ბორჯღალოსნები

19:28 | 16.11.2017 | ნანახია 7510 - ჯერ

ბორჯღალოსნები უელსის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნები 18 ნოემბერს საქართველოს დროით 18:30 საათზე კარდიფში, 75-ათასიან "პრინციფალითი სთედიუმზე" (ყოფილი "მილენიუმი") უელსთან მატჩს იმავე შემადგენლობით იწყებენ, როგორითაც გასულ შაბათს კანადასთან ითამაშეს.

მილთონ ჰეიგმა ჩრდილო ამერიკელებთან 54:22 მოგების შემდეგ სასტარტო 15-ეული უცვლელი დატოვა. პირველ ხაზში გამოცდილი მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და ლევან ჩილაჩავა დადგებიან; მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზს ლაშა ლომიძე, ვიტო კოლელიშვილი და ბექა ბიწაძე შეადგენენ.

9-10 ნომრები ვასილ ლობჟანიძე და ლაშა ხმალაძე იქნებიან, ცენტრში მერაბ შარიქაძისა და დავით კაჭარავას წყვილს ვიხილავთ, ფრთებზე მირიან მოდებაძე და გიორგი კოშაძე ითამაშებენ, ხოლო ფულბეკი სოსო მათიაშვილია, რომელმაც კანადას 34 ქულა გაუკეთა.

მარქაფაში ერთი სიახლეა - გიორგი კვესელაძის ნაცვლად გამოცდილი მერაბ კვირიკაშვილი გამოჩნდა, რომელიც უელსთან 107-ე კეპს მოიხვეჭს. იქვეა რევაზ ჯინჭველაშვილი და 9 ნომერი გიორგი ბეგაძე. შერკინების პირველ ხაზს შალვა მამუკაშვილი, კარლენ ასიეშვილი და სოსო ბეკოშვილი შეცვლიან, მეორე ხაზში გიორგი ჩხაიძე გამოჩნდება და 99-ე კეპს მოიხვეჭს, ხოლო მესამე ხაზში გიორგი თხილაიშვილია, რომელიც ბორჯღალოსნების კვართით მე-40 შეხვედრას გამართავს.

საქართველოს ბორჯღალოსნები

უელსის წინააღმდეგ

შაბ 18/11_2017 | კარდიფ, პრინსიპალითი | 18.30 საქ (14.30 უელ)

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

სოსო მათიაშვილი

აკადემია [საქ დ 10]

1993 4

4ლ 8გ 4ჯ [48 ქ]

14

გიორგი კოშაძე

რუსთავის ხარები [საქ დ 10]

1996

7

4ლ

13

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

103

22ლ [4 კაპ] 2სბ

12

მერაბ შარიქაძე^კაპ

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

55

11ლ [8 კაპ]

11

მირიან მოდებაძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1997 1

:

10

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

57

7ლ 4გ [43 ქ]

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

25

5ლ

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

45

2ლ სბ

2

ჯაბა ბრეგვაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1987

47

ლ 2სბ

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1991

33

4ლ

4

კოტე მიქაუტაძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

52

2ლ 3სბ

5

გიორგი ნემსაძე

ბრისთოლ [ინგ ჩემპ]

1984

74

13ლ 5სბ

6

ლაშა ლომიძე

ლონდონ აირიშ [ინგ პრემ]

1992

34

5ლ + შ სბ

7

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989

42

4ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ

8

ბექა ბიწაძე

ნარბონ [სფრ პრო დ2]

1991

23

6ლ + შ

მარქაფა [თადარიგი]

23

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

106

16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ

22

რევაზ ჯინჭველაშვილი

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1995

4

:

21

გიორგი ბეგაძე

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1986

59

2სბ

16

შალვა მამუკაშვილი

კარკასონ [სფრ პრო დ2]

1990 47

4ლ

17

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

28

3ლ

18

სოსო ბეკოშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1993

9

:

19

გიორგი ჩხაიძე

დომონ [სფრ ფედ2]

1981

98

10ლ [1 კაპ] 6სბ

20

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

39

10ლ სბ

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:04 | 18.11.2017
qomagi (248)

მჭედლიძე რატომ არ არის ხომ არ იცით?

09:09 | 18.11.2017
ალექსანდრე (27)

ამ ცხობრებაში, სადაც ასე ცოტაა სასიხარულო მოვლენები თქვენ მაინც გაგვახარეთ.

22:40 | 17.11.2017
პანტელეიმონი (1218)

დრო მოვიდა, გამარჯვების დრო მოვიდა ბორჯღალოსნებო ! ! !

15:05 | 17.11.2017
krasni (587)

გაუმარჯოს, გაუმარჯოს, საქართველოს გაუმარჯოს.

02:46 | 17.11.2017
federer (17) (469)

კარგ სანახაობრივ თამაშს ველოდები იმედი მაქვს ღირსეულად დავუდგებით

01:34 | 17.11.2017
buratino (480)

წარმატებები, ჩვენო საამაყო ლომკაცებო!

22:57 | 16.11.2017
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით, თქვენი იმედი გვაქვს.

21:53 | 16.11.2017
LApaata (115)

ლომებო თქვენთან ვართ, აბა თქვენ იცით. მაგრად დაუდექით და შეუტიეთ, არავითარი შიში!!

21:31 | 16.11.2017
mamulo (31)

აბა თქვენ იცით ბიჭებო,ცოტა ხნით მაინც გახადეთ ბედნიერი,თქვენი დამშეული და ყელამდე პრობლემებში ჩაფლული საქართველო. თქვენ თითეული ქართველის გაბედნიერება შეგიძლიათ.გახსოვდეთ ეს! ეცადეთ და ღმერთი თქვენთან იქნება.წატმატებები ლომებო!

19:51 | 16.11.2017
DataN24 (215)

მშვენიერია აი ჯინჭვველაშვილს ფიზიკურად გაუჭირდება მალაღურა კარგი იქნებოდა თან 2 პოზიციას ფარავს, როგორც ჩანს შემტევი რაგბის თამაშს ვაპირებთ მესამე ხაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

19:48 | 16.11.2017
rachuka (32)

თოდუას და მალაღურაძის არ ყოფნა გამიკვირდა,უფრო გამოცდილებიც არიან და თან მალაღურაძე ფიზიკურად უფრო ძლიერიც არის და უკეთესი დამცველი მგონი ჯინჭველაშვილზე, ბოლო წუთებში როცა დაღლილობა იმატებს საჭირო კაცი იქნებოდა, მაგრამ მაინც კარგი შემადგენლობა, მჯერა მილტონის ყველაფერი კარგად ექნება გააზრებული. უელსელებს ახალბედები კი ბლომად ყავს შემადგენლობაში მაგრამ უფრო მოტივირებულები იქნებიან რომ კარგად ითამაშონ და თავი წარმოაჩინონ ასე რომ სერიოზულ ჯახს ველოდები, წარმატებები ჩვენ ბიჭებს

19:58 | 16.11.2017
vaso8522 (9)

გეთანხმები მალაღურაძეზე, ფიზიკურადაც ძლიერია, რაც უმეტესად აკლიათ ჩვენ უკანახაზელებს, კარში ურტყამს და შუამარბადაც შეუძლია დადგეს, ერთხელ შერკინებაში მახსოვს, რუმინეთთან მგონი, პირველ ხაზში შეიძლებოდა უკეთესი შეიცვლებიან, ჟვანია ძალიან დაივიწყეს, ძლიერ გუნდებთან კარგი იქნებოდა დინამიური პირველხაზელი. ფეიქრიშვილის შესახებ აღარ დაწერილა კაი ხანია და რა ხდება, ვინ იცის?

22:09 | 16.11.2017
jora84 (183)

ვის აკლია ფიზიკურობა ჩვენ ხაზში? მგეზავის საქმე დაცვა არც არის, ბევრი დიდი გუნდის 10 არ დგას დაცვაში მყარად.ფეხით დამრტყმელები კი მასზე უკეთესნი არიან განაცხადში. ჟვანიაზე არანაკლებია დინამიკაში კარლენა, ნარომაც ძალიან მოუმატა მაგ მხრივ. ანტონას ტრამვა აწუხებდა როგორც ვიცი

0.136398