საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” პირველი ტაიმის შემდეგ კანადის ნაკრებს ამარცხებს.
“ბორჯღალოსნებმა” თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მეტოქე მე-3 წუთზევე დაალელოვეს: ჩვენი დერეფანი მოვიგეთ, შემდეგ ლაშა ხმალაძემ მარცხენა ფლანგზე ფეხით გადაკიდა ბურთი, რომელიც მირიან მოდებაძემ მოხსნა, სოსო მათიაშვილს ამოუგდო და ამ უკანასკნელს მეტოქის ლელოში დამიწების გარდა აღარაფერი დარჩენოდა. გარდასახვა თავად სოსომ შეასრულა ზუსტად – 7:0.
კანადელებმა მე-8 წუთზე ჯარიმით სხვაობა შეამცირეს, რასაც სოსო მათიაშვილმა სამი ზუსტად შესრულებული ჯარიმით უპასუხა და ანგარიში 16:3 გახდა. ამის შემდეგ “ნეკერჩხლებმა” რამდენიმე წუთის განმავლობაში მძლავრად შემოგვიტიეს და 28-ე წუთზე გაშვებულ ლელოს გადავრჩით: სტუმრებმა 5-მეტრიანთან საკუთარი დერეფანი მოიგეს, კარგადაც გაათამაშეს ბურთი და ხაზიც გაჭრეს, მაგრამ ზედ ლელოს ხაზთან წინ გადაუვარდათ ბურთი და ანგარიში უცვლელი დარჩა, თუმცა 34-ე წუთზე ლელო მაინც მივიღეთ: კანადელებმა ჯარიმა სწრაფად გაათამაშეს, ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა შექმნეს და ლუკას რამბოლმა დაგვალელოვა.
ტაიმის ბოლოს სოსო მათიაშვილს პირველი ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა “ბორჯღალოსნებმა” შესვენებამდე სხვაობა მაინც გაზარდეს: ქართველებმა დერეფანი სუფთად მოიგეს, მოლი ააგორეს და გიორგი ნემსაძემ ლელოში დაამიწა ბურთი, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა და ტაიმი 23:8 დასრულდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1
როგორი ახალი თაობა მოდის?! :-D მსოფლიოზე ბარეორს აეხევა დედის ტუტულიკები...მითქვია მეეეე
დღეს ფოთლები უნდა დავაპუტოთ ნეკერჩხლებს თქო და, დააპუტეს კი არა გონია საერთოდ უფოთლოდ გაუშვეს ჩვენმა ლომებმა..:-D
ნეკერჩხლის ნაკვერჩხლის სუნი დატრიალდა
გადაასწორეს კანადააააა......
მიდით ბიჭებო