მსოფლიო რაგბის დაჯილდოვების ყოველწლიურ საღამოზე, რომელიც წელს მონაკოში გაიმართება, წლის საუკეთესო ლელოს ავტორს გამოავლენენ - IRPA Try of The Year (მორაგბეთა საერთაშორისო ასოციაციის წლის საუკეთესო ლელო).
წელს გამარჯვებისთვის ოთხი ნომინანტი იბრძოლებს. მათ შორის ერთ-ერთია გელა აფრასიძის ლელო, რომელიც მან საქართველოში გამართულ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ირლანდიის წინააღმდეგ დადო.
ხმის მიცემა მხოლოდ თვითერზე მიმდინარეობს. იმისათვის, რომ გელას ლელოს ხმა მისცეთ 9 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით ამ ბმულის მეშვეობით შებრაძანდით მსოფლიო რაგბის თვითერის გვერდზე Twitter.com/WorldRugby მიმაგრებულ პოსტში დააჭირეთ ღილაკს Tweet #VoteAprasidze. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს TWEET
ხმის მიცემა მხოლოდ ამ პროცედურითაა შესაძლებელი.
აფრასიძის გარდა მსოფლიო რაგბის წლის საუკეთესო ლელოს ჯილდოზე ასევე წარდგენილნი არიან:
ირლანდიის ნაკრების და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების მესამე ხაზელის, შონ ობრაიანის ლელო ახალი ზელანდიის წინააღდეგ;
პუმების ფულბეკის, ჰუაკინ ტუკულეტის ლელო ინგლისის წინააღმდეგ;
ბლექფერნის, ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრების ფულბეკის, ფორშა ვუდმენის ლელო აშშ-ს წინააღმდეგ ქალთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში.
მსოფლიო რაგბის წლის საუკეთესო ლელო სარაგბო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც აქამდე მიენიჭათ:
2016 - ჯეიმი ჰისლიფს (ირლანდია)
2015 - ჯულიან სავეა (ახალი ზელანდია)
2014 - ფრანსუა ჰოუჰარდი (სამხრეთ აფრიკა)
2013 - ბიდენ ბარეტი (ახალი ზელანდია)
2012 - ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა)
2011 - რედიკი სამო (ავსტრალია)
2010 - ქრის ეშტონი (ინგლისი)
2009 - ჟაკ ფური (სამხრეთ აფრიკა)
2008 - ბრაიან ოდრისქოლი (ირლანდია)
2007 - ზი ნგვენია (აშშ)
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოიგებს
მიდი გელაააააა
გაიხარე გელა ! ! !
გავიდა დამკაში.
კი
თვითერი არ მაქვს მარა ცოლის თვითერს გამოვიყენებ, იმედია გელას ლელოს ბევრი მიცემს ხმას.