ფრანგულმა “სტად ფრანსემ” არგენტინის ნაკრების მარჯვენა ბურჯი რამირო ერერა გაიფორმა. პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 28 წლის პირველხაზელმა ხელი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა.
არგენტინელ მორაგბეს ტოპ 14-ში თამაშის გამოცდილება აქვს: 2014-2015 წლებში “კასტრის” ღირსებას იცავდა და ფრანგული კლუბის მაისური 22-ჯერ მოირგო, ხოლო შემდეგ არგენტინულ ფრანჩიზს “ხაგუარესს” შეუერთდა და სუპერ რაგბიში 18-ჯერ ითამაშა.
ერერა არგენტინის ნაკრებში 2012 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ 39 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა.
შეგახსენებთ, რომ რამიროს პოზიციაზე თამაშობს "სტად ფრანსეს" ქართველი ესპუარი გიორგი მელიქიძე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნარიაშვილი დაჭუჭყნის ყველგან სადაც დაიჭერს )))