

3 გვყავს ჩილაჩავას გარდა დუდუ ქუბრიაშვილი, ძალიან მომწონს , ვთვლი საუკეთესო 3-ია სამწუხაროდ ტრამვირებულია, ასევე ანტონ ფეიქრიშვილი, ბეკოშვილს კარგი მონაცემები აქვს, ბრივშიც ათამაშEბენ ასე თუ ისე, 23 წლისაა რამდენადაც ვიცი, ჯერ წინ აქვს ყველაფერი ასევე მელიქიძეც,რომელმაც ცოტა მოუკლო, ახალგაზრდებიდან ყველაზე მეტად ტაბიძის მეიმედება..1- ზეც გვაქვს დიდი არჩევანი, მაგრამ კაკოვინს რატომ არ უძახებენ ვერ ვხდები...

14:49 | 19.11.2017
ICEMAN (162)

ნეტა 1 და 3 ნომრებზე რომაა არჩევანი მასე იყოს სხვაგანაც. 2, 5, 10, 11, 14 ესაა ყველაზე პრობლემატური პოზიციები დღეისთვის. 2 ნომერზე კარგი ბიჭები არიან მაგრამ 1 და 3 ნომრებს ჩამოუვარდებიან კლასით და აუცილებლად გვინდა 2 ნომერი რომელიც ტოპ 14-ში აიმაღლებს კლასს, 5 ნომერზე ნემსაძე ნორმალურია მაგრამ ასაკი ემატება და დროა უკეთესიც არავინ ჩანს, 10 ნომერზე ხმალაძე კარგია მაგრამ 10 ნომერი საკვანძო ფიგურაა და ტოპ გუნდების 10 ნომრებს აშკარად ჩამოუვარდებით აქ, და 11 და 14 ნომრები ყველაზე პრობლემატურია, თუმცა მომეწონა მოდებაძე და სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს საფრანგეთშI მისთვის გუნდი რომ პროგრესი გააგრძელოს, იმედია კოშაძEც მოუმატებს

15:07 | 19.11.2017
maxo_65 (458)

2- ზე ალხაზაშვილი ტულონის მორაგბეა, მალე წარმოაჩენს თავს, მეორე ხაზში მოდიან ტანმაღალი ბიჭები, მიქაუტაძეც ახალგაზრდაა 25 წლის, ასევე ჯიქების მოთამაშე მჭედლიშვილი, 10-ზე ჯინჭველაშვილი, აბჟანდაძე, სხვათა შორის საქართველოს ცემპიონატშიც არიან 2-3 კარგი მგეზავი, იგივე აიას, ბათუმის, 11-ზე ძალიან მაგარი ბიჭია ლადო მიმინოშვილი, ძალიან სწრაფია და მაგარი მონაცემები აქვს, ასევე კოშაძე, კვესელავა, მესხი სვანაძე ძალიან მაგარი ბიჭები არიან

16:05 | 19.11.2017
ICEMAN (162)

ხო მეც ალხაზიშვილის იმედი უფრო მაქვს და იმედია მალე დააწინაურებენ ტულონის ძირითადში, მიქაუტაძე კი მაგრამ ეგ 4 ნომერზე და 5-ს რა ვუყოთ, თან იგივე 4 და 5 ნომერზე ზამენებიც არ ჩანან მაგრები, აბჟანდაძე კარგია მაგრამ ჯერ არაა მზად, 11-14 მიმინოშვილი, კოშაძე და მოდებაძე ყველა კარგია მაგრამ საფრანგეთში თუ არ წავიდნენ იმ დონეს ვერ მიაღწევენ რაც ტოპ გუნდების 11-14 ნომრებს აქვთ

08:36 | 19.11.2017
nikachkhaidze (21)

ბეკოშვილის მაგივრად მელიქიძე არ ჯობია? წინა წელს კაი სეზონი ქონდა, წელს დიდად არ ათამაშებენ (ბეკოშვილსაც არ ათამაშებენ ბრივში) მარა უფრო პერსპექტიულად მიმაჩნია, ჯერ 22 წლისაა, სტად ფრანსშია, წინა წელს ბევრი ითამაშა, ტოპ 14 შიც და ჩელენჯქაფზეც რავი.

03:02 | 19.11.2017
test (124)

სხვათაშორის პირველმა არხმა "სპორტი360",წინა კვირას არ გააშუქა არაფერი რაგბიზე, მემგონი ამ კვირაშიც იგივეს იზამენ, რას ფიქრობთ მიზანშეწონილი ხომ არ იქნება მაგათი იუთუბ გვერდი და სხვა გვერდები ჰაერში რომ ავწიოთ და მოვითხოვოთ კეთილი ინებონ და წესიერად გააშუქონ რაგბის სიახლეები? რეპორტაჟის უფლების ჩამორთმევა, არ ნიშნავს იმას რომ არ ხარ ვალდებული სხვა სიახლეები არ გააშუქო, მით უმეტეს ჩვენი ჯიბიდან ფინანსდებიან... მოკლედ რას ფიქრობთ ამაზე? მემგონი, რომ არ ვტყუივარ და დიდი იმედი მაქ დიდი რა პრინციპში და ეგებ ვინმე მაგ ტელევიზიიდან იყოს აქ დარეგისტრირებული. ცხვირშ მაინც მოხვდება ..

14:33 | 19.11.2017
LApaata (115)

კი მართალი ხარ, მარა არ მგონია ყური შეიბერტყონ და ჩვენ კომენტარები წაიკითხონ.

00:45 | 19.11.2017
ICEMAN (162)

აი ესენი არიან ნამდვილი ქართველები, გული მიგრძნობდა რომ უელსს არ ელოდა იოლი გასეირნება და ასეც მოხდა. ძალიან მაგარი ნაკრები გვყავს, შერკინებაში და ბრძოლის ჟინში ნებისმიერს ვჯობივართ, ფეხით და გაშლილი თამაშიც დავხვეწეთ და დერეფანშიც ნორმალურად ვართ. ორი პრობლემაა სადაც სუსტები ვართ: სისწრაფეში მოვიკოჭლებთ რაც რთული გამოსასწორებელია(ქართველები ხინკალზე და მწვადზე ვიზრდებით და შესაბამისად ვართ ფიზიკურად ძლიერები მაგრამ შედარებით ნელები), და მეორე პრობლემა ისაა რომ ჩვენ დაკიდებულ ბურთებს ყოველთვის მეოქე იღებს უბრძოლველად და ხშირად მეტოქის დაკიდებულ ბურთებსაც ვაგებთ

00:22 | 19.11.2017
giogobi (68)

პრესკონფერენცია არ იყო თამაშის შემდეგ? უელსის მწვრთნელი თუ გაიპარა მილტონა მაინც ხომ იტყოდა რამეს, დადეთ რა ინფო

23:36 | 18.11.2017
buratino (480)

თამაშამდე ასეთი რამე ვთქვი:
"მიუხედავად მეტოქის შესუსტებული შემადგენლობისა, თუ სენსაციას მოვახდენთ, ეგ იქნება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. თუ ეგ არ გამოვა (რაც მე მგონია, რადგან ბოლო-ბოლო მსაჯები "დაგვწვავენ"), მაშინ უბრალოდ ვალდებული ვართ ნამდვილი ბრძოლა გავუმართოთ და არაუმეტეს 15 ქულის სხვაობით დავთმოთ. სხვა შემთხვევაში, 6 ერის ბობოლებს დამატებითი მიზეზი მიეცემათ იმის სათქმელად, აქაოდა თქვენ შესუსტებულ უელსთან ნადგურდებით და რა დამატებას ითხოვთო"
.
მე, როგორც რეალისტი, დღეს ხმამაღლა ვამბობ რომ ასეთი მსაჯობის შემთხვევაში იტალიას დავამარცხებთ მომავალი წლის ტესტ-მატჩში, რაც სერიოზული საფუძველი იქნება 6 ერის
"კარების შესანგრევად"

23:35 | 18.11.2017
padoini96 (9)

არ ვიცი ვინ შეამჩნიეთ, მაგრამ ბოლო წუთებზე უელსმა თავი არაჯენტლმენური ხერხით გადაირჩინა. ბრაუნი აღარ შემოვიდა ბურჯი და მაგიტომ ვერ მოვითხოვეთ შერკინება, რადგან აზრი არ ექნებოდა, ვერ მივაწვებოდით შერკინებას

12:13 | 19.11.2017
miriani (151)

ქათმები არიან და მიტო...საჯარიმო ლელო მინიმუმ ჰქონდათ შედებული იცოდენ და მიტო ქნეს ეგ.... მარა არაფერია, 2019 მივადედისტუტულიკებთ სამაგიეროდ...

23:16 | 18.11.2017
ალექსანდრე (27)

ძალიან მინდოდა მოგება. პირველი ჯარიმა რომ გაგვეტანა და ბოლოს ლელა თავის გარდასახვით დაგვესრულებინა. სამწუხაროდ გამარჯვება არ გამოგვივიდა, თუმცა ბიჭები ძალიან კარგები იყვნენ და მათი სემდგომ გმირულ თამაშებს მოთმინებით დაველოდები.

22:49 | 18.11.2017
GENESIS (49)

არ ვიცი, სწორად მგონია, თუ არა, მაგრამ ბეგაძის გამოსვლის მერე ბურთი სერიოზულად დავიჭირეთ და დინამიური ფაზები გამოგვივიდა.. საერთოდ აღარაფერი გაუკეთებიათ უელშებს..რა ვიცი, გამოყარეს ყველა - ფალეტაუ და ბიგარის ჩათვლით და არ უშველათ არაფერმა..

22:48 | 18.11.2017
maxo_65 (458)

რუმინელებს სამოასთვის მოუგია

22:45 | 18.11.2017
maxo_65 (458)

არადა მონაცემებით კარგია, კარგი აღნაგობა აქვს

22:43 | 18.11.2017
maxo_65 (458)

ბეკოშვილზე მეც ვფიქრობ ჯერჯერობით ვერ დგას ისე როგორც უნდა, ვასკა კიდევ იმედია მოუმატებს

22:34 | 18.11.2017
BEERTRANCE (1073)

ბეკოშვილი იქით იყოს, ვასკას სერიოზული რეგრესი აქვს, ლამისაა უკვე აჯობოს აფრასიძემ. იმედია ამოქაჩავს და დაიბრუნებს თავის დონეს.

12:15 | 19.11.2017
miriani (151)

კიი...სამწუხარო ფაქტია, მარა მასეა გიგუშ...იმედია დროებითია და ამიქაჩავს, თურე აფრუსიკაა ეგერ გამალებული...:-D

22:33 | 18.11.2017
ჰუკერი (22)

მაგარია! ბიჭებო, მივდივაეთ წიიიიინ!

22:29 | 18.11.2017
fereidneli (24)

ძალიან მაგრები! ყოჩაღ! ბეკოშვილი ძალიან სუსტია და ეს პირველი შემთხევვა არაა, იმედია სანამ არ მოძლიერდება აღარ მოიწვევენ. სადაც ჩვენ დავინახეთ ჰეიგიც დაინახავდა.

22:41 | 18.11.2017
ჰუკერი (22)

მართლა სუსტია.....

22:23 | 18.11.2017
meleksa (132)

ყოჩაღ ბიჭებს, მაგრად ითამაშეს.
ერთს ვიტყვი ისევ რომ ბეკოშვილი არ არის ისეთი ბურჯი როგორიც ჩვენს ნაკრებს და პირველ ხაზს ეკადრება. სუსტია სტატიკაში. 73 წუთზე მაგან წამოყო თავი შერკინებიდან და აქეთ დავჯარიმდით, არადა კიდევ ერთი ჯარიმა პირიქით საჯარიმო ლელო იყო.

22:04 | 18.11.2017
shotai-olimpi (89)

ე ბიჯო აგერ ნიგლისმა დაამარცხა ავსტრალია 30-6 და ცჰვენ წავაგეთ 13-6, ავსტრალია თუ ბობოლოაა ჩვენ აღარ ვართ თუ რაშია საქმე? გააღეთ 6 ერი!!

21:57 | 18.11.2017
dinamo222 (692)

გამოუშვით იტალია თქვე ფარჩაკო 6 ერის მამებო დავახუროთ (და დაგახუროთ) ყველაფეიი !!

12:17 | 19.11.2017
miriani (151)

კეეეე...გაისად მივადედისტუტულიკეეეებთ

21:56 | 18.11.2017
dinamo222 (692)

კიდევ ერთხელ გამოჩდა რა მაგარი მწვრთნელია მილტონ ჰეიგი აღარაა ბაკრებში გოტგოძე უფრო ადრე წავიდა ზირაქაშვილი არ იყო მჭედლიძეც ამას პლიუს ახალგზადები რამდენი იყვნენ და მაინც ძროგორ ითამაშეს ერთერთი გრანდის წინააღმდეგ !!

21:51 | 18.11.2017
პანტელეიმონი (1218)

გაორებულ მდგომარეობაში ვარ, ერთი მხრივ აღფრთოვანებული ვარ ბიჭების გმირული თამაშით და მეორე მხრივ ძალიან, ძალიან ცოტა დაგვაკლდა, რომ თამაში მაჟორულ ნოტზე დაგვემთავრებინა.

ყველა შემთხვევაში ბორჯღალოსნებმა პირნათლად მოიხადეს მოვალეობა ქვეყნის წინაშე და სარაგბო სამყაროს კიდევ ერთხელ ხმა მაღლა შეახსენეს, რომ ადგილი უნდა გაამზადონ მალე ჩვენთვის ელიტაში ! ! !

21:40 | 18.11.2017
dinamo222 (692)

მე ტელერეპორტაჟს ვერ ვუყრე ტყუილად ვეძებე საზ მაუზე და რაგბი ტვ ზე და ისევ ინტერნეტით ვიწვალე და თურმე იმედზე უჩვენებიათ@@ რას დაარბენინებენ აქეთ იქეთ ამ რაგბს ხარ რაგბი ტვ ხან საზ მაუო ხან იმედიო მალე ალბათ ააქუბარდიას ბოსელში გადაიტანენ @@

12:18 | 19.11.2017
miriani (151)

იმედმა იყიდა, აშშ-ნაც იმედზე იქნება

21:38 | 18.11.2017
sanzona (19)

დღეს დიდი გარდატეხა მოხდა მსოფლიო რაგბის მამების ტვინებში - დაინახეს რომ საქართველოს შეუძლია ტოლ-სწორად ეთამაშოს პირველი ეშელონის ქვეყნებს, მით უმეტეს რომ ბოლოს იღბალის წყალობით უელსელებმა ძლივს გადაარჩინეს თამაში ფრეს, რის გამოც ისეთი გახარებულები იყვნენ გეგონებოდათ ინგლისს ან ირლანდიას გამოგლიჯეს ხელიდან გამარჯვება. P.S. მარგველაშვილო, ჰარი-ჰარალეზე რომ არიგებ მაგ ღირსების ორდენებს, ერთი ჩვენს "მელიტონას"ვითომ არ ეკუთვნის?

12:19 | 19.11.2017
miriani (151)

იღბლის კი არა ქათმობის ხარზე მოიგეს, მაგ ქათმებმა ბლიად.... მოვსტ..ყან ეგეთი მოგება

22:38 | 18.11.2017
ჰუკერი (22)

მოვითხოვოთ: ღირსების ორდენი მელიტონას! გამოვიდეთ, თუ საჭირო გახდა ,,,,,

21:42 | 18.11.2017
dinamo222 (692)

ეგ სოსროსის ვირთხა მარტო ლგბტ ს დამცველებს და ლიბერასტებს აჯილდოვებს @@@

22:45 | 18.11.2017
shotai-olimpi (89)

მისცა მილტონას მემგონი!!

22:12 | 18.11.2017
shotai-olimpi (89)

მისცა მილტონას მემგონი!!

21:33 | 18.11.2017
NIKA..01 (335)

თავიდან ცოტა რიდით დავიწყეთ,მაგრამ რომ იგრძნეს ბიჭებმა შეეძლოთ უელსთან ტოლსწორად თამაში შემდეგ კი მოეხსნათ ნერვიულობა და კი ვნახეთ რა და როგორ მოხდა.შოტლანდიასთან სწორედ იმ პერიოდში მივიღეთ ლელოები როდესაც რიდით ვეთამაშებოდით და იმ ლელოებმა გავტეხა.ახლა ერთი რომ გადავიტანეთ უელსელთა მოძალება შემდეგ უკვე ვიგრძენით თამაში.მოკლედ ეს ყველაფერი გამოუცდელობაა.რომ გვქონდეს ასეთ გუნდებთან 3-4 ტესტი წელიწადში შესაბამისად ის თუნდაც დროებით რიდიც აღარ გვექნებოდა და მეტად თავდაჯერებულებიც ვიქნებოდით.ცოტა მეტი რწმენა საკუთარი ძალების,მეტი გამოცდილება და შევძლებთ ჟინის და ბრძოლის ხარჯზე თუნდაც უფრო მაღალი კლასის 1 დონის გუნდების დამარცხებასაც.ჟინი და ბრძოლა არ გვაკლია,მარა გამოცდილება და თავდაჯერებულობა გვჭირდება.ფსიქოლოგიის ამბავია.ერთი თუ მოვიხსნით ფსიქოლოგიურ წნეხს და ბობოლების რიდს შემდეგ უფრო გაგვიადვილდება მათ წინააღმდეგ თამაში.მადლობა ბიჭებს.ლელო ლელო საქართველო ! ! !

21:31 | 18.11.2017
LApaata (115)

მადლობა ბორჯღალოსნებო, ძალიან გვეამაყებით, თქვენი იმედი გვაქვს!!

21:30 | 18.11.2017
giogobi (68)

საოცარია, თამაშის დასაწყისში ვინმეს რომ ეთქვა ფრედ ვერ დამთავრების გამო დაგწყდება გული და მხოლოდ 7 ქულით წააგებთო, სიხარულით გადავირეოდი.

12:21 | 19.11.2017
miriani (151)

შენ კიდე ბევრჯერ გექნება ძმა გადარევის შანსი ;-)

21:28 | 18.11.2017
LELO_2019 (27)

მორკიბალები გადამალეთ ქართველები მოდიან

21:28 | 18.11.2017
giogobi (68)

დიდი მადლობა ბიჭებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს და მსაჯს, ღირსეულად იმსაჯა, ძალიან ღირსეულად. მე ვთვლი რომ ეს მატჩი ფრედ დამთავრდა, არ უნდა ეკადრა ეს უელსს, დიდი პატივისცემის და მიუხედავად, უნდა ვთქვა რომ ძალიან უკადრებელი იკადრეს და არა მხოლოდ უელსურ, ევროპულ რაგბს მოსჭრეს თავი. არცერთი სხვა გუნდი (იტალიაზე თავს ვერ დავდებ) ამას არ იკადრებდა. ბიჭებს კი ყოჩაღ, ფიზიკაში, უბრალოდ, მაგრად დაჩაგრეს მეორე ტაიმში უელსელთა 20- 22 წლის ბიჭები ჩვენმა ვეტერანებმაც კი

21:26 | 18.11.2017
maxo_65 (458)

ახლები რა კარგები იყვნენ, ჯინჭველაშვილიც რა კარგად შემოვიდა

12:35 | 19.11.2017
miriani (151)

მოდებაძე? ორი უელსელი რი ეჯაჯგურებოდა ხაზთან და აუტში ვერ გადაიყვანეს? :-D მაგარი მომავლები გვყავს მაგარიიიი, მე ვიყოოო

21:25 | 18.11.2017
maxo_65 (458)

ბოლო შეტევის დროს იყო მომენტი ხაზზე უნდა გაგვეშალა, მით უმეტეს კაცი აკლდათ, შეიძლებოდა გარისკვა..

12:37 | 19.11.2017
miriani (151)

მანდ უკვე კლასის ნაკლებობაცაა და ისიც რო ბიჭებმა დაინახეს რო ჯახში ტყ..ვდენ და თავისი სცადეს.

21:24 | 18.11.2017
LApaata (115)

ხალხო დაფიქრდით.... გულ დაწყვეტილები ვართ, რომ უელსთან კარდიფში წავაგეთ, იმიტომ რომ ფრე შეგვეძლო. რამხელა პროგრესია, ამას უკვე ვერავინ ვერ დამალავს. ჩვენ გამოცდილება გვაკლია თორემ პირველ ტაიმშიც ვერ მოგვიგებდნენ.

12:38 | 19.11.2017
miriani (151)

აბა რაა, მადა ჭამაში მოდის და კიდეც ჩავახრამუნებთ მაგ ქათმებს 2019-ში

21:22 | 18.11.2017
NIKA..01 (335)

ეს რა ქნეს ბიჯოოოოო....სულ გაიქრეს და გაიწყვიტეს ბურჯები ის მუქი კაცი თავისი ფეხით გავიდა საღსალამათი და სათადარიგოთა სკამზე გაიტრამვა? ძალიან მაგარი თამაში იყო მეორე ტაიმში.რასაც ქვია ტრაკით კაკალი ვამტვრევინეთ დრაკონებს.ბოლოს კი რა იკადრეს ყველამ ვნახეთ..ბოლოს რაზე დაუსტვინა მსაჯმა?რომ დაგვაჯარიმა ისე მეწყინა გიჟივით ვყვიროდი და ვეღარ მივაქციე ყურადღება რის გამო დაგვაჯარიმა.ბევრი ვარაუდი შეიძლება ახლა,რომ მოლში შევსულიყავით უფრო მეტნი,ან გაგვეშალა თამაში...ჩემი პირადი აზრია რომ არა ცენტრისკენ არამედ კიდისკენ მოკლე ფრთაზე უნდა გვეტია მორკინალებით მოკლე მოკლე დარტყმებით,იქ შეგვექუჩებინა უელსელები და მიძალებით თუ ვერ შევიტანდით,მაშინ როდესაც მაქსიმალურად მეტ მოთამაშეს ჩავითრევდით კიდესთან რაქში შემდეგ გაგვეშალა ბურთი და ბოლომდე ჩაგვეთამაშებინა.თუმცა ვინ იცის ესეც რით დამთავრდებოდა.ახლა რომ ცენტრიდან დაგვედო შემდეგ ყველა ვიტყოდით,რომ სწორი გადაწყვეტილება იყო.ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ და ამავდროულად ძალიან საამაყო თამაში ჩავატარეთ.ბიჭებმა რაც შეეძლოთ ყველაფერი გაიღეს და ერთ-ერთ გრანდს პრ...ის ცახცახი გაუჩინეს.

21:19 | 18.11.2017
maxo_65 (458)

აი რას ნიშნავს კარგი მსაჯობა, ლელო გაუუქმა და რამდენიმე სემთხვევაში ჯარიმა მისცა..მახსოვს ირლანდიასთან მინიმუმ 3 არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს

21:16 | 18.11.2017
erovnuli-nakrebi (224)

თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, ფრე იქნებოდა კაი შედეგი

21:15 | 18.11.2017
buka12 (27)

უელსელებმა როგორ დამალეს სამი ნომერიDDDისე ჩვენებმაც მიმართეს ამ ხრიკს ვითომ ბეკოშვილს ფეხი ატკივდა და ჩილაჩავა შემოვიდა მაგრამ რათ გინდა დამალეს იმათმა და ჰა...დიდი მადლობა ძმებო ამ დღისთვის ვინც რაგბში ჩახედულია ყველა ხვდება რომ დღეს განსაკუთრებული რამ მოხდა....ვეღარსად ვეღარ გაგვექცევიან და ჩვენს პროგრესს იძულებულები იქნებიან რომ ხელი შეუწყონ!!!!ესეთი კარგი მსაჯობა მე არასდროს მინახავს და მადლობა მსაჯს რომ ესეთი დაძაბული შეხვედრა გვაჩუქა

21:16 | 18.11.2017
maxo_65 (458)

კი მასე იყო ბეკოშვილმა ტრამვა მოიმიზეზა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა

21:15 | 18.11.2017
maxo_65 (458)

მეორე ტაიმში შევჭამეთ, ცოტა მეტი თავდაჯერებულობა და ყველაფერი კარგად იქნება

21:13 | 18.11.2017
erovnuli-nakrebi (224)

ამიტომ არის ზელანდია ზე გუნდი! არ იკადრებს ეგეთ რარაცას არასდროს!

როცა ჩვენ ამ სტადიონზე ზელანდიას ვეთამაშეთ, ვაჯობეთ შერკინებაში და ისინი კაცურად შერკინებას ითხოვდნენ!

22:32 | 18.11.2017
BEERTRANCE (1073)

თან იგიც იყო რო შერკინების დახვეწა სურდათ ჩვენთან თამაშით.

21:43 | 18.11.2017
LApaata (115)

კი ეგ არ დამავიწყდება, თან არც უნდოდათ თითქოს დაეჯერათ რომ ჩვენ ვჯობნიდით შერკინებაში

21:14 | 18.11.2017
ukleba (77)

თან არ აგებდნენ ტიპები. ნიჩია მტავრდებოდა და მაინც იკადრეს : D

12:44 | 19.11.2017
miriani (151)

ქათმები არიან და მიტო ბიჯოოო...:-D

21:11 | 18.11.2017
LELO_2019 (27)

პირველ რიგში მადლობა ბიჭებს და მწრთვნელებს, ნამდვილად ღირსეულად ვითამაშეთ.
დაგვაკლდა გამოცდილება ასეთ გუნდებთან. ამ სისწრაფეებ ჩვენთან შემხვედრი არცერთი მოწინააღმდეგე არ საჭიროებს. ვისთან გინდა რომ განავითარო...
ერთი იმედია რომ ახლა ჩვენს ახალ უკანა ხაზელებს დაინახავენ უცხო ქვეყნის გუნდები და იქაც გვეყოლება ტოპ გუნდების გამოცდილებით ხალხი.
შერკინება ისეთია შეუძლია მთელ ევროპას მასტერკლასზე საქართველოში იარონ

ასეთ მატჩში რუმინეთი გავტეხეთ, ესენი კიდე მათზე 10 თავით მაღლა არიან
ამიტომ მეტი ტექნიკაა საჭირო.

იტალიას უნდა დავახვიოთ ყურზე მაკარონები. ყველანაირი საფუძველია ამისი.

მოიცა მოვიდნენ კიდე ახალგაზრდები უფრო ავსასწრაფოთ მეორე ხაზი. ახლებს კიდევ აქვთ თავისი სიტყვა სათქმელი.
გელოდებით 2019-ში გახსნაზე .

21:06 | 18.11.2017
BEERTRANCE (1073)

ჩაი ვეს უელსელებმა და არასპორტულად მოგვიგეს, მოგების ტოლფასი წაგება იყო ეგ.

მართლა დასანანია, მარა კლასი არ გვეყო, კლასი კი ეგეთ თამაშებში თუ მოგვემატება.

21:10 | 18.11.2017
LApaata (115)

გამაგებინე ეგ დაუწერელი კანონია? როდესაც შერკინების კაცი არა შერკინებას აღარ ითხოვ.

12:54 | 19.11.2017
miriani (151)

ორი კაცი თუ აკლია შერკინებაში უკვე არ შეიძლება მიწოლა...ერთი გაგდებული ყავდათ მეორევკი დამალეს ქათმებმა ბლიად...

22:31 | 18.11.2017
BEERTRANCE (1073)

პირველხაზელი თუ არაა მიწოლა არ შეიძლება

21:13 | 18.11.2017
ukleba (77)

მოიცა მოიცა. უპირატესობას იქმნი გასინბინებით და რას ქვია აღარ ითხოვ.

21:12 | 18.11.2017
erovnuli-nakrebi (224)

როგორ არ ყავდათ. ტრავმა მოიმიზეზა და არ დადგა

21:12 | 18.11.2017
maxo_65 (458)

მსაჯმა გადაწყვიტა ასე, რომ სერკინება არ დამდგარიყო..

21:40 | 18.11.2017
LApaata (115)

მაგარი შტერული წესი ყოფილა, აბა რაღათ გვინდოდა მისი გასინბინება თუ შერკინებას არ მივიღებდით? ისე კარგად მოვჭირხნეთ ეგ დრაკონები შერკინებებში

21:05 | 18.11.2017
maxo_65 (458)

ჭკუა იხმარეს უელსელებმა ტრამვა მოიმიზეზეს და კაცი არ დააყენეს, ამიტომ გაუქმდა შერკინება

12:56 | 19.11.2017
miriani (151)

მაგას ჭკუა კი არა ქათმობა ქვია ძმა!მასე ზელანდიაც ვათრიეთ შერკინებაში, მარა ისენი კაცები არიან და მაინც შერკინებას ითხოვდენ!

მეტის ნახვა
0.113224