ბორჯღალოსნები

16:18 | 10.11.2017 | ნანახია 3358 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: "ახალი მოთამაშეების გამოსაცდელად ახლა ყველაზე კარგი დრო გვაქვს"
მერაბ შარიქაძე გულშემატკივრებს: "თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის აუცილებელია"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კანადასთან წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებთან “ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და კაპიტანი მერაბ შარიქაძე წარსდგნენ, რომლებმაც დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

მილტონ ჰეიგი: “მსოფლიო თასამდე ორი წელი დარჩა და ახალი მოთამაშეების გამოსაცდელად ახლა ყველაზე კარგი დრო გვაქვს. სამ ახალგაზრდა უკანახაზელს თავის გამოჩენის შანსი ეძლევა. ფულბექის პოზიციაზე ძირითადში პირველად ითამაშებს სოსო მათიაშვილი და ფრთებზეც ახალგაზრდა მორაგბეები ითამაშებენ, რომლებმაც მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საკუთარი შესაძლებლობები ბრწყინვალედ გამოავლინეს. კოშაძეს ნაკრებში ადრეც უთამაშია, ისევე როგორც მათიაშვილს, ხოლო კვესელაძე ჩვენს რიგებში უფრო ადრეც მოხვდებოდა რომ არა ტრავმები. ჩვენ ასევე გვყავს გელა აფრასიძე, რომელიც ახლა შემადგენლობაში ვერ მოხვდა. მისი ლელო წლის საუკეთესო ლელოების ნომინაციაში მოხვდა. მას ბრწყინვალე სარაგბო უნარები აქვს.

მირიან მოდებაძე და გიორგი კოშაძე გამოკვეთილი ფრთის მოთამაშეები არ არიან, თუმცა თავიანთ კლუბებში ამ პოზიციაზე უთამაშიათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მორაგბეებს რამდენიმე ამპლუაზე თამაში შეეძლოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი სიღრმე გვექნება და ეს ნაკრებს დადებითად წაადგება. უკანა ხაზის გაძლიერებაზე სერიოზულად ვმუშაობთ, განსაკუთრებით კი ფრთების და ფულბექის პოზიციაზე, ჩვენ ამ ბიჭების ძალიან გვეიმედება.

მეორე ხაზში გარკვეული პრობლემები არსებობს, რადგან ახალი მოთამაშეების პოვნა იოლი არ არის. რაც საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ, მხტომელების აღმოჩენაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს. ახალგაზრდულ ნაკრებებში რამდენიმე პერსპექტიული მოთამაშე გვყავს, თუმცა ამ ეტაპზე ისინი ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად არ არიან და საჭიროდ მიგვაჩნია, რომ გამოცდილ მოთამაშეებს მივანიჭოთ უპირატესობა.

ახალი ზელანდია უფრო მენატრება თუ მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებში? მამუკა, რადგან შინ დეკემბერში წავალ, ხოლო მამუკა ნაკრებში აღარ ითამაშებს.”

მერაბ შარიქაძე: “ახალი მოთამაშეები ძალიან კარგი და პერსპექტიული ბიჭები არიან, რომლებისაც ძალიან გვეიმედება და ვფიქრობთ, რომ სერიოზულად გაგვაძლიერებენ.

კანადის ნაკრები ძლიერი გუნდია. წინა შეხვედრამდე მათთვის სტუმრად არასდროს გვქონდა მოგებული. მათთან თამაში ყოველთვის გვიჭირდა და როდესაც ვუგებდით, ამას მხოლოდ გაჭირვებით და დიდი ბრძოლის შედეგად ვახერხებდით. ვფიქრობ, ზაფხულში გამართული შეხვედრისგან სრულიად განსხვავებული თამაში გველოდება.

მინდა გულშემატკივარს მივმართო, მორაგბეები თქვენთვის, გულშემატკივრებისთვის ვთამაშობთ. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის აუცილებელია და ყველას გთხოვთ, სტადიონზე მოხვიდეთ”.

საქართველოს ნაკრების ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში კანადას 11 ნოემბერს “დინამო არენაზე” დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:35 | 11.11.2017
პანტელეიმონი (1218)

გამარჯვებას გისურვებთ ბორჯღალოსნებო ! ! !

12:59 | 11.11.2017
BEERTRANCE (1073)

მაინც ადვილ გამარჯვებას ველი, ნერვიულობის გარეშე.

18:58 | 10.11.2017
თორღვა პანკელი (387)

ჰოდა სასვენი ნიშნების მართებულად დასმა ისწავლე და ბევრს ნუ ტლიკინებ.

18:40 | 10.11.2017
GiorgiG83 (525)

კი, ოღონდ ეგ ზოოპარკი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მსგავსია

18:03 | 10.11.2017
თორღვა პანკელი (387)

უფაფრო ლომი არ არსებობს მაგრამ ბოკვერი რომ იზრდება ფაფარი მერე ამოზდის, შენ ზოოპარკის დირექტორი ხარ?

17:31 | 10.11.2017
GiorgiG83 (525)

უფაფრო ლომი არსებობს?
ალბათ ქეციანი ან ძუ იქნება...
:facepalm:

17:13 | 10.11.2017
თორღვა პანკელი (387)

აბა თქვენ იცით თქვე ფაფარიანო ლომებო!

0.083853