ლეგიონერები

3:00 | 4.11.2017 | ნანახია 1852 - ჯერ

ტურის წინ: ქართველები ტოპ 14-ში

გაგაცნობთ იმ ქართველი მოთამაშეების ვინაობას, რომლებიც საფრანგეთის პირველი ელიტული დივიზიონის მე-8 ტურის მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას.

17:45 ტულუზა (მე-5 ადგილი) – ბორდო (6)

“ბორდოს” ქართველი ესპუარებს ლაშა ტაბიძეს და ირაკლი ცხადაძეს, ჯერჯერობით ტოპ 14-ში სათამაშოდ მზად არ თვლიან და 23-კაციან განაცხადში კვლავ არ არიან.

21:30 ოიონა (12) – კასტრი (9)

მასპინძელთა სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდნენ ბურჯები ირაკლი მირცხულავა და გიორგი ვეფხვაძე.

21:30 რასინგი (7) – პო (8)

“რასინგის” სასტარტო შემადგენლობაშია მარცხენა ბურჯი ვასილ კაკოვინი, ხოლო სტუმართა რიგებში კვლავ არ ჩანს ესპუარი ომარ ოდიშვილი.

21:30 ლიონი (1) – ლა როშელი (3)

გათამაშების ლიდერის ქართველი ესპუარები თორნიკე მატარაძე, გურამ პაპაძე და გიორგი ჯავახია განაცხადში არ არიან. კვლავ ტრავმირებულია “ლა როშელის” მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი.

23:45 აჟენი (13) – ტულონი (4)

როგორც მოგეხსენებათ, ორივე გუნდის რიგებში სამ-სამი ქართველი ირიცხება, თუმცა მასპინძელთა განაცხადში ამჯერად თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილის და ვახტანგ ახობაძის ადგილი ვერ გამოინახა. “ტულონის” ძირითად შემადგენლობაშია მამუკა გორგოძე, რომელიც მეორე ხაზში ითამაშებს. მარქაფაშია ლევან ჩილაჩავა, ხოლო ბადრი ალხაზაშვილი 23 კაცში ვერ მოხვდა.

კვირას კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება: “ბრივი” შინ “სტად ფრანსეს” შეერკინება, ხოლო ტურის ცენტრალურ მატჩში “მონპელიე” მოქმედ ჩემპიონს “კლერმონს” უმასპინძლებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:49 | 04.11.2017
temuchin (431)

ვისაც არ ათამაშებენ ნაკრების შეკრებაზე მაინც გამოუშვან შეთამაშდებოდნენ მაინც ბიჭები

13:48 | 04.11.2017
temuchin (431)

ვერ არის კარგი ამბები.

0.086236