ბორჯღალოსნები

20:48 | 13.11.2017 | ნანახია 8870 - ჯერ

შაბათის მატჩზე „ყველა“ ალაპარაკდა

თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში ბორჯღალოსნების საუცხოო თამაში და სოსო მათიაშვილის გარჯა - ლელოები და 34 ქულა, ოვალურ სამყაროს შეუმჩნეველი არ დარჩენია. მისი გაფრენის და მეორე ლელოს ვიდეო ყველა სარაგბო პორტალზე გამოჩნდა. ბრიტანულმა The telegraph-მა მათიაშვილი კვირის სიმბოლურ 15-ეულში შეიყვანა:

„კანადის 54:22 დამარცხებაში იკითხება განაცხადი, რომ მილთონ ჰეიგის შეგირდები კარდიფში უელსის დამწუხრებას ეცდებიან. მათიაშვილმა 34 ქულა მოაგროვა და ნაციონალური რეკორდი დაამყარა. მისი მეორე ლელო სულაც გამაოგნებელი იყო, ხოლო 24 ქულა კარში დარტყმებით მოიპოვა“ - ვკითხულობთ ბორჯღალოსანთა ფულბეკის დახასიათებაში.

სარაგბო პორტალი Planetrugby გასული უიქენდის ღირშესანიშნაობების აღწერას ასე იწყებს:

„...არასდროს ნებდება: მათიაშვილი თავისივე დარტყმულ ბურთს მიყვა და მას ზედ ლელოს უკანა ხაზთან დააფრინდა. ეს იყო გაკვეთილი იმისა, რომ არასდროს უნდა დანებდე. იხილეთ ვიდეო და დატკბით“ - და გვერდზე ყველას შეუძლია იხილოს სოსოს ულამაზესი გაფრენა.

'SOSO GOOD' - ასე დაასათაურა საერთაშორისო სანაკრებო უიქენდის მიმოხილვისას მსოფლიო რაგბის გვერდმა ბორჯღალოსნებისა და ნეკერჩხლების მატჩი, სადაც მათიაშვილს მთელი აბზაცი ეთმობა:

„საქართველო და მათიაშვილი კანადელთა მიმართ გულმოწყალე არ აღმოჩნდნენ - 54:22. ფულბეკის პოზიციაზე მათიაშვილის დებიუტი შედგა და მან გასაოცარი ინდივიდუალური ოსტატობა გამოავლინა. თითო ტაიმში თითო ლელო გაიტანა, მეორე შესანიშნავი მონდომების შედეგად, რასაც თან ერთვოდა მაღალი სიჩქარე და ლელოს გატანის ურყევი ნება. მათიაშვილმა გაიტანა 4 ჯარიმა და 6 გარდასახვა, ჯამში 34 ქულა მოაგროვა და ერთ ტესტ-მატჩში მოპოვებული ქულებით საკუთარი გუნდის რეკორდი გააუმჯობესა“.

„ჩვენ სარეკორდო სხვაობით კი მოვიგეთ, მაგრამ სოსო მათიაშვილის ეს ლელო მემგონი გამორჩეულია არა? არ დანებდა და ბოლომდე მიყვა!“ - ასე შეაფასა სამხრეთ აფრიკასთან 38:3 მოგების შემდეგ ირლანდიის ნაკრების მესამეხაზელმა ჯეიმი ჰისლიფმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე მათიაშვილის ლელო.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:05 | 16.11.2017
LApaata (115)

ამ ფრენის ნანახი როგორ არ ალაპარაკდებოდა? მადლობა სოსო მაგრად გაგვახარე შენი მოწადინებით და ბოლომდე იმედით. მადლობა ყველას რომ ასეთი მრავალფეროვანი და სანახავი რაგბი ითამაშეთ დ კიდევ უფრო გაგვიძლიერეთ თქვენდამი რწმენა! არ შედრკეთ უელსთან და შეუტიეთ, ვაცნობიერებთ რა ძნელი მისიაა უელსთან კარდიფში ბრძოლა, მაგრამ არ დაგვივიწყოთ ჩვენ. თქვენ ჩვენთვის უნდა იომოთ როგორც არასდროს!!

10:24 | 16.11.2017
გუგა80 (177)

15 ქულამდე მარცხს წარმატებად ჩავთვლი, თუმცა ჩემი პროგნოზი ძალიან პესიმისტურია.

ჩემთვის ბევრად საინტერესო აშშ-სთან მატჩია, რომელშიც მინიმუმ 20 ქულით მოგებას ვითხოვ!

10:57 | 15.11.2017
კახაბერი (9)

თუმცა, ჰეიგმა უკეთესად იცის, ვინ როდის ათამაშოს, ვაისისგან განსხვავებით)))

10:55 | 15.11.2017
კახაბერი (9)

ჩემის აზრით, უელსთან აჯობებს, რომ ბეგაძემ დაიწკოს. ლობჯანიძე ძალიან კარგი მორაგბეა, მაგრამ კანადასთან თამაშში რაღაცნაირად ნელი მომეჩვენა.

19:04 | 14.11.2017
krasni (587)

კარგი თამაში უნდა გამოვიდეს უელსთან, თუ ტრადიციულად მსაჯმა არ აგვირია. დაცვაში მაქსიმალური ყურადღღება გვმართებს, უელსი პატარპატარა ჩამოძინებას არ გვაპატიებს. მჯერა არც ჩვენ ვიქნებით საჩუქარი.

17:11 | 14.11.2017
maxo_65 (458)

თუ მსაჯებმა რა გავწირეს და ჩვენი უმთავრესი იარაღი შერკინება არ გაგვინეიტრალეს, მოგონილი ჯარიმებით, რისი მცდელობაც იყო კანადასთან, დიდი სხვაობით წაგებს არ ველი..გადამწყვეტია ეს თამაში და უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, მაქსიმალური მობილიზება და ყურადღებაა საჭირო, არანაირი კონცენტრაციის დაკარგვა, შეცდომა ყველას მოდის, მაგრამ ისეთი უაზრო, როგორც კანადასთან მოგვივიდა 2-ჯერ, დაუშვებელია, შერკინებიდანაც უფრო მეტს მოველი...მაინც ვფიქრობ მჭედლიძე მაგრად გვაკლია..მე იმედიანად ვარ...ისინიც ადამიანები არიან ჩვენნაირი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს..

09:11 | 14.11.2017
BEERTRANCE (1073)

ნამეტანი ეიფორია და ოვაცია არ გვინდა ოღონდ უელსთან.

ნამეტანი ქებაც არ მინდა (მაინც გვწყინს ქართველებს) მარა ამ ბიჭმა თუ ეგრე გააგრძელა ...

02:17 | 14.11.2017
თორღვა პანკელი (387)

ვუყურე უელსი ავსტრალიის ჩანაწერს, თუ დაცვაში ყურადღებით, თავგანწირვით და მაქსიმალურად რაც შეიძლება უშეცდომოდ არ ვითამაშეთ დიდი პრობლემები შეგვექმნება. კოზირები ბევრი არ გვაქვს მაგრამ რაც გვაქვს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, უელსს დანაკლისიც თვალში საცემი აქ, ავსტრალიასთან არ ყავდათ და ალბათ არც ჩვენთან ეყოლებათ ტიპურიკი, ნორთი, სემ ვორბარტონი კომენტატოტერებთან არჩევდა თამაშს, ფალეტაუ კიდე არაა კაი ფორმაში საშინელი შეცდომები დაუშვა იმედია ჩვენთანაც მასე გააგრძელებს, ერთი უკანა ხაზელიც დაემტვათ და მთელი გუნდი კაი დაჩეჩქვილია კიდო ჩვენგან განსხვავებით. შერკინება უნდა გამოვასწოროთ არ მომეწონა კანადასთან ჩვენი შერკინება, ამათი შერკინება კი გაცილებით ძლიერია მაგრამ მჯერა ჩვენი ბიჭების რომ მგრად დახვდებიან და დაღუნავენ კიდევაც, მთავარია დაცვაში რაც შეიძლება ყურადღებით და თავგანწირვით ჩვენს თავს გადავახტეთ არ დავუთმოთ არაფერი და თავდასხმაში დარწმუნებული ვარ ისე ვირაგბებთ ბევრს ცივი ოფლი დაასხამს.

17:40 | 14.11.2017
jora84 (183)

ჩვენ შერკინებას რა დაუწუნე კანადასთან?

20:56 | 15.11.2017
თორღვა პანკელი (387)

ჩვენი შერკინება გაცილებით უფრო იოლად უნდა ჩაგრავდეს კანადის შერკინებას, ერთი ორჯერ დავჯარიმდით კიდევაც რაც არ იყო სასიამოვნო სანახავი.

00:32 | 14.11.2017
თორღვა პანკელი (387)

R. Kelly - I Believe I Can Fly შენზეა დაწერილი ეს სიმღერა სოსო.

00:13 | 14.11.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე სოსო, ჩვენი გახარებისთვის ! ! !

0.084061