ბორჯღალოსნები

13:18 | 2.11.2017 | ნანახია 3180 - ჯერ

იაპონიაში უელსით ვიწყებთ

იაპონია 2019, რაგბის მსოფლიო თასი 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, ბორჯღალოსნები პირველ თამაშს 23 სექტემბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავენ. დღეს მსოფლიო რაგბმა ჯგუფური ეტაპების მატჩების განრიგი მომავალი მსოფლიო თასის ფინალურ შეხვედრამდე ზუსტად 2 წლით ადრე ოფიციალურად გამოაქვეყნა!

ზედიზედ მეხუთედ

2019 წელს ბორჯღალოსნები ზედიზედ მეხუთე (2003 წლიდან) მსოფლიო თასზე ითამაშებენ. ორი წლის წინ, ინგლისის მსოფლიო თასზე, პირველად ტურნირის ისტორიაში, ქართველმა მორაგბეებმა ორი თამაში მოიგეს (ტონგასთან და ნამიბიასთან), ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით 12 მოწინავე გუნდს შორის მოხვდნენ და იაპონიის საგზური 4 წლით ადრე, შესარჩევი ეტაპის გარეშე დაიბევეს.

მაისში გამართული კენჭისყრის შედეგად, 2019 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი გუნდი „დ“ ჯგუფში - ავსტრალიასთან, უელსთან, ოკეანეთის შესარჩევი ზონის გამარჯვებულ ფიჯისთან და ამერიკა2-თან მოხვდა. ამერიკის ზონიდან მეორე გუნდის ვინაობა 2018 წლის დასაწყისში გაირკვევა. 27 იანვარს კანადა ურუგვაის მიიღებს, 3 თებერვალს განმეორებითი შეხვედრაა და პლეი ოფის გამარჯვებული „დ“ ჯგუფის ბოლო ბინადარი გახდება.

უელსიდან ავსტრალიამდე

იაპონიაში ბორჯღალოსნები პირველ თამაშს 23 სექტემბერს, ტოიოტა სითიში, 45-ათასიან ‘ტოიოტა სთედიუმზე’ უელსთან გამართავენ და ის ადგილობრივი დროით 19:15 საათზე დაიწყება (სხვაობა 5 საათი).

29 სექტემბერს საქართველო ტოიოტა სითის ჩრდილო აღმოსავლეთით, ქალაქ კუმაგაიაში, 24-ათასიან ‘კუმაგაია რაგბი სთედიუმზე’ ამერიკა2-ს შეხვდება. თამაში ადგილობრივი დროით 14:15 საათზე დაიწყება.

14:15 საათზე იწყება მესამე მატჩიც, რომელშიც ბორჯღალოსნები ფიჯის 3 ოქტომბერს შეხვდებიან. თამაში ქვეყნის ყველაზე დიდი, მთავარ კუნძულ ჰონსიუს აღმოსავლეთით, ზღვისპირა ქალაქ ოსაკაში, ‘ჰანასონო სთედიუმზე’ გაიმართება, რომელიც 30 ათას მაყურებელს იტევს.

ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს, შიზუოკას პრეფექტურაში, ‘შიზუოკა სთედიუმზე’ (50 889 მაყურებელი) ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ. თამაში 19:15 საათზე იწყება.

მსოფლიო რაგბის ეგიდით, ბორჯღალოსნებს იაპონიაში პირველ თამაშამდე ერთი კვირით ადრე, ანუ 16 სექტემბრიდან შეეძლებათ სტუმრობა. ჩვენს გუნდს ოთხივე თამაშის გამართვა ქვეყნის უდიდეს კუნძულზე - ჰონსიუზე უწევს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:01 | 02.11.2017
rachuka (32)

კალენდარში მართლა არ გაგვიმართლა, მთავარია რაც შეიძლება კარგი და ღრმა შემადგენლობით წავიდეთ, რომ როტაცია მოხდეს რაც შეიძლება მინიმალური პრობლემებით თორემ ისე გაგვიჭირდება, განსაკუთრებით როტაცია საჭირო იქნება კანადასა და ფიჯისთან ჩვენს შემადგენლობაში. შერკინების პირველ და მესამე ხაზში ჩემი აზრით როტაციის პრობლემა არ გვექნება, არც 9 ნომერზე, შუამარბის პოზიციაზეც არ მგონია გვქონდეს, არიან როგორც გამოცდილი შუამარბები (ბუკა, კაჭი, თაზო (კლუბში ამ პოზიციაზე თამაშობს) და ახლად გამოძახებული კვესელაძეც ძაან კარგია 20 წლამდელებში მისი თამაშიდან გამომდიანრე ამ პოზიციაზე) პრობლემა სრულფასოვანი როტაციის დღეის მდგომარეობით გვაქვს შერკინების მე-2 ხაზში, 10,11, 14, 15 (10 ნომერზე შედარებით ნაკლებად მაინც გვყავს 2 კარგი დონის 10 ნომერი, ჯინჭველაშვილმა უნდა მოუმატოს) ამ პრობლემას აუცილებლად უნდა მიეხედოს თორემ უელსთან ძალების დაზოგვა და არც მეორე შემადგენლობით თამაში არ გვიშველის ფიჯისთან ძალების დაზოგვაში. ფიჯის თუ რამდენად დაღლილები შევხვდებით წყვეტს რეალურად კანადასთან შეხვედრა და არა უელსთან. უელსთან "მეორე" შემადგენლობა რომც დააყენო და შემდგომ კანადასთან და ფიჯისთან "ძირითადი" შემადგენლობით გამოხვიდე 3 დღეში მაინც გაუჭირდებათ ძალების აღდგენა ბიჭებს. უელსიდან კანადის მატჩამდე კი რა შემადგენლობითაც არ უნდა ვითამაშოთ 6 დღე მგონია საკმარისია ძალების აღსადგენად. მე მაინც მგონია უელს ოპტიმალური შემადგენლობით უნდა ვეთამაშოთ, კანადისთვის ნაწილობრივ როტაცია (სათადარიგო მოთამაშეებისაც) განვახორციელოთ (შერკინებაში, შუახაზში, 9 ნომერზე) და ფიჯისთან ისევ მაქსიმალურად ოპტიმალური და ძალებ აღდგენილი შემადგენლობით ვიბრძოლოთ. წინ კიდევ ორი წელია და სწორი დაგეგმის პირობებში და იღბალის შემთხვევაში (ტრეამვბის მხრივ პირველ რიგში) მემგონი შეიძლება ცუდი კალენდარის შედეგები გავანეიტრალოთ. წარმატებები ბიჭებს!

19:55 | 02.11.2017
თორღვა პანკელი (387)

მეც ვფიქრობ რომ უელს უნდა შევაკვდეთ! ძაან ძნელი იქნება და არც შანსები არაა მაინც და მაინც დიდი მაგრამ უკან დამხევები ნაღდად არ ვართ არავისთნ, ეს სხვა სპორტია. მე თუ მკითხავ არაფრით არ გვჯობნის იაპონია და არც ჩვენზე ძლიერი გუნდი მგონია, მაგრამ მოახერხეს უელსზე ძლიერი სამხ.აფრიკის დამარცხება, მომწიფებული მგონია უკვე დრო რომ რომელიმე გრანდი წავაქციოთ. შეიძლება ვინმეს გადაჭარბებულად ეჩვენებოდეს მაგრამ ვფიქრობ რომ შეიძლება უელსის დამარცხება, ექვს ერში შესვლა ჯერ არა რეალური მგონია და ვფიქრობ არც ვართ მზად მაგრამ ადრე თუ გვიან ხო უნდა შევიდეთ, კაია რო კაი ხანია კარზე უკაკუნებთ კიდევაც მაგრამ შიგადაშიგ ერთი მაინც თუ არ გამოურიეთ სენსაცია უკაკუნე და უბრახუნე რამდენიც გინდა ამ პრ-ბს.

18:40 | 02.11.2017
BEERTRANCE (1073)

არ მომწონს კალენდარი. კანადას უნდა ვაჯობოთ ძალების დაზოგვით. ფიჯისთან უნდა ჩAვდოთ სული და გული. უელსთან და ავსტრალიასთან ლაღი თამაშით გავერთოთ.

1 კვირით რო ჩავიდე იაპონიაში სადგაც 2000 ევრომდე ავალ ალბათ. იმედია მოვახერხებ გამოზოგვას.

17:30 | 02.11.2017
GiorgiG83 (525)

სტარტიდან რაც უდრო შორს არის ფიჯი, მეტია ტრავმების ალბათობა, თან 3 დღე აღსადგენად ცოტა კი არა ძალიან ცოტაა
კანადასთან სულ რომ 3:0 მოვიგოთ, მთავარია ძალები დაიზოგოს
უელსის და ავსტრალიის დ...ც ჯეკ... მთავარია ფიჯი, რომელიც ჩვენზე ძლიერია - აღაც მამუკა გვყავს და აღარც ზირაქა და + ნაკრების 2015 -ის დროინდელი "გვარდია" +4 წლით "ბერდება"

15:46 | 02.11.2017
zurageorgevich (45)

კარგია უელსს პირველს რომ ხვდებით. თუ 2015 ში ტონგა იყო სამიზნე, დრო მოვიდა ტიერ ერთის გუნდი დავამარცხოთ და რამდენადაც წარმოუდგენელი არ უნდა იყოს 2019 წლის სამიზნე ზუსტად უელსი უნდა იყოს და უელსთან თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ, ეს იქნება მოულოდნელობა 2015 წლის იაპონია - სამხ. აფრიკის მსგავსი, სალაპარაკოდ ცოტა მარტივად ჟღერს მარა წარმოუდგენელი და შეუძლებელი არაფერია ... რაც შეეხება ამერიკა 2 თან თამაშას აუცილებლად დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ (არა ისე როგორც სამოასთან 2015-ში) და ჩვენზე ცოტათი უკეთესი ფიჯიც უნდა დავამაცხოთ... ეს იქნება იდეალური ... წარმატებები

16:24 | 02.11.2017
zurageorgevich (45)

სამოა კიარა ნამიბია მინდოდა მეთქვა

14:37 | 02.11.2017
nikachkhaidze (21)

ამერიკა 2 თან და ფიჯისთან თამაშები ძალიან ახლოსაა, ცუდია

0.082564