ბორჯღალოსნები

20:00 | 11.11.2017 | ნანახია 6288 - ჯერ

საქართველომ კანადა გაანადგურა

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში “დინამო არენაზე” კანადა გაანადგურა.

“ბორჯღალოსნებმა” თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მეტოქე მე-3 წუთზევე დაალელოვეს: ჩვენი დერეფანი მოვიგეთ, შემდეგ ლაშა ხმალაძემ მარცხენა ფლანგზე ფეხით გადაკიდა ბურთი, რომელიც მირიან მოდებაძემ მოხსნა, სოსო მათიაშვილს ამოუგდო და ამ უკანასკნელს მეტოქის ლელოში დამიწების გარდა აღარაფერი დარჩენოდა. გარდასახვა თავად სოსომ შეასრულა ზუსტად – 7:0.

კანადელებმა მე-8 წუთზე ჯარიმით სხვაობა შეამცირეს, რასაც სოსო მათიაშვილმა სამი ზუსტად შესრულებული ჯარიმით უპასუხა და ანგარიში 16:3 გახდა. ამის შემდეგ “ნეკერჩხლებმა” რამდენიმე წუთის განმავლობაში მძლავრად შემოგვიტიეს და 28-ე წუთზე გაშვებულ ლელოს გადავრჩით: სტუმრებმა 5-მეტრიანთან საკუთარი დერეფანი მოიგეს, კარგადაც გაათამაშეს ბურთი და ხაზიც გაჭრეს, მაგრამ ზედ ლელოს ხაზთან წინ გადაუვარდათ ბურთი და ანგარიში უცვლელი გახდა, თუმცა 34-ე წუთზე ლელო მაინც მივიღეთ: კანადელებმა ჯარიმა სწრაფად გაათამაშეს, ფრთაზე რიცხბრივი უპირატესობა შექმნეს და ლუკას რამბოლმა დაგვალელოვა.

ტაიმის ბოლოს სოსო მათიაშვილს პირველი ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა “ბორჯღალოსნებმა” შესვენებამდე სხვაობა მაინც გაზარდეს: ქართველებმა დერეფანი სუფთად მოიგეს, მოლი ააგორეს და გიორგი ნემსაძემ ლელოში დაამიწა ბურთი, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა და ტაიმი 23:8 დასრულდა.

მეორე ნახევარი ძალიან მხიარული და კარგი სანახავი გამოვიდა. მაყურებელმა ექვსი გატანილი ლელო იხილა: ქართველებმა ოთხი ლელო დადეს, სტუმრებმა კი ორი.

ქართველებმა მეორე ნახევარიც ძალიან აქტიურად დაიწყეს და ეს უმალ ანგარიშში აისახა: 45-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა მორიგი ჯარიმა გაიტანა, ხოლო 52-ე წუთზე მეტოქის 5-იანიდან აგდებულ დერეფანს მასპინძელთა მძლავრი მიძალება მოჰყვა და ლევან ჩილაჩავას ლელოთი დასრულდა, რომელიც კვლავ მათიაშვილმა გარდასახა.

სტუმრებმა ლელოთი ოთხ წუთში გვიპასუხეს, მათ ხაზის გაჭრა მოახერხეს და ვან დერ მერვეს 26-ე სანაკრებო ლელოს გატანა არ გასჭირვებიათ. გარდასახვა ბროქ სთოლერმა ამჯერად ზუსტად შეასრულა და ანგარიში 33:15 გახდა.

“ბორჯღალოსნებმა” 25-ქულიანი უპირატესობა ორ წუთში აღადგინეს, მერაბ შარიქაძემ ბრწყინვალედ ითამაშა, მეტოქეს დარტყმის შემდეგ ბურთი დაუფარა, თავად მოჰყვა და ძელებს შუა დაამიწა ბურთი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ასეთივე ლელო ერთი კვირის წინ “ორიაკის” შემადგენლობაშიც დადო.

“დინამო არენაზე” შეკრებილმა გულშემატკივარმა მორიგი ლელო კვლავ ძალიან მალე იხილა: 62-ე წუთზე სტუმართა უკანახაზმა კიდევ ერთხელ ითამაშა კარგად, ხაზი გაჭრა, მოკლე ფრთაზე უპირატესობა მოიპოვა და ბროქ სტოლერმა მასპინძლები მესამედ დაალელოვა, ხოლო გარდასახვა თავადვე შეასრულა ზუსტად.

68-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა ნაკრების მაისურით პირველი დუბლი შეასრულა – მან ფეხით გადაკიდა ბურთი, თავადვე მიჰყვა და ზედ ლელოს კიდესთან დაამიწა ბურთი. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ეპიზოდი ვიდეორეფერისთან გადაამოწმა და მასთან კონსულტაციის შემდეგ ჩათვალა. გარდასახავა თავად სოსომ შეასრულა უნაკლოდ. 79-ე წუთზე კი უკანასკნელი ლელო კარლენ ასიეშვილმა გაიტანა, მათიაშვილმა გარდასახა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 54:22.

ამრიგად, კანადასთან მეოთხედ მოვუგეთ და ურთიერთშეხვედრებში წინ გავედით.

საქართველო – კანადა 54:22 (23:8)

საქართველო: 6 ლელო - მათიაშვილი (3; 68), ნემსაძე (40+4), ჩილაჩავა (52), შარიქაძე (58), ასიეშვილი (78); 4 ჯარიმა - მათიაშვილი (10; 15; 23; 45); 6 გარდასახვა - მათიაშვილი (4; 40+5; 53; 59; 69; 79)

კანადა: 3 ლელო - პერისი (34), ვან დერ მერვე (56), სთოლერი (61); 1 ჯარიმა - სთოლერი (8), 2 გარდასახვა – 57; 62)


კომენტარები (21)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:56 | 12.11.2017
buratino (480)

გილოცავთ ყველას, პირველ რიგში ჩვენს ლომკაცებს! ცალკეული ხარვეზების მიუხედავად, ნასიამოვნები დავბრუნდი სტადიონიდან, რადგან რაც ვისურვე, ჩვენმა ბიჭებმა შეასრულეს (მინიმუმ 20 ქულით მოგება, სულ ცოტა 6 ლელო და კომბინაციური თამაში). ახლა საჭიროა შეცდომების გაანალიზება და სრული მობილიზაცია უელსთან თამაშის წინ. მათთან მოგებას არ ველი, მაგრამ მიმაჩნია რომ არაუმეტეს 15 ქულის სხვაობით მარცხი რეალურია

02:43 | 12.11.2017
dinamo222 (692)

რომელმა იდიოტმა არ გაუშვა საზმაუზე რეპორტაჟი ? ვისავ რაგბი ტვ არა აქვს იმან რა ქნას ?? ინტერნეტში კი ჭედავს სასტიკად რაგბი ტნ @@@

22:27 | 12.11.2017
BEERTRANCE (1073)

საზჯმაუმ ექსკლუზივი მოითხოვა და ამიტომ არ გაუშვეს თორე რაგბის კავშირმა შეთავაზა მათთანაც ყოფილიყო რეპორტაჟი.

11:09 | 12.11.2017
maxo_65 (458)

იმედზე იყო რეპორტაჟი

02:39 | 12.11.2017
dinamo222 (692)

კარგია მოგება მაგრამ ჩვენზე გაცილებით სუსტ კანადასთან რაღაცეებში გაგვიჭირდა დაცვის უყურადღებობით გავუშვით 2 ლელო მესამე მოლით დაგვიდეს ! ამას პლიუს შერკინებაშიც ვერ ვაჯობეთ როგორც საჭირო იყო ლობჟანიძის თამაშიც არ მომეწონა არ ვიცი რაა თუ კანადასთან ამხელა პრობლემები გვქონდა ჩვენი დონის და ჩვენზე ძლიერებთან რა იქნება ! რაც მომეწონა პირველ რიგში მათიაშვილის თამაში და მერე კოლელიშვილის და შარიქაძის

01:18 | 12.11.2017
პანტელეიმონი (1218)

გილოცავთ მეგობრებო ბრწყინვალე გამარჯვებას ! ! !

01:01 | 12.11.2017
არჩილ სოხუმელი (484)

სხვა თამაშები:
გერმანია - ბრაზილია 45:12
Германия не испытала проблем с Бразилией
«Бундестим» мощно прошёлся по латиноамериканцам.
Дружина Кобуса Потьете предопределил исход противостояния ещё в первом тайме, выиграв его 26:0. После перерыва «Уш Тупиш» размочили счёт двумя попытками с реализациями, но пропустили в ответ ещё 19 очков.
Германия (26) 45:12 (0) Бразилия
Попытки: Дакау, Фушел, Отто, Шрамм-2, Матурен, Барбер – Ф. Сансери, Арруда;
Реализации: Паркинсон-5 – Ривес;
0?'>https://rugger.info/news/17167':'>https://rugger.info/news/17167'))
---------------------------------------------------------------------------
უელსი - ავსტრალია 21 - 29
Уэльс не снял австралийское проклятие
12-й год кряду «драконы» не могут обыграть «кенгуру».
Первый тайм прошёл на встречных курсах, но завершился в пользу «Валлабис» (22:13). Подопечные Майкла Чейки превзошли соперника в реализации моментов, допустив гораздо меньше ошибок. Лучше гости смотрелись в обороне. Валлийцы были менее креативны в атаке, плюс сказывалось определённое недопонимание между регбистами. Это неудивительно, весь у австралийцев меньше кадровых потерь и более сыгранный состав.
В дебюте второй половины «драконы» завладели инициативой и заработали право на два штрафных. Ли Халфпенни был точен однажды (16:22). Хозяева продолжали контролировать мяч и больше атаковать, но пропустили вопреки логике. Стефф Эванс в центре поля попал под захват Кёртли Била и упал на газон. Пока валлийцы формировали рак, думая, что мяч у их вингера, австралийский фулл-бек был уже около зачётки европейцев. Попытка с реализацией (16:29).
В концовке сборная Уэльса прочно обосновалась в пятиметровой зоне Австралии и соорудила занос Халлама Эймоса, но на большее у хозяев не хватило ни сил, ни времени.
Уэльс (13) 21:29 (22) Австралия
Попытки: С. Эванс (17), Эймос (80) – Полота-Нау (13), Коулмен (22), Хупер (40), Бил (63);
Реализации: Халфпенни (19) – Фоли (14, 24), Фоли (64);
Штрафные: Халфпенни (9, 38, 52) – Ходж (35);
Жёлтые карточки: нет – Хупер (69).
0?'>https://rugger.info/news/17170':'>https://rugger.info/news/17170'))
-------------------------------------------------------------------
ინგლისი - არგენტინა 21 - 8
Англия в невыразительном матче одолела Аргентину
Подопечные Эдди Джонса не сумели порадовать фееричной игрой заполненный до отказа «Твикенхэм», но завершили встречу победой.
В летних тестах англичане смотрелись более убедительно и менее оптимальным составом обыгрывали «Лос Пумас». Игроки «Алых Роз» с трудом сдерживали натиск аргентинцев и прилагали много усилий, чтобы заходить на чужую половину поля. В первом тайме хозяева организовали попытку и три штрафных, оппоненты ответили пенальти (14:3).
После перерыва разрыв от сборной Аргентины увеличил Семеса Рокодугуни, занос реализовал Джордж Форд. Распечатать зачётку англичан сумел Николас Санчес за считанные минуты до завершения противостояния.
Англия (14) 21:8 (3) Аргентина
Попытки: Хьюз (23), Рокодугуни (66) – Санчес (78);
Реализации: Форд (68) – нет;
Штрафные: Форд (7, 14, 34) – Боффелли (10).
')>0?'>https://rugger.info/news/17168
':'>https://rugger.info/news/17168'))

01:09 | 12.11.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ირლანდია - სარ 38 - 3
«Спрингбокс» пали на поле «Клеверных»
Сборная Ирландии стартовала в осенней тестовой серии с крупной победы над национальной командой Южной Африки.

Ирландцы продемонстрировали превосходный контроль мяча и ситуации, а также изрядное терпение, которое в концовке вылилось в три заноса. Подопечные Джо Шмидта доминировали во всех аспектах игры, всего четырежды приземлив мяч в зачётке африканцев. Три реализации и четыре штрафных принесли ещё 18 очков хозяевам. «Газели» ответили единственным точным штрафным Элтона Янтьеса.

Ирландия (14) 38:3 (0) ЮАР
Попытки: Конуэй (25), Раддок (71), Херринг (76), Стокдэйл (80) – нет;
Реализации: Секстон (73), Карбери (78, 80) – нет;
Штрафные: Секстон (4, 15, 20, 57) – Янтьес (44).
')>0?'>https://rugger.info/news/17172
':'>https://rugger.info/news/17172'))

01:03 | 12.11.2017
არჩილ სოხუმელი (484)

შოტლანდია - სამოა 44 - 38
Жаркая перестрелка в Эдинбурге
Фото: Самоа потрепала нервы Шотландии
Очень уверенно начав домашнюю встречу с Самоа, шотландцы с трудом удержали победный результат.

Первый тайм и дебют второго остался за хозяевами. Подопечные Грегора Таунсенда действовали по-хозяйски, владея инициативой и исправно создавая моменты. За стартовые 48 минут встречи «чертополохи» занесли четыре попытки (дубль хукера Стюарта МакИналли). Финн Расселл забил три реализации и два штрафных.

У самоанцев были всплески активности, но большая часть из них успешно гасилась обороной шотландцев. К 50-й минуте островитяне проигрывали 10:32. Судя по развитию событий на поле на тот момент, с трудом верилось, что гости вернуться в игру. Но вопреки всему, «Ману Самоа» это сделали, обеспечив жарку концовку.

В заключительные 20 минут противостояния болельщики увидели шесть попыток, четыре из которых на счету гостей. Тим Нанаи-Уильямс забил все реализации, европейцы – только одну. В итоге шотландцам удалось удержать победу, но защита «чертополохов» в этот день не выглядела непроходимым оплотом. Особенно это касается противодействию силовой манере игры противника.

Шотландия (25) 44:38 (10) Самоа
Попытки: Хогг (2), Джонс (35), МакИналли (40, 46), Данбар (66), Хорн (74) – Тайрелл (28), Фа’асалеле (50), Нанаи-Уильямс (63), Фонотиа (68), Тревиранус (77);
Реализации: Расселл (3, 42, 48), Хорн (76) – Нанаи-Уильямс (28, 51, 64, 69, 78);
Штрафные: Расселл (15, 25) – Нанаи-Уильямс (12).
')>0?'>https://rugger.info/news/17166
':'>https://rugger.info/news/17166'))

00:45 | 12.11.2017
არჩილ სოხუმელი (484)

კანადის ნაკრები არაა ის გუნდი სადაც რეალურად გამოჩნდა ჩვენი ძალა. ძაან მოუკლო ბოლო ხანებში, დიდი ანგარიშებით აგებს. წაგებული აქვს აშშ-სა და არგენტინის B ნაკრებებთან: აშშ B - კანადა 45 - 26; არგენტინა B - კანადა 71 - 17; სხვა თამაშები (2017 წელი), ყველა წაგება: ტონგა - კანადა 31 - 15; აშშ - კანადა 52 -16; ბრაზილია - კანადა 24 - 23; ურუგვაი - კანადა 17 - 13.
ჩვენს დაცვაში გამოჩნდა ისეთი ხარვეზები, რომ ვშიშობ ასეთი დაცვით უელსთან ძაან გავიჭირდება. შეიძლება ჩვენებმა თამაში დამალეს. ხოლო უელსთან სულ სხვა დაცვას ვითამაშებთ. მერაბ კვირიკაშვილს დიდი მადლობა მონიჭებული სიხარულისთვის, მისი თამაში და საჯარიმოები თუ ლელოები დიდი დამსახურებაა ქართულ რაგბიში, მაგრამ მგონოა, რომ დღეს მერაბი, რომ ყოფილიყო დამრტყმელი ყველა საჯარიმოს ვერ გაიტანდა. დამრტყმელებში კარგი თაობა მოდის. გორგოძის შემცვლელი არ ვიცი ვინ იქნება. თამაშთან ერთად გუნდში ძლიერი მოჩხუბრებიც საჭიროა, ჰოკეიში არის ასეთი - გუნდს რომელსაც ძლიერი მოჩხუბრები ყავს მოწინააღმდეგე ბევრს ვერ უბედავს (წესების დარღვევა, უხეშად თამაში და ა.შ.)

01:07 | 12.11.2017
NIKA..01 (335)

არ მინდა გამარჯვებიდან რამოდენიმე საათში პრობლემებზე საუბარი თუ არა მეც ბევრი ხარვეზი დავინახე.დაცვაშიც და მიუხედავად აღებული 54 ქულისა შეტევაშიც.ასევე რამოდენიმესგან ინდივიდუალური ოსტატობის თვალსაზრისით მეტის სურვილი დამრჩა.ლობჟანიძისგან 2 წლის უკან მეტის იმედი.იმედია შეძლებს მომატებას.ჩემი ხედვით 18 წლის ლობჟანიძე უფრო სწრაფად ათამაშებდა ბურთს უფრო სხარტი და კრეატიული იყო.ძალიან მინდა რომ სილაღე არ დაკარგოს.

01:16 | 12.11.2017
NIKA..01 (335)

ბევრს შეიძლება ეუცნაუროს მარა ჩემი აზრით ახლანდელი ნაკრები 4-5 წლის წინანდელ ნაკრებს ჯანით ჩამოუვარდება.დაცვაში მოლში თამაშისას ,ასევე ინდივიდუალური ბოჭვების შესრულებისას მეჩვენება რომ მოკლებული გვაქვს ჯანში.შეტევით ფაზაში რამდენი ხანია ვეღარ ვახერხებთ 10-15 მეტრიანი მოლების აგორებას.5 მეტრიანიდან ბევრჯერ ვერ ავაგორეთ და ვერ დავდეთ ლელო.არადა შერკინებასთან ერთად მოლი ჩვენი უძლიერესი მხარე იყო და ნებისმიერ ტოპ ნაკრებს გავეჯიბრებოდით.

00:25 | 12.11.2017
sabonis (74)

რა კარგი ბიჭია ეს მათიაშვილი სწრაფიცაა და ჯარიმებსაც სასწაულად ასრულებს, მოკლედ აღარაა სანევრიულო მეკოს შცვლა,

23:57 | 11.11.2017
NIKA..01 (335)

გილოცავთ! კარგი თამაში იყო.ჩემ "კრიტიკულ" ბუნებას დავრთგუნავ და ლაფსუსებსა და პრობლემებზე არ დავწერ მივხედოთ ბავშვთა და საკლუბო რაგბს,გავაძლიეროთ პროგრესი და შედეგიც თავისთავად მოვა.წარმატებები ნერვები მეშლება რომნ სამსახურის გამო ვერცერთ თამაშს ვერ ვესწრები.მძულს ჩემი სამსახური ამის გამო

22:53 | 11.11.2017
Kala94 (151)

ბრავო მართლა რა ! ყველანაირად აწყობილი გუნდი - "ვეტერანების კლასი", ახალი თაობის ახალი სისხლი და უდიდესი ნიჭი, უმაგრესი მწვრთნელები და მშვენიერი გულშემატკივრობა.. ძაან ვისიამოვნე დღევანდელი შეხვედრით !!!

22:52 | 11.11.2017
BEERTRANCE (1073)

აი როგორც იქნა ლაღი და საკმაოდ სანახაობრივი თამაში ვიხილეთ, დაცვაში 1-2 ლაფსუსი როცა ასე ჯაბნი მეტოქეს საპატიოა.

ნერვიულობის გარეშე მოვუგეთ.

კარგად გაოიჩინა თავი მათიაშვილმა.

22:50 | 11.11.2017
LApaata (115)

გილოცავთ!! დიდი მადლობა ჩვენს ლომებს. დარწმუნებული ვიყავი მოგებაში, მარა არ მეგონა ასე ადვილად დ მრავალფეროვნად, ასე მაღალ დონის თამაშს თუ აჩვენებდნენ ჩვენები, ამდენი ქულის გაკეთება კანადსთან..))

22:39 | 11.11.2017
shotai-olimpi (89)

გილოცავთ, რაც მთავარია მრავალფეროვანი თამაშით მოვიგეთ, ამდენი ქულის აღება კანადასთან არ მეგონა, წლიდან ლამდე ვუმატებთ და მჯერა ჩვენც გავერევით ბობოლებში!!!

22:09 | 11.11.2017
orioni (88)

გილოცავთ გამარჯვებას! სღოლ ბიჭებო! კარგი იყო. ყოჩაღ მათიაშვილს რა ნახტომში დაამიწა ის ლელო, ლეოპარდს შეშურდებოდა...კარგი მუხტი მიიღეს ბიჭებმა იმედია უელსთანაც გვასახელებენ.

21:51 | 11.11.2017
თორღვა პანკელი (387)

ჰე ბიჯო გამოუშვით აწი უელსი ამ გახურებულზე ჩქარა! მესმის უკვე ძვლების ჭახაჭუხი.

20:41 | 11.11.2017
maxo_65 (458)

შერკინებაში მსაჯიც გვაწვებოდა მაგრამ არაფერმა უშველათ..

23:16 | 11.11.2017
temuchin (431)

მსაჯზე აუგს ვერ ვიტყვი მთლიანობაში. ისე კი ისე აგიხდეს ყველაფერი კარგი როგორც შენი პროგნოზი ახდა

20:39 | 11.11.2017
test (124)

აი ისეთი თამაში იყო, ბევრ კითხვის ნიშანს რომ არ ტოვებს !! ყოჩაღ ბიჭებს მადლობა!!! ეგრე გააგრძელეთ !!

20:34 | 11.11.2017
meleksa (132)

გილოცავთ გამარჯვებას! სამწუხაროდ მეორე ნახევარს ვუყურე მარტო მარა კარგი იყო.

დაამარცხა ! განადგურება არაა რაგბისთვის მისაღები ფორმა, მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ.

20:31 | 11.11.2017
rachuka (32)

კარგია ამ თამაშის ტრანსლირების უფლება რაგბი ტივის რომ მისცეს,ჩვენების ხარისხიც მშვენიერი იყო და შეფუთვაც, პირდაპირ უკვე დაწყებულ თამაშის დროს არ რთავდნენ ტრანსლირებას, წინა სამატჩო გადაცემაც იყო და მატჩის შემდგომ მორაგბეების კომენტარებიც.

20:22 | 11.11.2017
rachuka (32)

მადლობა ბიჭებს დამაჯერებელი გამარჯვებისთვის. განსაკუთრებით გამიხარდა მათიაშვილის კარგი თამაში, ძალიან საჭირო მოთამაშეაგუნდისთვის მისი მეორე ლელო ძაან მაგარი იყო, დარწმუნებული ვარ უელსთან 23 კაციან განაცხადში იქნება. მოდებაძესაც კარგი დებიუტი ქონდა პირველი ლელოს ეპიზოდში შესანიშნავად იმოქმედა, სამწუხაროდ კვესელაძეს საკმარისი დრო არ მიეცა ამ ეტაპზე თუმცა რაც 20 წლამდელთა ჩემპიონატზე ვნახე შარიქაძის ტიპის მორაგბეა.დარწმუნებული ვარ ბიჭები უელსისთვის კარგად მოემზადებიან და ღირსეულ თამაშს აჩვენებენ

20:18 | 11.11.2017
miriani (151)

დედის არღანი მეთქი ბიჯოოოოო....გენაცვალეთ ლომებოოო...როგორი ახალი თაობა მოდის?? :-D 19-სი მსოფლიოზე დედის ტუტულიკები უნდა აეხეს ბარეორს მეთქიიიიი...

20:10 | 11.11.2017
gio-goli (7)

tqven genacvalet lomebo!saqartvelos siamake xart. gilocavt kvelas

0.139231