ბორჯღალოსნები

17:04 | 10.11.2017 | ნანახია 4059 - ჯერ

კინგსლი ჯონსი: "ქართველთა ძლიერი შერკინების განეიტრალება უნდა მოვახერხოთ"

კანადის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კინგსლი ჯონსმა საქართველოსთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თუკი მისი გუნდი ხვალინდელ შეხვედრაში მეტოქის ძლიერი შერკინების განეიტრალებას შეძლებს, გამარჯვების შანსი ექნება.

კანადელთა თავკაცმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც ერთი კვირის წინ "მაორებთან" ნათამაშებ სასტარტო 15-ეულში 7 ცვლილება განახორციელა:

„წინა კვირაში მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ფანჯარა არ იყო და ამის გამო ყველა სასურველი მოთამაშე ვერ გამოვიძახეთ. სამაგიეროდ, შანსი მიიღეს ახალგაზრდებმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენ ლეგიონერებიც დაგვემატნენ და ტურნეზე უძლიერესი შემადგენლობით წამოვედით.

ჩვენი მიზანია, რომ უახლოესი თამაშები მოვიგოთ და ხვალ მოედანზე სწორედ ამ მიზნით გავალთ. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო თასის შესარჩევ თამაშებს (ურუგვაისთან 2018 წლის იანვარ-თებერვალში) გამარჯვებულის ფსიქოლოგიით შევხვდეთ. თუ ურუგვაის ვძლიეთ და მსოფლიო თასზე ჯგუფში საქართველოსთან მოვხვდით, მაშინ ტაქტიკის გადახედვა მოგვიწევს, ხვალ კი, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“.

უელსელი სპეციალისტი ქართველი ახალგაზრდების შესაძლებლობებს კარგად იცნობს:

„მე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსვლელობისას კომენტატორი ვიყავი და ახალგაზრდა ქართველი მორაგბეების თამაშით აღფრთოვანებული ვარ. შესაძლოა მათ გამოცდილება არ ქონდეთ, მაგრამ ძლიერი შემსრულებლები არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ხვალ ჩვენი მიზანი ქართველთა ძლიერი შერკინების განეიტრალებაა და თუ ეს მოვახერხეთ, მოგების შანსი აუცილებლად გვექნება“.

კინგსლი ჯონსი, რომელიც ადრე რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, მამუკა გორგოძის არყოფნით გახარებულია, თუმცა იქვე დასძენს, რომ სხვა ქართველი მორკინალებიც არანაკლები სიძლიერის არიან:

„მშვიდად ვარ, რადგან ხვალ მამუკა მოედანზე არ იქნება. წლების განმავლობაში, როდესაც რუსეთის ნაკრებში ვმუშაობდი, ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ გორგოძის გაჩერება იყო. კარგია მის წინააღმდეგ რომ არ მოგვიწევს თამაში, თუმცა საქართველოში სხვა ძლიერი მორკინალებიც არიან. ჩვენ მეტოქე გუნდის შემადგენლობას პატივისცემით ვეკიდებით“.

მწვრთნელმა კანადელთა ჩავარდნა დროებით მოვლენად მიიჩნია:

„კანადის ნაკრების თამაშებს ბავშვობიდან ვუყურებ. კანადა არ იმსახურებს იმ ადგილზე ყოფნას, სადაც მას ახლა ვხედავთ. ამ გუნდს აქვს უდიდესი პოტენციალი და დარწმუნებული ვარ, სწორი მიდგომით სულ მალე კუთვნილ ადგილს დავიბრუნებთ“.

„ნეკერჩხლების“ კაპიტანი ფილ მაკი იმედოვნებს, რომ ხვალ საქართველოში კარგი ამინდი იქნება და თამაშის ხარისხიც ექვსი თვის წინანდელზე უკეთესი გამოვა:

„კანადაში გამართული მატჩისას ძალიან ცუდი მეტეოროლოგიური პირობები იყო და საკუთარი პოტენციალი ვერცერთმა გუნდმა ვერ გამოავლინა. ჩვენი მატჩის გეგმაა, რომ გავანეიტრალოთ მეტოქის მორკინალები და თამაში გავშალოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის იანვარ-თებერვალში მსოფლიო თასის კვალიფიკაცია გავიაროთ, თუმცა მანამდე ხვალინდელი თამაშია და მოსაგებად მაქსიმუმს გავიღებთ“.

საქართველოს და კანადის ეროვნულ ნაკრებთა ტესტ-მატჩი 11 ნოემბერს, “დინამო არენაზე”, 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:17 | 11.11.2017
sokhumsky (36)

ლელო, ლელო, საქართველო!

გადახალისებული შემადგენლობა, ახალი კომბინაციები, ახალი შედეგები!

წინ გამარჯვებებისაკენ!

13:03 | 11.11.2017
BEERTRANCE (1073)

საერთოდ ხმა არ ამოიღოს ამან ჯობია DDDDDDDDDDDDDDDDDD

20:22 | 10.11.2017
maxo_65 (458)

ამან ჩვენთან შეხვედრაში რუსეთის ნაკრებს ანტირეკორდი დაამყარებინა და ეჭვი მაქვს კანადასაც იგივე დღე ელის

00:15 | 11.11.2017
miriani (151)

დედა ტრაურიიიიი...:-D ვისაც ეწყინოს დედა აუწრიალდეს....;-)

01:10 | 12.11.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

22:23 | 10.11.2017
temuchin (431)

19:53 | 10.11.2017
krasni (587)

ესენი ჩვენს შერკინებას რა თქმა უნდა ვერაფერს უზამენ და ნახეთ კიდევ ხაზმა რა დღე აყაროს.

19:24 | 10.11.2017
თორღვა პანკელი (387)

ოოო კაი რა კინგსლი შენ ნუ გაატ-კე სინდისიც კაი ძროხაა! ერთი შერკინებაში თუ გვაქ უპირატესობა(მე მგონია)და ისიც გინდა გაანეიტრალო, იმედია ვერ შეძლებთ და სხვაგანაც სიურპრიზებს შემოგთავაზებთ. მაინც რაგბია და ქართველები ვართ, კი ხართ ფავორიტები მაგრამ შეიძლება სწორედ მაგიტო მოიტეხოთ კისერი, ეხ მამუკა რა დროს არ ხარ.

22:22 | 10.11.2017
NIKA..01 (335)

ხუმრობ თუ მართლა კანადა გგონია ფავორიტი

22:57 | 10.11.2017
თორღვა პანკელი (387)

კია ფავორიტი რათუნდა მაგას ლაპარაკი მაგრამ მასე სამხ.აფრიკაც იყო იაპონიასთან ფავორიტი 2015 წელს და გემახსოვრება როგორც დამთავრდა, რითაა უელსი სამხრეთ აფრიკაზე ძლიერი, ან ჩვენ რატო ვართ იაპონიაზე სუსტი. თან იაპონიამ სამხ.აფრიკა მსოფლიო ჩემპიონატზე დაამარცხა და რატომაა ჩვენი მხრიდან უტოპია უელსთან გამარჯვებაზე ფიქრი.

23:22 | 10.11.2017
NIKA..01 (335)

უელსთან რა შუაშია კინგსლი ჯონსი?ნუ უელსელია გასაგებია მარა ამ შემთხვევაში კანადის მწვრთნელია.

23:35 | 10.11.2017
NIKA..01 (335)

მე ვიფიქრე კანადა მიგაჩნდა ფავორიტად და გამიკვირდა ძაან

23:39 | 10.11.2017
თორღვა პანკელი (387)

კანადაც ფავორიტია მარა ხოკეიში.

00:29 | 11.11.2017
NIKA..01 (335)

ხოკეიში ჩვენთან ფავორიტიაო რბილი ნათქვამია. რაგბის რაც შეეხება ჩვენი ყველაზე პრობლემური პოზიციები ფლანგი და ფულბექია.თუმცა არც მხტომელებით და მგეზავით ვართ განებივრებული.მგეზავად აბჟანდაძეს ნორმალური მონაცემები აქვს მარა ფიზიკურად ძაან სუსტია.თუ მოინდომებს და შეძლებს მოიმატოს კუნთის მასასა და ჯანში და ამავდროულად არ მოუკლოს სისწრაფესა და მოქნილობაში კარგი ფულბექი დადგება

0.095973