ქართული რაგბის ქომაგებს წლეულს საინტერესო თბილისობა ელით: 25-26 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზა საქართველოს 2014 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს 7-კაცა რაგბში.
წლევანდელ გათამაშებაში 9 უმაღლესი და 2 პირველი ლიგის კლუბი მონაწილეობს. ტურნირზე მე-12 გუნდად წარმოდგენილი იქნება “ლოკომოტივის”, “აკადემიისა” და “ყოჩების” მორაგბეებისგან შემდგარი გუნდი, რომელსაც “ბარბაროსები” დაერქვა.
გუნდები სამ – “ა”, “ბ” და “გ” ჯგუფად გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის მატჩები 25 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო პლეიოფები და ფინალები 26-ში.
“ა” ჯგუფი – ლელო სარასენს, ჯიქი, ხარები, ბარბაროსები;
“ბ” ჯგუფი – არმია, აია, ბათუმი, ბაგრატი;
“გ” ჯგუფი – ლოკომოტივი, ყოჩები, თი ბი ეს, აკადემია;
ძირითადი ტურნირის პარალერულად გაიმართება თბილისის პირველობა ჭაბუკთა შორის, რომელშიც 8 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ჭაბუკები თითო 7 წუთიან ტაიმებს ითამაშებენ, ხოლო ფინალები ორ 7 წუთიან ტაიმებად გაიმართება.
ჭაბუკები ორ – “დ” და “ე” ჯგუფებში გადანაწილდნენ.
“დ” ჯგუფი – მერანი, აკადემია, ჩოხოსნები, არმია;
“ე” ჯგუფი – არმაზი, ხვამლი, ხულიგანა, ლელოს სარასენს;
დღეს, 23 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარმაზში საქართველოს რაგბის კავშირი წინა-სატურნირო პრესკონფერენციას გამართავს, რომელიც 14 საათზე დაიწყება.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია