საერთაშორისო

0:30 | 7.11.2017 | ნანახია 1664 - ჯერ

შოტლანდიის ნაკრებში ცვლილებებია

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა ნოემბრის ტესტებისთვის სამი ახალი მოთამაშე გამოიძახა.

სამივე მოთამაშე მორკინალია და “ედინბურგის” ღირსებას იცავს - მესამეხაზელი მაგნუს ბრედბარი, ბურჯი რორი სუთერლენდი და კვაჭი ნილ კოჩრანი. საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი 33 წლისაა და ნაკრებში ჯერ არ უთამაშია.

“ნარშავებს” გამოაკლდათ უგამოცდილესი კვაჭი როს ფორდი, რომელსაც 110 სანაკრებო კეპი აქვს მოხვეჭილი და შოტლანდიის რიგებში მასზე მეტჯერ არავის უთამაშია. 33 წლის ჰუკერმა გასულ კვირას მძიმე დაზიანება მიიღო, საოპერაციოა და დაახლოებით ოთხი თვის განმალობაში ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები ნოემბერში სამ საშინაო შეხვედრას გამართავს. “ნარშავები” 11 ნოემბერს სამოას მიიღებენ, 18-ში ახალზელანდიას უმასპინძლებენ, ხოლო 25-ში ავსტრალიას დაუხვდებიან. სამივე ტესტი “მერიფილდზე” გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082956