საერთაშორისო

12:00 | 31.10.2017 | ნანახია 1479 - ჯერ

სამხრეთ აფრიკას ჟან-ლუკ დუ პრეზი ვეღარ დაეხმარება

სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ნოემბრის ტესტებისთვის მესამეხაზელი ჟან-ლუკ დუ პრეზი გამოაკლდა. “ქურციკების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 22 წლის ფლანკერს ტერფი აქვს მოტეხილი.

“ჟან-ლუკის დაზიანება გამოკვლეულ იქნა დურბანში და დადგინდა, რომ მას ტერფი აქვს მოტეხილი. სამწუხაროდ, მისი თამაში მომდევნო თვეში გამორიცხულია”, - განაცხადა “ქურციკების” ექიმმა კონრად ფონ ჰაგენმა.

დუ პრეზმა ტრავმა შაბათს ქარის თასის ფინალში მიიღო, სადაც მისი “შარქსი” “ვესტერნ პროვინსთან” 21:33 დამარცხდა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მორაგბე “შარქსში” 2014 წლიდან ირიცხება. მან “ზვიგენების” მაისურით ყველა ტურნირზე 47-ჯერ (4 ვოდაკომის თასზე, 15 ქარის თასზე და 28 სუპერ რაგბიში) ითამაშა და 5 ლელო (3 სუპერ რაგბიში, 2 ქარის თასზე) გაიტანა. მან სამხრეთ აფრიკის რიგებში 10 კეპი მოიხვეჭა და მეტოქეები ორჯერ დაალელოვა.

გეტყვით, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები ევროპაში ოთხ ტესტს გამართავს. 11 ნოემბერს დუბლინში ირლანდიას ეწვევიან, 18-ში პარიზში საფრანგეთს ესტუმრებიან, 25-ში პადოვაში იტალიას დაუპირისპირდებიან, ხოლო 2 დეკემბერს კარდიფში უელსს შეერკინებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082055