უელსის ნაკრების დაცვის მწვრთნელი შონ ედვარდსი ქართველებთან ფიზიკურად მძიმე მატჩის მოლოდინშია. ამის შესახებ მან უელსის რაგბის კავშირის ოფიციალური გევრდისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:
18 ნოემბერს „პრინსიფალითი სთედიუმზე“ ერთმანეთის პირისპირ ახალ ზელანდიელი მეგობრების, უორენ გეთლანდისა და მილთონ ჰეიგის გუნდები წარსდგებიან. ედვარდს კარგად ესმის, რომ უელსს რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს:
„უკანასკნელ 10 წელიწადში, მსოფლიო თასს მიღმა, ეს საქართველოსთვის ყველაზე დიდი თამაშია, რადგან ისინი ექვს ერში მოხვედრისთვის იბრძვიან. მათ იციან რამხელა მნიშვნელობა ექნება ჩვენს წინააღმდეგ კარგ თამაშს და ეს ნამდვილად შეუძლიათ“.
აღმოსავლეთ ევროპელები სახელგანთქმულნი არიან ფიზიკური ძალით, თუმცა ედვარდსმა იცის, რომ ეს ქართველების ერთადერთი ძლიერი მხარე არაა:
„ჩვენ ვიცით, რომ ქართველებს გამორჩეული მორკინალები ჰყავთ, თუმცა ისინი იმაზე უკეთეს რაგბს თამაშობენ, ვიდრე გგონიათ. მეტოქეს სრული პატივისცემით ვეპყრობით და ჩემთვის, როგორც დაცვის მწვრთნელისთვის, მნიშვნელოვანია მათი პირველი მიძალების შეჩერება. მათ ჰყავთ ძლიერი შერკინება, კარგები არიან დერეფანში, 10 ნომერი კრეატიული გადაწყვეტილებებით გამოირჩევა, ხოლო 12 ნომერი თითქმის ყველა ჯერზე ახერხებს უპირატესობის შექმნას. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“.
გეთლანდმა თქვა, რომ წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. რის პრისლენდი, რის პაჩელი, ოუენ უატკინი და ჰალემ ემოსი სასტარტოში უნდა გამოჩნდნენ. ჯონათან დევისი ავსტრალიასთან მატჩში დაშავდა და უელსს ქართველების წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. მას ექვსი თვით უქმობა ემუქრება.
„ჯონი უდიდესი დანაკლისია და მისი ჩანაცვლება ძალიან რთული იქნება. ჩვენ მას უმოკლეს დროში გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ბოლო მსოფლიო თასზე დავამტკიცეთ, რომ ტრავმირებული მოთამაშეების ღირსეულად შეცვლა შეგვიძლია. ვიყავით ყველაზე საშინელ ჯგუფში, რომლის მსგავსი მანამდე არ ყოფილა, გვქონდა ტრავმირებული მოთამაშეების დიდი სია. მორაგბეები მარჯვნივ და მარცხნივ გვემტვრეოდა, თუმცა ამის გადალახვა მოვახერხეთ“ - ამბობს ედვარდსი.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არავითარი რიდი, დრო არ გვაქვს რიდის. ხომ ხედავთ წელიწადში ერთხელ კადრულობენ ჩვენთან თამაშს ბობოლები. ასეთია ჩვენი ქვეყნის ხვედრი. ახლა უნდა იომოთ ისე რომ ყველაფერი შეცვალოთ. ვაცნობიერებთ რა ძნელი მისიაა, მარა ჩვენ გვჯერე რომ კარდიფის ომს მოიგებთ.
გამარჯვება ბიჭებო ! ! !
მაგრად დაჰკარით, ქართველებო!
მართლაც გულთბილი და საოცარი მოწოდება გამოაქვეყნა ილარიონმა.
"თქვენ მართლაც გაქვთ შანსი დაწეროთ ქართული რაგბის ისტორია და შეუქცევადი გახადოთ ქართული რაგბის განვითარება ამ ერთი თამაშით, გამოიყენეთ ეს შანსი და გახდით კარდიფის გმირები".
"წარმოიდგინეთ რომ ხართ ქართველი მეომრები კოლოსეუმში, ოღონდ როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მებრძოლები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ბედს წყვეტენ, წავალთ წინ თუ შევწყვეტთ განვითარებას. იცოდეთ, მთელი საქართველო გიყურებთ ბავშვიან ქალიანად და თქვენ უკან დგას უკლებლივ ყველა".
ამაზე ამაღელვებელს ვერაფერს დავწერდი...
ილარიონმა, ისეთი ფრთაშესხმული სამოტივაციო პოსტი დადო პესიმიზმი ადგილი ამ სტატიის ქვეშ აღარ დატოვა ამიტომ
წინ საქართველოოოოოოო!!!!!!!
.წატმატებები ბიჭებო
აბა თქვენ იცით ბიჭებო,ცოტა ხნით მაინც გახადეთ ბედნიერი,თქვენი დამშეული და ყელამდე პრობლემებში ჩაფლული საქართველო. თქვენ თითეული ქართველის გაბედნიერება შეგიძლიათ.გახსოვდეთ ეს! ეცადეთ და ღმერთი თქვენთან იქნება.წატმატებები ლომებო!
საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ყავთ შემადგენლობაში, რომლებიც ან მეორე ან სულაც პირველ კეპს იხვეჭენ, და ბუნებრივია ნერვიულობის მომენტი იქნება მათ რიგებში. ჩვე ნკი გვყავს ბევრი ახალგაზრდა, რომლებსაც უკვე დაუგროვდათ გარკვეული გამოცდილება. ძალიან მეიმედება ხმალაძის თამაშის, ვფიქრობ ბევრი რამ იქნება მის კარგ თამაშზე დამოკიდებული და ლობჟანიძემაც უნდა მოუმატოს ცოტა. მთავარია ბურთი ვაკონტროლოთ და მალე არ დავკარგოთ როდესაც ის მოგვეცემა. დაცვაში თავიდანვე ყურადღებით უნდა ვიყოთ და ისეთი ბავშვური შეცდმოები არ დავუშვათ, როგორც შოტლანდიის წინააღმდეგ თამაშში.საჭიროა თავიდანვე თამამად ვუტიოთ, რადგან ლელოები თუ არ დადე თამაშს ვერ მოიგებ. რაქებში მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო და საერთო ის შანსები რაც მოგვეცემა მაქსიმალურად უნდა განმოვიყენოთ, და კიდევ ერთ დაკიდებული ბურთების დაჭერა გვიჭირდა როგოც ყოველთვის კანადის წინააღმდეგ თამაშშიც, ასე რომ ყურადღებით. სხვა რა ვიცი მიდით ბიჭები ჩვენ გვჯერა, რომ შეგიძლიათ უელსის დამარცხება მთავარია ის შანცები რაც მოგვეცემა გამოვიყენოთ და მაქსიმალურად მოვინდომოთ 80 წუთის განმავლობაში, არ მოდუნდეთ, ერთმანეთს ელაპარაკეთ და რამდენიმემ თავის თავზე უნდა აიღოს თამაში საჭიროა ისეთი გარღვევები, რომელსაც მთელი გუნდი აჰყვება. აქ რამდენიმე ლიდერია საჭირო. მიდით აჩვენეთ ნამდვილი მებრძოლი ხასიათი. წარმოიდგინეთ რომ ხართ ქართველი მეომრები კოლოსეუმში, ოღონდ როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მებრძოლები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ბედს წყვეტენ, წავალთ წინ თუ შევწყვეტთ განვითარებას. იცოდეთ მთელი საქართველო გიყურებთ ბავშვიან ქალიანად და თქვენ უკან დგას უკლებლივ ყველა. თქვენ მართლაც გაქვთ შანსი დაწეროთ ქართული რაგბის ისტორია ზეგ და შეუქცევადი გახადოთ ქართული რაგბის განვითარება ამ ერთი თამაშით, გამოიყენეთ ეს შანსი და გახდით კარდიფის გმირები.
+1