6 ერის ტურნირს შესაძლოა ახალი სპონსორი ჰყავდეს. სამშენებლო კომპანია “ალტრად ჯგუფი” მზადაა, რომ შოტლანდიის სამეფო ბანკი ჩაანაცვლოს, რომელიც გათამაშების მთავარი პარტნიორია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში შევიდა და უახლოეს თვეებში შესაძლოა, რომ 6-წლიანი კონტრაქტი გაფორმდეს, რომლის მიხედვითაც 6 ერი 100 მილიონ ევროს მიიღებს.
“ჯონ ფიჰანს (6 ერის აღმასრულებელი დირექტორი) სურს ბევრი ფული, მაგრამ ეს არ არის პრობლემა ჩემთვის. თუ ჩვენ შევთანხმდებით, გავაგრძელებთ გრძელვადიან შრომით ურთიერთობებს”, - განაცხადა “ალტრად ჯგუფის” ხელმძღვანელმა მოჰედ ალტრადმა.
ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო და სასიხარულო ისაა, რომ ის ქართული რაგბის მიმართ დადებითადაა განწყობილი. ალტრადი ფრანგული “მონპელიეს” პრეზიდენტია, სადაც ამჟამად 6 ქართველი ირიცხება (3 ესპუარებში). გარდა ამისა, სირიაში დაბადებული მილიარდელი საქართველოს რაგბის კავშირთან და ქუთაისის “აიასთან” თანამშრომლობს. როგორც ცნობილია, მას სურს, რომ 6 ერის გათამაშებას საქართველოს ნაკრებიც დაემატოს.
გეტყვით, რომ 6 ერის 2018 და 2019 წლების გათამაშების კალენდარი უკვე შედგენილია და შესაბამისად, საქართველოს დამატება ორი წლის განმალობაში გამორიცხულია, შემდეგ კი ვნახოთ...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყველაფერს ფული წყვიტავს.
ეს მართლაც ძალიან კარგი სიახლეა, მაგრამ ჩემი აზრით არასაკმარისი. რა უნდა მოხდეს იმისთვის რომ ბოლოსდაბოლოს "შევანგრიოთ" 6 ერის კარები?!
1. ეს ამბავი უნდა გაოფიციალურდეს;
2. აუცილებლად უნდა მოვახდინოთ ერთი მაინც დიდი ან მცირე სენსაცია 2020 წლამდე, ე.ი. ან უნდა დავამარცხოთ რომელიმე პირველი დონის ნაკრები ან მცირე სხვაობით წავაგოთ მასთან.
3. მსოფლიოზე (2019წ.) აუცილებლად მინიმუმ 2 თამაში უნდა მოვიგოთ და სულ ცოტა 3-ე ადგილი დავიკავოთ
2 თამაში უკვე მოვიგეთ მსოფლიოზე ! ეხლასამი უნდა მოვიგოოთ
მერე მეორე და მესამე შენს ვარიანტში შეუძლებელს რას ხედავ?
შეუძლებელი სულაც არაა, მაგრამ რთული რომ არის და უნდა შევძლოთ, სწორედ მაგიტომ დავწერე
ძალიან კარგი ამბავია, გაიხარეთ ! ! !
ნაღდად კაი ამბავია.
ძალიან მეჭვება რომ დაგვიშვან 5 ერში ჯერ ერთი ალტრადი კია კაი ტიპი და უნდა რომ დაგვიშვან მაგრამ იმ ნაბ....რ მამლაყინწებს უნდათ ?? და მეორეც რომ დაგვიშვან აქაურ ხარჯებს ვინ გადაიხდის ისევ ალტრადი ?
ე ბიჯოოოო...მიეცი ამეთვისტოოოო...მიეციიიიიი
თუ მოხდა იმედია მართლა ჩვენთვის დადებითად შეიცვლება.
იმედიაა
ძალიან მაგარი იქნება ეს თუ გახდება სპონსორი. მართლა მაგარი კაცია და ჩვენს მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი.