26 ოქტომბერს ლისაბონში სტარტს იღებს ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი. მოქმედი ევროპის ჩემპიონი – ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები” პირველ შეხვედრას ჰოლანდიის 19-წლამდელთა წინააღდეგ გამართავენ. თამაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები” ლისაბონში 22 ოქტომბერს გაემგზავრნენ, სადაც განაგრძობენ მზადებას ჩემპიონატისთვის.
ლადო კილასონია (19 წ. ნაკრების მწვრთნელი): “ვემზადებით ჰოლანდიასთან სათამაშოდ. კარგი ამინდებია, თბილა. სამწუხაროდ, ვვარჯიშობთ საკმაოდ ცუდი ხარისხის ხელოვნურ მოედანზე, არა და თამაში ბუნებრივ საფარიან მოედანზეა. ამიტომ უფრო დიდი დრო ეთმობა გაწელვებს და აღდგენას.
ბიჭები კარგად გრძნობენ თავს. ჰოლანდიასთან მატჩში ჩვენი მიზანი მარტივია: გამარჯვება და 80 წუთის განმავლობაში ჩვენი სათამაშო სტრუქტურის ანუ ტაქტიკის და დისციპლინის შენარჩუნება”.
გუშინ, 19-წლამდელებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რომლის შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა სამატჩო რაზმი დაასახელა:
შერკინება
- ნიკა ნეფარიძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი,^კაპ. 3. ბექა კაკაბაძე, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. ოთარ გიორგაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. ბადრი დანგაძე, 8. დავით პაპავაძე.
ღერძი
- ვასილ ლობჟანიძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი.
ხაზი
- დავით გულიტაშვილი, 12. ბადრი ლიპარტელიანი, 13. გიორგი კოშაძე, 14. იოსებ კიკვაძე, 15. რატი შანიძე.
მარქაფა
- გიორგი ტორაძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. თორნიკე ზოიძე, 20. ბესიკ ბარბაქაძე, 21. თემურ თუთბერიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. ირაკლი სვანიძე, 24. ანზორ სიჭინავა, 25. ბექა გორგაძე, 26. გიორგი კვესელაძე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია