ბორჯღალოსნები

18:38 | 6.11.2017 | ნანახია 2847 - ჯერ

კანადისთვის მზადება დაიწყო

თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩამდე 5 დღით ადრე ბორჯღალოსნები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დილიდან შეიკრიბნენ. 11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ‘დინამო არენაზე’ კანადას დაუხვდება. თამაში 18 საათზე დაიწყება და მატჩზე დასწრები იყიდება ონლაინ TKT.GE/TBCRugbySeries და დინამოს სალაროებში. ფასი: 5, 10, 15 და 20 ლარი.

სატურნირო რაზმი

გასულ კვირაში საფრანგეთში განვლილი 3-დღიანი, ნაყოფიერი შეკრების შემდეგ, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნაკრების სატურნირო, 32 კაციანი რაზმი დაასახელა.

ტრავმების გამო ბურჯი დავით ქუბრიაშვილის ნაცვლად მწვრთნელებმა ლაშა ტაბიძეს, ხოლო მესამეხაზელი ოთარ გიორგაძის ნაცვლად გიორგი ცუცქირიძეს უხმეს.

ორ მორაგბეს - მირიან მოდებაძეს და გიორგი კვესელაძეს სანაკრებო კვართით ჯერ არ უთამაშიათ, თუმცა გაფართოებული შემადგენლობის ბირთვი გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

„ჩემთვის დიდი პატივია დავასახელო ბორჯღალოსნების შემადგენლობა 2017 წლის ნოემბრის, ‘თიბისი რაგბის სერიებისთვის’. მიგვაჩნია, რომ 2-3 მორაგბის გარდა, რომლებიც ტრავმების გამო მოვისაკლისეთ, საკმაოდ გამოცდილ გუნდს მოვუყარეთ თავი“ - ამბობს მილთონ ჰეიგი.

ქომაგებმა ჩვენით უმდა იამაყონ...

‘თიბისი რაგბის სერიებში’ ბორჯღალოსნები 11 ნოემბერს დინამოზე კანადას, ხოლო 25 ნოემბერს ‘მიხეილ მესხზე’ აშშ-ს ეთამაშებიან. ამ გუნდებს 6 თვის წინ ამერიკული ტურნეს ფარგლებში შევხვდით და მათთან სტუმრად პირველი გამარჯვებები მოვიპოვეთ. კანადას ქალგარში, ძლიერ ქარსა და თოვლ-ჭყაპში 13:0, ხოლო აშშ-ს მზიან ატლანტაში 21:17 ვძლიეთ.

მიუხედავად ამისა, ჰეიგი რთული თამაშების მოლოდინშია და ქართველ ქომაგს ხარისხიან თამაშს პირდება:

„ყოველი წლის ნოემბრის კამპანია განსაკუთრებულად რთულია, რადგან მეტოქეებად ძლიერი გუნდები გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ ივნისში კანადა და ამერიკა სტუმრად დავამარცხეთ, გამონაკლისი არც ეს ნოემბერი იქნება. ვიცით, რომ ისინი საქართველოში უდიდესი მოტივაციით და რევანშის წყურვილით ჩამოდიან.

„ეს ჩვენთვის ძალიან კარგი გამოწვევაა! თუ ზედმეტად თავდაჯერებულები ვიქნებით, არაფერი გამოგვივა. ჩვენი მიზანია, რომ ივნისში ნაჩვენები თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ და ისეთი შემტევი რაგბი ვაჩვენოთ, რომლითაც ქომაგი იამაყებს“

დროა ქართული რაგბის ისტორია შევქმნათ!

კანადასა და აშშ-ს შორის, ბორჯღალოსნები კარდიფში ჩავლენ და 75-ათასიან ლეგენდარულ სტადიონზე - „მილენიუმზე“ (რომელსაც ამჟამად „პრინსიფალითი სთედიუმი“ ეწოდება), უელსის ნაკრებს შეხვდებიან. თამაში საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება და ჰეიგი მის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„უელსთან თამაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, ვინც მოედანზე გავა, არამედ მთელი ქვეყნისა და ქართული რაგბისთვის. უელსი ლეგენდარული გუნდია და ლეგენდარულ სტადიონზე გვიმასპინძლებს. ‘მილენიუმზე’ ბოლოს 2015 წლის მსოფლიო თასზე, მსოფლიოს ჩემპიონ ‘ოლ ბლექსს’ ვეთამაშეთ. იმ მატჩში ძალიან კარგად გავისარჯეთ და წელს გვინდა მთელს სამყაროს ვანახოთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ უკეთ თამაშიც შეგვიძლია.

ჩვენ მზად ვართ შევქმნათ რაღაც განსაკუთრებული! ბევრი ვიშრომეთ იმაზე, რომ მოთამაშეები სწორ გარემოში მოხვდნენ, რაც მათ ხელს შეუწყობს მოედანზე სრული პოტენციალის გამოვლენაში. დროა დავიჯეროთ, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. დროა გავიდეთ მოედანზე და შევქმნათ ქართული რაგბის ისტორია!“

საქართველოს ბორჯღალოსნები

რაზმი 2017 თიბისი რაგბი სერიებისთვის

1989-2017 203 ტესტი | 250 ბორჯღალოსანი | სრულად

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

106

16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ

15

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

27

4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ]

15

მირიან მოდებაძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1997 0

:

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

67

7ლ 2სბ

სოსო მათიაშვილი

აკადემია [საქ დ 10]

1993 3

2ლ 2გ [14 ქ]

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997 0

:

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

102

22ლ [4 კაპ] 2სბ

მერაბ შარიქაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

54

10ლ [7 კაპ]

გიორგი კოშაძე

რუსთავის ხარები [საქ დ 10]

1996

6

4ლ

10

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

78

4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1988

56

7ლ 4გ [43 ქ]

10

რევაზ ჯინჭველაშვილი

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1995

3

:

9

გიორგი ბეგაძე

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1986

58

2სბ

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

24

5ლ

9

გელა აფრასიძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1998

2

:

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

44

2ლ სბ

1

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

28

8ლ 2სბ

1

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

27

2ლ

2

ჯაბა ბრეგვაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1987

46

ლ 2სბ

2

შალვა მამუკაშვილი

კარკასონ [სფრ პრო დ2]

1990 46

4ლ

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ14]

1991

32

3ლ

3

სოსო ბეკოშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1993

8

:

3

ლაშა ტაბიძე

ბორდო [სფრ ტოპ 14]

1997

4

:

2ხ

გიორგი ჩხაიძე

დომონ [სფრ ფედ2]

1981

97

10ლ [1 კაპ] 6სბ

2ხ

გიორგი ნემსაძე

ბრისთოლ [ინგ ჩემპ]

1984

73

12ლ 5სბ

2ხ

კოტე მიქაუტაძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

51

2ლ 3სბ

3ხ

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ პრო დ2]

1984

62

2ლ [15 კაპ] 3სბ

3ხ

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989

41

4ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ

3ხ

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

38

10ლ სბ

3ხ

ლაშა ლომიძე

ლონდონ აირიშ [ინგ პრემ]

1992

33

5ლ + შ სბ

3ხ

ბექა ბიწაძე

ნარბონ [სფრ პრო დ2]

1991

22

6ლ + შ

3ხ

გიორგი ცუცქირიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

6

სბ

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:15 | 07.11.2017
ilarioni (138)

jora84 (43)მეგობარო მისმინე, ჩემი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ ტიერ 2 გუნდებს შორის როცა უნდათ კარგადაც ასხვავებენ, იგივე ფიჯის, სამოას, ტონგას და იაპონიაზე რომ არაფერი ვთქვათ ჩვენზე ბევრად მეტ შესაძლებლობას აძლევენ ხოლმე ეთამაშონ ათეულში შემავალ გუნდებს. გასაგებია, რომ რაგბის ტრადიციები მაგ ქვეყნებში ცოტა აღემატება საქართველოსას მაგრამ ჩვენ პროგრესიც ხომ ცალსახაა, ამიტომ ვფიქრობ სულ მინიმუმ დავიმსახურეთ, რომ მათ მსგავსად მოგვეპყრონ. რაც შეეხება იაპონიას, მათ 2015-მდეც ბევრად უკეთესი კალენდარი ჰქონდათ ხოლმე ჩვენთან შედარებით, რაც ბუნებრივია დამსახურებული იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ უკვე ჩვენც ვიმსახურებთ და გვჭირდება მეტი ტესტი ძლიერ გუნდებთან. არავინ არ ამბობს იმას, რომ ჩვენ კანადაყე ერთი თავით მაღლა ვდგავართ, უბრალოდ კანადა ბოლო დროს ძალიან ფორხილობს. 24-ე ადგილი შემთხვევეითი არ არის. ამიტომ ჩვენ რას მოგვცემს კანადასთან ჭიდილი ნამდვილად ვერ გეტყვი. კანადისნაირი ესპანეთი, რუსეთი რუმინეთიც გვყავს ერთა თასზე და მაშინ ბარემ იმათ ვეთამაშოთ შემოდგომაზე, რა განსხვავებაა. გარდა ამისა ჩილესთან შედარება ვფიქრობ ცოტა უტრირებულია, იმიტომ რომ ჯერ ერთი ოთხჯერ ზედიზედ მსოფლიოზე გამოვსულვართ და გარდა ამისა ჩილემ ჯერ უნდა დაიმსახუროს და ბუნებრივია როგორც ჩვენ გვინდა ძლიერებთან ჭიდილი ისე ჩილეს სჭირდება და დააჭიდონ მაგ კანადას ნოემბრის ტესტებზეც ვფიქრობ კანადამაც დაიმსახურა ბოლოდროინდელი გამოსვლებით და ჩილემ თავისი კარგი თამაშით. ყოველ შემთხვევაში ბოლო ხუთ თვეში ორჯერ კანადასთან თამაში ვფიქრობ მეტისმეტია.წესით,თუ სწორად მახსოვს კანადა და აშშ კი არ უნდა ჩამოსულიყვნენ აქ არამედ კუნძულელები, მერე რაღაცეები შეიცვალა, რასაც ჩვენ გულშემატკივარი ბუნებრივია ვერ ვიგებთ რატომ. ზოველ შემთხვევაში ჩემი აზრია, რომ რამდენადაც შესაძლებელია რაგბის კავშირი ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდეს

14:47 | 07.11.2017
ilarioni (138)

ჩვენ უნდა შევეცადოთ,რომ შემოდგომის ტესტებზე რაც შეიYXლება Yლიერ გუნდებს შევხვდეთ ხოლმე, პირდაპირ უნდა მოვითხოივოთ ეს ჩემი აზრით, რის მოთხოვნაც შეგვიძლია, იმიტომ რომ, თვითონ გვაღიარებენ ერთ-ერთ ყველაზე მზრად გუნდად, და თუ შესაბამის ლიგაში არ გვიღებენ მაშინ ივნისშიც და შემოდგომაზეც საჭიროა, რომ შესაბმისად ორ-ორ ძლიერ გუნდს მაინც შეგვახვედრონ, რომლებიც ჩვენზე დაბლა არ უნდა იყვნენ რეიტინგში, ჩვენ ეს ჰაერივით გვესაჭიროება. აბა კანადის წინააღმდეგ თამაში რას მოგვცემს, გინდა მაგათ ეთამაშე და გინდ ბელგიას

13:08 | 07.11.2017
ilarioni (138)

ბრაზილიამ მოუგო კანადას და გეხვეწებით რა. თუმცა არ დაფასება რაგბში ყველამ ვიცით რად შეიძლება დაგვიჯდეს. ასეთ გუნდთან ჩემთვის პირადად მთავარია თამაში გავშალოთ

13:06 | 07.11.2017
DataN24 (215)

დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ აუცილებლად, მსოფლიოს უნდა დავანახოთ რომ ერთი თავით მაღლა ვდგავართ ამ გუნდებზე

12:39 | 07.11.2017
ilarioni (138)

მოდით პირდაპირ ვთქვათ რა რეიტინგში 24-ე ადგილზე მყოფ გუნდს ვეთამაშებით. ვერ ვხვდები როგორ უნდა გავიზარდოთ. ნაცვლად იმისა რომ ჩვენ სიახლოვეს მზოფ გუნდებს შეგვახვედრონ ან ცოტა ჩვენზე ზემოთ მყოფებს ორი ორ ოთხ თვეში ორჯერ გვათამაშებენ კანადასთან. მარაზმია ეს აბა რა არის. ცოტა თუ არ მოვითხოვეთ არაფერი გამოვა მემგონი. ეს პირველი ეშელონის გუნდები კიდევ რა გახდა რომ დაავალდებულო ჩამოეთრიონ აქ. სულ ჩვენ როდემდე უნდა ვეახლოთ, ჩვენზე ძლიერები რომ არიან ისიც არ ყოფნით, რომ სახლში თამაშის უპირატესობაც ემატება ამას. დროა კანადას დიდი ანგარიშით მოვუგოთ, რომ იქნებ ყურები გამოიბერტყონ ვინც კალენდარს ადგენს და ცოტა ჩვენც, რომ გვეაქტიურა ცუდი არ იქნებოდა. თვითონ განსაჯეთ თუნდაც კანადას ბევრად უკეთესი ტესტები აქვს მაორებს ხომ ეთამაშა, ჩვენ გვეთამაშება 12 (საფეხურით მაღლა მდგომ გუნდს) და ფიჯის. იაპონია ავიღოთ რომელიც ერთი საფეხურით ჩვენზე მაღლაა რეიტინგში, ეთამაშა ავსტრალიას, უნდა ეთამაშოს საფრანგეთს და ტონგას. ამიტომ რაგბის კავშირის პრეზიდენტს მინდა დავუსვა ეს კითხვა, სამწუხაროდ შეხვედრაზე ვერ წავედი (რომელიც წინა დღეს დააანონსეს თორემ იქ დავსვამდი ამ და სხვა საჭირბოროტო კითხვებს), რა ხდება, რატომ გვჩაგრავენ, იქნებ სათანადოდ ვერ ვაქტიურობთ. ექვს ერში არ გვიღებენ გასაგებია მაგრამ ეს კინკილა ტესტები დაგვრჩა და ამ დროს მაინც ცოტა სერიოზიულ გუნდებს მაინც შეგვახვედრონ, რომ ცოტა გავიზარდოთ, თორემ მსოფლიომდე დრო აღარ დარჩა. დაჟინებით უნდა მოვითხოვოთ. წავიდნენ და კანადა ათამაშონ ბრაზილიასთან და ესპანეთთან, ერთა თასზეც გვყოფნის რა გუნდებსაც ვხვდებით. ესე თუ გაგრძელდა არ ვიცი რა. ამ ნოემბერს ველოდებით მთელი წელი, რომ ცოტა სერიოზული გუნდები ჩამოვლენო და კუნძულელებიც სანატრელი გაგვიხადეს. თუ ვტყუი მითხარი და გავჩერდები

15:52 | 07.11.2017
jora84 (183)

2015 წელსვე ითქვა, რომ 2019 წლამდე ყველა ტიერ2 ნაკრები(იამ, ფიჯ, საქ, სამ, ტონ, აშშ, კან, რუმ) ერთმანეთს ერკინებოდა მინიმუმ ორჯერ შინ და გარეთ პრინციპით. ასევე ითქვა, რომ ჩვენ ტიერ-1 გუნდთან მოგვიწევდა მინიმუმ სამი რკენა(ამ გადასახედიდან გვექნება 5 მსოფლიომდე). ტიერ-2 გუნდთან(რუმინეთი არ ითვლება) 11 ქულით გვაქვს მოგებული, ასე რომ ვინმეზე ერთი თავით მაღლა დგომაზე პრეტენზია უადგილოა. იაპონია მასპინძელია და ლოგიკურიცაა, რომ ყველა გუნდს უნდა მსოფლიომდე ჩავიდეს და გარემოს გაეცნოს. ასე რომ არავინ არ გვჩაგრავს, ვიღებთ იმას რასაც დაგვპირდნენ და დავიმსახურეთ ჩვენი თამაშით. რომ ითხოვ ტიერ 1 აიძულონ აქ ჩამოვიდესო, ჯერ ერთი ფინანსური კუთხით რას ვთავაზობთ და მეორე, სადმე ჩილეში ჩილეს ფორუმზე რომ იწუწუნოს ვინმემ საქართველო ჩვენთან ჩამოსვლას რატომ არ კადრულობენო მოსაწონი იქნება ჩვენი მხრიდან? მაორებს რაც შეეხება ფულს ვინც უხდის იმასთან მიდიან.

14:10 | 07.11.2017
buratino (480)

მეც იმავე აზრის ვარ რომ კანადა-აშშ ამ ტესტებისთვის ზედმეტია მაგრამ ფაქტია რომ მსოფლიო რაგბის ბოსები გვჩაგრავენ. რაც შეეხება კუნძულელებს, წელს მათთან ტესტები რუმინეთს "უწყალობეს". ჩემი აზრით, მანამ სანამ ხმაურიან სენსაციას არ მოვახდენთ (ვგულისხმობ რომელიმე პირველი დონის ნაკრების დამარცხებას ან სულ ცოტა ტოლ-სწორად თამაშსა და მცირე სხვაობით წაგებას), ჩვენს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება

10:42 | 07.11.2017
buratino (480)

აბა, ჩვენო ლომებო, დრო მოვიდა რომ გაგვახაროთ! მოგვენატრა აგუგუნებული ტრიბუნები და თქვენი ვაჟკაცური ბრძოლა

08:11 | 07.11.2017
krasni (587)

მიაწექით ლომებო.

21:58 | 06.11.2017
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით, ნერვიულობის გარეშე.

0.119857