უელსთან თამაშის წინ საქართველოს ექვს ერში მოხვედრის საკითხი ბრიტანულმა The Guardian-მა კიდევ ერთხელ წამოწია. გამოცემამ ბორჯღალოსნებს ვრცელი სტატია მიიუძღვნა სათაურით - „საქართველო ზედმეტად კარგია მეორე დონისთვის, თუმცა ელიტაში ჯერ ვერ მოხვდა“.
საქართველო, რომელიც შაბათ უელსს ეთამაშება, რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის გადაზრდილია, თუმცა აღმოაჩინა, რომ მისთვის ექვსი ერის კარი ჯერაც დაკეტილია.
საქართველო კარდიფში მიმდინარე კვირაში, თბილისიდან სტამბულის გავლით ექვს საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩამოვიდა. 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ გუნდი მილთონ ჰეიგმა ჩაიბარა და გუნდს დიდი პროგრესი აქვს, თუმცა ჰეიგი შიშობს, რომ ეს პროგრესი შესაძლოა შენელდეს, რადგან გასაქანი არსაით აქვთ.
„ევროპის ერთა თასი საჭირო გამოცდილებას ვერ გვაძლევს. როდესაც ნოემბრის ტესტ-მატჩების დრო დგება ვხედავთ, დონეებს შორის ასტრონომიული სხვაობაა. 2011 წლის შემდეგ, პირველი დონის გუნდებთან სულ ხუთჯერ ვითამაშეთ, ნახევარზე ნაკლები, ვიდრე ფიჯიმ და სამოამ. მაქვს კითხვა, როგორ გავაგრძელოთ პროგრესი?!“ - ამბობს 53 წლის სპეციალისტი, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა ვერნ კოტერის დამხმარეს რანგში დაიწყო:
„უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გამოჩნდა, რომ ევროპის ერთა თასისთვის გადავიზარდეთ. ეს არაა რუმინეთის, რუსეთისა და მისი მსგავსი გუნდების უპატივცემულობა, თუმცა მივაღწიეთ სტადიას, რომლის შედეგად კანადასთან 54 ქულა ავიღეთ. მიუხედავად ამისა, უკმაყოფილო დავრჩი, რადგან ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რისი სურვილიც მქონდა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ვისურვებდი, რომ უელსის შემდეგ გვქონოდა თამაში პირველი დონის გუნდთან, რათა საკუთარი შესაძლებლობები შევამოწმოთ“.
იტალია ასეთივე მდგომარეობაში იყო 2000 წელს, როდესაც ხუთი ერი ექვსად გადაკეთდა, მსგავსად არგენტინისა, რომელიც 2012 წლიდან სამი ერის ნაწილი გახდა. ორივე ქვეყანას დიდხანს მოუწია ლოდინი. მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშო ცდილობს, რომ განვითარებად ქვეყნებს დაეხმაროს და ექვსმა ერმა ახალი წევრები მიიღოს.
„ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ერთ დროს ექვსეულში მოვხვდებით. არის საუბრები და ინგლისის რაგბის კავშირის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ ბრაუნმა თქვა, რომ საქართველოს ნახვის დრო დადგა. ეს დიდწილად იქნება დამოკიდებული უელსთან და გაისად იტალიასთან თამაშზე, თუმცა ვიაზრებთ იმას, რომ პრიორიტეტი კომერციული სიცოცხლისუნარიანობაა. როდესაც საქართველოში ჩავედი, ჩვენი კვართის სპოსორობა 10 ათასი დოლარი ჯდებოდა, ახლა ახლა ეს თანხა ბევრად დიდია“ - ამბობს ჰეიგი.
მხარდამჭერებს შორისაა ‘მონპელიეს’ მფლობელი მოედ ალტრადი, რომელიც ეხმარება ქართულ კლუბს და 20-წლამდე ასაკის ნაკრებებს. ახლახანს, ჰეიგის შეგირდებმა მის ბაზაზე სამდღიანი შეკრება გაიარეს.
„ქართული რაგბის გასაოცარი ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მხოლოდ 15 ათასი რეგისტრირებული მორაგბე გვყავს. ეს რიცხვი იზრდება, რადგან მშობლები, რომლებიც ფეხბურთს უყურებდნენ, რაგბის ფასეულობების დამფასებლები გახდნენ. მე ვნახე ერთ-ერთი სოფლის15 წლის ბავშვები, რომლებმაც უელსელ თანატოლებს 50 ქულა გაუკეთეს და რამდენჯერმე შესანიშნავად გაჭრეს ხაზი. ვიკითხე და გაირკვა, რომ ამ სოფელში სტადიონი მოეწყო და ბავშვები იქ ყოველ დღე მიდიან. საქართველოში ჩასვლისას მხოლოდ ორი მოედანი გვქონდა, ახლა კი მათი რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. იმ დროისთვის სამოას, კანადას და აშშ-ს ჩამოვრჩებოდით, თუმცა ახლა სიტუაცია შეცვლილია“ - ამბობს ჰეიგი.
ჰეიგი საქართველოში 2019 წლის ბოლომდე უნდა დარჩეს. მას შეუყვარდა ეს ქვეყანა და იქ მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. უფროსი გოგო ტანმოვარჯიშეა და თავისუფლად საუბრობს ქართულად.
„ეს შესანიშნავი ადგილია შესანიშნავი საკვებით“ - ახასიათებს საქართველოს ახალზელანდიელი - „იქ ოთხი შესანიშნავი სეზონია, ცივი ზამთარი, ცხელი ზაფხული და ლამაზი შემოდგომა და გაზაფხული“.
მან ძლიერი მწვრთნელთა გუნდი შეკრა ავსტრალიელ რიჩარდ გრემთან, ბრედ ჰარისთან, ახალზელანდიელ დინ ქამინსთან და ქართველ ლევან მაისაშვილთან ერთად, რომელიც პერიოდულად ‘სარასენსში’ იმაღლებს კვალიიფიკაციას. მორკინალების უმრავლესობა საფრანგეთის ტოპ 14-ში ან ინგლისის პრემიერშიფში თამაშობს, თუმცა ადგილობრივ მოთამაშეებს დატვირთული გრაფიკი აქვთ:
„ისინი კვირაში ორჯერ ჩვენთან ვარჯიშობენ. 2011 წლის მსოფლიო თასზე, საქართელოს ჰყავდა ძლიერი შერკინება და იშვიათად იყენებდა ხაზის მოთამაშეებს. ახლა ეს შეცვლილია. მე ვისურვებდი, რომ ყველანი უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ, თუმცა ის ვარჯიშები, რაც მათ უტარდებათ, ისეთივე კარგია, როგორც საფრანგეთში ან ინგლისში“.
2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველო ჯგუფში უელსთან ერთად მოხვდა და ჰეიგი თვლის, რომ იმ პერიოდისთვის მისი გუნდი უკეთესი იქნება:
„ჩვენ უფრო კარგები ვართ, ვიდრე 2015 წელს ვიყავით. გასულ წელს შოტლანდიაში დავმარცხდით, ხელოვნურსაფარიან მოედანზე, რაც მათ წისქვილზე ასხამდა წყალს, თუმცა შევიძინეთ თავდაჯერებულობა.
ზაფხულში არგენტინას ვეთამაშეთ და ბიჭებს ვუთხარი, რომ ამ თამაში მოგება შეიძლებოდა. მაგრამ დებიუტში მეტოქეს 4 ჯარიმა ვაჩუქეთ, თუმცა მატჩის მიწურულს ბიჭები მიხვდნენ, რომ შედეგი შეიძლებოდა სხვაგვარი ყოფილიყო და საბოლოოდ მეტოქეს მხოლოდ 16 ქულით ჩამოვრჩით".
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დრო მოვიდა, გამარჯვების დრო მოვიდა ბორჯღალოსნებო ! ! !
ღმერთმა მოგცეთ ძალა მუხლში და მკლავში. როგორც ქრისტეს მეომრები, ამ შემართებით გადით მინდორზე და უფალიც შეგეწევათ!!!!
ამინ
კი ასეა და ბევრი აღარ უნდა იხარშონ ამ ჭაობში ჩვენი ლომები. აბა თქვენ იცით ბიჭებო თქვენი იმედი გვაქვს, არავითარი შიში, მაგრად დაუდექით და შეუტიეთ. გაგვახარეთ თქვენი წარმატებებით!!
აბა თქვენ იცით ბიჭებო,ცოტა ხნით მაინც გახადეთ ბედნიერი,თქვენი დამშეული და ყელამდე პრობლემებში ჩაფლული საქართველო. თქვენ თითეული ქართველის გაბედნიერება შეგიძლიათ.გახსოვდეთ ეს! ეცადეთ და ღმერთი თქვენთან იქნება.წატმატებები ლომებო!
ყოველგვარი შიშის გარეშე უნდა ვეკვეთოთ. მელიტონა კი რა თქმა უნდა ჯიგარია.
„ეს შესანიშნავი ადგილია შესანიშნავი საკვებით“ - ახასიათებს საქართველოს ახალზელანდიელი - „იქ ოთხი შესანიშნავი სეზონია,ცივი ზამთარი,ცხელი ზაფხული და ლამაზი შემოდგომა და გაზაფხული“.
.
ოქროს კაცია მილტონი, ჩვენებურად მელიტონა! ასეთ რეკლამას (არა მხოლოდ თამაშით) საქართველოს ბევრი ჩვენი დიპლომატი თუ მისიონერი ვერ უკეთებს. ნამდვილად იმსახურებს ღირსების ორდენს
გეთანხმები
ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსადაც გაქაჩავდა ჩვენთან