უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანმა იმ მოთამაშეების ვინაობა გამოაცხადა, რომლებიც შაბათს საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებენ.
54 წლის სპეციალისტმა გასულ შაბათს ავსტრალიასთან წაგებული (21:29) შეხვედრის შემდგომ შემადგენლობა მთლიანად გაადაახალისა და 14 მოთამაშე შეცვალა. ერთადერთი მორაგბე, რომელიც კვლავ სასტარტოდან იწყებს ლიამ უილიამსია.
ამრიგად, გეტლანდი თავის გამოჩენის შანსს ბევრ ახალბედა მოთამაშეს აძლევს. ძირითად შემადგენლობაში შვიდი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც “დრაკონების” რიგებში ათჯერაც არ უთამაშიათ.
უელსელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი
15. ლიამ უილიამსი (44 კეპი), 14. ალექს კატბერტი (46), 13. სკოტ უილიამსი (48), 12. ოუენ უატკინი (1), 11. ჰალამ ამოსი (12), 10. რის პრისტლენდი (48), 9. რის ვები (28);
შერკინება
1. ნიკი სმიტი (15), 2. კრისტიან დესი (5), 3. ლეონ ბრაუნი (1), 4. ადამ ბერდი (1), 5. კორი ჰილი (7), 6. დენ ლიდიატი (კაპიტანი, 60), 7. სემ ქროსი (1), 8. სებ დევისი (2);
მარქაფა
16. ელიოტ დი (0), 17. ვინ ჯონსი (2), 18. ტომას ფრანცისი (24), 19. ჯოშ ნავიდი (4), 20. ტაულუპე ფალეტაუ (67), 21. ალედ დევისი (3), 22. დენ ბიგარი (57), 23. ოუენ უილიამსი (2).
შეგახსენებთ, რომ უელსის და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 18 ნოემბერს “ფრინსიფალითი სთედიუმზე” გაიმართება. შეხვედრა საქართველოს დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რომელ არხზე აჩვენებენ თამაშს>?
დრო მოვიდა, გამარჯვების დრო მოვიდა ბორჯღალოსნებო ! ! !
გეუბნებით ძმაო დამთავრდეს უნდა აწი აგი კვერცხების კანკალი ზედმეტი ნერვიულობისგან! საუბარიც ზედმეტია იმაზე უელსი რა გუნდია და მერე რა? რამდენჯერ უნდა ითქვას მაგრამ რამდენჯერაც საჭიროა იმდენჯერ ვიტყვი. რის ხარჯზე მოუგო იაპონიამ სამხ.აფრიკას? ახალ ზელანდიასთან ტესტი 2 ქულით დათმო, რაღაც ბ-ზი ერთი ჯარიმა დააკლდა გამარჯვებისათვის, უელსთანაც მისხალისოდენა დააკლდა გამარჯვებისათვის!რის ხარჯზე ახერხებს იაპონია ამ ყველაფერს? მომკალით და არ მგონია იაპონია ჩვენზე მაგარი გუნდი.კი ჩვენზე დიდი ბიუჯეტი აქ და ჩემი აზრით იმას თუ არ ჩავთვლით რომ სულ ჩვენზე კაი ტესტებს უნიშნავენ და გამოცდილებაც თანდათან აკრიფეს, მარტო თავდაჯერების და ფსიქოლოგიის ამბავი მგონია ყველაფერი. მე ვერაფრით ამიხსნია სულ რატო გვაქ სახვეწნი რომ გვეთამაშონ, უბრალოდ მართლა დამთრგუნველია როცა განვითარების ასეთი პერსპექტივა გვაქ და ერთადერთი რაც გვინდა უბრალოდ მაღალი დონის გუნდებთან თამაშია და ფაქტია რომ ამის საშვალებას არ გვაძლევენ. არგენტინას არასდროს არ ამადლიდნენ სადაც და როცა მოესურვებოდათ მაშინ ეთამაშებოდნენ და კიდევაც გაფრინდა არგენტინა და ალბათ კიდე მოუმატებენ. იაპონიას იქეთ ეხვეწებიან და აგერ მსოფლიო ჩემპიონატსაც იქ ატარებენ და ამათი განვითარებაც გარდაუვალია, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს მე ჩვენი მადარდებს. მოკლედ რას ვიზამთ რაც არი ეგ არი, წელიწადში მხოლოდ ერთხელ გვეთამაშება წონიანი გუნდი და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ვინც იქნება შევაკვდეთ ბოლომდე! არ ვიცი სხვა როგორ ფიქრობს მაგრამ მე საერთოდ არ მაინტერესებს აშშ-სთან თამაში, ჩემთვის მთავარი თამაში 18-შია უელსთან და ყველაფერი უნდა დავდოთ და დავუმტკიცოთ რომ გუნდის ძირითადიდან 14 კაცის შეცვლა მთლად კაი იდეა არ იყო.
სუფთა ფსიქოლიგიაა, გამოცდილებით არც იმდენად წინ დგანან იმის ფონზე რომ ლამის მთელი გუნდი ახალბედებით დააკომპლექტეს. შრკინებაში დიდ უპირატესობას და იმათი ჯარიმების წამოღებასაც ველოდები. ხაზმა რალოდ უნდა დაიკიდოს და ითამაშოს, წინდავარდნების რიდი ნუ ექნებათ. მოკლედ თუ ბიჭები საკუთარ თავთან თამაშამდე მოიგებენ ომს, მაშინ დიდი შანსია მოგების.
მთავარია მუხლის და ხელის აკანკალების გარეშე ვითამაშოთ და რაც მთავარია ჟინით..მოედანზე უნდა ვიყოთ არა როგორც მსხვერპლი არამედ როგორც მონადირე მხეცი რომელიც ყველაფერს აკეთებს ნადავლის მოსანადირებლად...სამოა და იაპონია ახსენეთ ქვევით და ამ ორ გუნდსა და ჩვენ შორის ორი დიდი სხვაობაა: 1 . ბობოლებთან თამაშის გამოცდილება და 2. მათთვის ის ტემპი რა ტემპშიც ბობოლები თამაშობენ უცხო არაა და შეუძლიათ კიდეც იგივე ტემპში ითამაშონ თავად.ჩვენი ერთ ერთი უმთავრესი პრობლემა ტოპგუნდებთან შეხვედრებში სწორედ ისაა ტემპში რომ ვერ ვყვებით და ვერ ვუძლებთ მათ მიერ შემოთავაზებულ ტემპს.ამიტომ სანამ ვისწავლით იგივე ტემპში თამაშს საჭიროა ვეცადოთ და ჩვენთვის სასურველ ტემპში წარვმართოთ მატჩი.მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ბურთს,ვიყოთ 100 კი არა 200% ით კონცენტრირებული მთელი მატჩის განმავლობაში.მინიმუმამდე დავიყვანოთ უდისციპლინობა,ჯარიმები და უნებლიე შეცდომები.ბურთიან მოთამაშეზე დროული მიყოლა და დახმარება,დაცვაში აგრესიული შემტევი ბოჭვები(უჯარიმოდ).მოკლედ ძაან ძნელია მარა საკუთარ თავზე მაღლა უნდა ავხტეთ და მოგება თუ არა იმას მივაღწიოთ რომ უელსს მთელი მატჩის განმავლბაში საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება დაჭირდეს
წესით მანდრაჟის დროც უკან მოვიტოვეთ და ბურთის კონტროლის არ უნდა შეგვეშინდეს
ბიგარი და ფალეტაუ კოზირებად შემოინახეს თუ რამეა და გაუჭირდათ , მთავარია თავიდანვე ავაწყოთ თამაში და ყველაფერი შეილება მოხდეს
დროა მოვიგოთ
დროა ! ! !
ნამდვილად არ შეიძლბე შიშით თამაში როგორც ირლანდიასთან. უნდა ვიტამაშოთ თავისუფლად
პირველ რიგში თამამ თამაშს ველოდები ჩვენი ნაკრებიდან და მაშინ გვექნება აუცილებლად კარგი შანსები. ირლანდიასთან თამაშიდან ყველაზე ცუდად ჩამრჩა გულში პირველ ტაიმში რომ ძალიან ფრთხილად ვეთამაშებოდით, აუტების დროს არ ვაწუხებდით და სხვა.
შერკინებაში და ცენტრში მაგრად ვართ, ჩვენმა ფლანგებმაც თუ ითამაშენ კარგად დაცვაში, გავაკვირვებთ კიდევაც მსოფლიოს შედეგით.წარმატებები!
ფსიქოლოგიურად თუ განვეწყობით და შევძლებთ შედარებით მაღალ ტემპში სისწრაფეზე აყოლას, მაშინ თოფიც გავარდება და მეხიც....
ჩემი აზრით ველოსიპედის გამოგენება არ უნდა დავიწყოთ, ბურთს გავუფრთხილდეთ და მორკინალებით უნდა დავჩაგროთ. ხაზით უელსის მორევა ამ ეტაპზე უტოპია მგონია.
100%-ით გეთანხმები! აღარ უნდა გავიმეოროთ შარშან შოტლანდიასთან 1-ლ ტაიმში დაშვებული შეცდომები, როცა ბურთს ვიშორებდით და მერე გვიწევდა სქოთთა "ქარბორბალა" შეტევების მოგერიება. ბურთს უნდა გავუფრთხილდეთ შეძლებისდაგვარად
ჩვენ ჩვენი უნდა ვითამაშოთ და კანადასთან რაც შეცდომები გვქონდა არ გავიმეოროთ.
"პესიმიზმი"
შემადგენლობა სად არის ჩვენი, იმედია კანადის წინააღმდეგ ვინც კარგად ითამაშა დაუფასდება გარჯა
15 კაციდან 14 შეცვალა, ფაქტობრივად მე-2 შემადგენლობით გამოდის, მშვენიერი შანსია ჩვენთვის და აქაც თუ დაგვჩაგრეს, ამას ნაღდად ვერ ,,გავატარებთ"....სხვათაშორის ჩვენგან დაჯაბნებული სამოა ტოლსწორად ებრძოლა შოტლანდიაში სქოთებს, მხოლოდ 6 ქულით დამარცხდა, იაპონია კი შარშან უელსს გაუძალიანდა, რომ არა ბოლო წუთებზე გაშვებული ჯარიმა ფრეზე ეყრებოდა.
ხალხო კმარა ეს პესიმისტი რა. მოწმენდილ ცაზე მეხებს და უდაბნოში თოვლის წამოსვლებს თუ ვადარეთ მაშინ ამ ყბა დაღებულ ექვს ერში მართლა არაფერი გვესაქმება და დავიხუროთ ქუდები და დავრჩეთ ესენგეს ლიგაში. რატომ იქნება მეხების გავარდნა ვერ გავიგე სამოამ კინაღამ მოუგო შოტლანდიას და ჩვენც არ დავაყენებდით შარშან კარგ დღეს უაზრო შეცდომბი რომ არ დაგვეშვა და კონცენტრირებულად რომ გვეთამაშა. იაპონიამ არ მოუგო კინაღამ შარშან უელსს. აბა ჩვენ რატომ უნდა გაგვივარდეს ტყვია დაუტენელი თოფიდან ვერ ვხვდები. პირიქით მე ვფიქრობ რომ ეგ თოფი კარგა ხანია დატენილია და ცაზე უკვე დიდი ხანია ეგ ღრუბელი კიდია, რომელიც რა წამს დაიქუხებს არავინ იცის, და ვაიდა კარდიფში დაიქუხოს. ჩვენ ბიჭებს ნამდვილად შეუძლიათ უელსის დამარცხება, დამიჯერეთ არაფრით არ გვჯობიან ისინი. მთავარია თავიდანვე მოსაგებად გავიდეთ, თუ ამას მოვახერხებთ ეგ თამაში ჩვენია
ჩემზე თუ გულისხმობ, მე გეტყვი რომ პესიმისტი კი არა, რ-ე-ა-ლ-ი-ს-ტ-ი ვარ. რაც შეეხება დანარჩენს, მეც ვთვლი რომ ახლა მართლაც კარგი მომენტია (და სათანადო წინაპირობებიც) საიმისოდ რათა მსოფლიოს ჩვენი რაგბის ძალა ვაჩვენოთ
ხაზს გამოცდილების მხრივ არაფერი დაეწუნება. არც შერკინების ბიჭები ეყოლებათ ხელწამოსაკრავები. მსოფლიოზე იმდენი კაცი დაემტვრათ და ინგლისი მაინც ჩატოვეს ჯგუფში, ასე რომ სულაც არ ვუყურებ იოლად. თან ახალბედებს თავის გამოჩენა ენდომებათ და არ მოდუნდებიან ბოლომდე
შესუსტებულ და შეუსუსტებელს რა მნიშვნელობა აქვს? უელსია და მორჩა, დარწმუნებული ვარ ის აღარ განმეორდება რაც შოტლანდიასთან იყო და ტოლ სწორად ვეთამაშებით, დადგა უკვე ის დრო რომ ვინმე ბობოლა გავამწაროთ. მჯერე ჩვენი ბიჯების, თუმცა ვაცნობიერებ რა ძნელი მისიაა უელსი კარდიფში ...))
მიუხედავად მეტოქის შესუსტებული შემადგენლობისა, თუ სენსაციას მოვახდენთ, ეგ იქნება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. თუ ეგ არ გამოვა (რაც მე მგონია, რადგან ბოლო-ბოლო მსაჯები "დაგვწვავენ"), მაშინ უბრალოდ ვალდებული ვართ ნამდვილი ბრძოლა გავუმართოთ და არაუმეტეს 15 ქულის სხვაობით დავთმოთ. სხვა შემთხვევაში, 6 ერის ბობოლებს დამატებითი მიზეზი მიეცემათ იმის სათქმელად, აქაოდა თქვენ შესუსტებულ უელსთან ნადგურდებით და რა დამატებას ითხოვთო
მგონი რაღაცას გაიჩალიჩებს უელსი.. თუ არა და ნახავთ. ცეცხლს ეთამაშებიან ასეთი ცვლილებებით,))
ნამეტანი ოპტიმიზმი არ გვინდა! უელსელებმა თავისი თვითონ იდარდონ, ჩვენ კიდევ ჩვენი კოზირები უნდა გამოვიყენოთ. ისე, უელსის ამ შემადგენლობასთან ნაღდად შეგვიძლია მეტნაკლებად ტოლსწორად თამაში და ამიტომაც არ უნდა დავუშვათ დიდი სხვაობით წაგება
კი გასაგებია რომ უელსია, მარა დროა ვინმე ბობოლას დამარცხების და იყოს ეს უელსი.