კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კინგსლი ჯონსმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
როგორც მოგეხსენებათ, “ნეკერჩხლებმა” გასულ კვირას “მაორი ოლ ბლექსთან” შინ ითამაშეს და 9:51 წააგეს. უელსელმა სპეციალისტმა ახალზელანდიელებთან ნათამაშები შემადგენლობა გვარიანად შეცვალა და “ბორჯღალოსნებთან” მატჩში 7 ახალი მოთამაშე დაიწყებს თამაშს.
პირველ ხაზში ბურჯების პოზიციაზე ჰუბერტ ბაიდენსის და მეტ ტერნის ნაცვლად, დუსტის სერს-დურუ და ჯეკ ილნიცკი ითამაშებენ. მეორე ხაზში კაილ ბაილის მაგივრად ევან ოლმსტიდი გამოჩნდება, ხოლო მესამე ხაზში დუსტინ დობრავსკი ლუკას რამბოლმა ჩაანაცვლა.
რაც შეეხება უკანა ხაზში განხორცილებეულ ცვლილებებს: ფრთაზე დენ მურის მაგივრად ტეილორ ჰარისს ვიხილავთ. შეცვლილია ორივე შუამარბი – ჯეზეპე დუ ტოის და ბენ ლესაჯის ნაცვლად, დ.ტ.ჰ. ვან დერ მერვე და კირან ჰენრი არიან გამწესებულნი.
კანადელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი
15. ენდრიუ კო, 14. ბროკ სტალერი, 13. დანიელ ტაილიფერე ჰაუმან ვან დერ მერვე, 12. კირან ჰერნი, 11. ტეილორ პარისი, 10. პატრიკ პერფრეი, 9. ფილ მაკი (კაპიტანი);
შერკინება
1. დუსტის სერს-დურუ, 2. რეი ბარკვილი, 3. ჯეკ ილნიცკი, 4. ჯოშ ლარსენი, 5. ევან ოლმსტიდი, 6. ლუკას რამბოლი, 7. მეტ ჰიტონი, 8. ტილერ არდრონი;
მარქაფა
16. ერიკ ჰოვარდი, 17. ენტონი ლუკა, 18. კოულ კეიტი, 19. კაილ ბაილი, 20. კონორ კეისი, 21. კაილ გილმური, 22. ენდრიუ ფერგიუსონი, 23. ჯუზეპე დუ ტოი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და კანადის ნაკრებების ტესტ-მატჩი 11 ნოემბერს “დინამო არენაზე” 18 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია