ჩემპიონატები

3:48 | 6.11.2017 | ნანახია 3125 - ჯერ

"გლაზგო უორიორსის" საოცარი ლელო (+VIDEO)

პრო 14-ის მე-8 ტურის მატჩში "გლაზგო უორიორსმა" "ლენსტერს" უმასპინძლა, 31:21 დაამარცხა და კვლავ უდანაკარგოა. შეხვედრის 24-ე წუთზე კი, რაც მასპინძელთა ფიჯელმა გარემარბმა ნიკო მატავალუმ გააკეთა, ჯობს საკუთარი თვალებით იხილოთ.

ცნობისთვის, 28 წლის მორაგბე ფიჯის ნაკრების წევრია და 31 მატჩში 6 ლელო აქვს გატანილი. ის გარემარბის გარდა, ჰავბექის პოზიციაზეც თამაშობს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:02 | 06.11.2017
GiorgiG83 (525)

პრაქტიკულად 7კაცა გამოუვიდა, მანძილი მეორე ხარისხოვანი ხდება თუ ჩქარა დარბიხარ - დიდი ღრიჭოები ჰქონდა და ამ სიჩქარის ხარჯზე "ამოავსო"
თუმცა...
კაცს შრომა არ უნდა დაუკარგოო და შექების ღირსია

0.098177