საერთაშორისო

23:30 | 30.10.2017 | ნანახია 1939 - ჯერ

ინგლისს ორი მოთამაშე გამოაკლდა

ინგლისის ნაკრებს ნოემბრის ტესტებისთვის ორი მოთამაშე გამოაკლდა. “უოსპსის” მორაგბეებმა ელიოტ დეილიმ (გარემარბი) და მეტ მალანიმ (ბურჯი) ავივა პრემიერშიფის უკანასკნელ ტურში, “ნორთჰემპტონთან” გასვლაზე მოგებულ შეხვედრაში (38:22) ტრავმები მიიღეს და სანაკრებო მატჩების გამოტოვება მოუწევთ.

სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ ორივე მოთამაშის დაზიანება სერიოზულია და ისინი პორტუგალიაში ვერ გაემგზავრებიან, სადაც ინგლისელები მოსამზადებელ შეკრებას გაივლიან.

“წითელი ვარდების” მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა დეილის ნაცვლად, ნაკრებში “ბათის” მორაგბე სემესა როკოდუგანი იხმო, ახალი ბურჯი კი არ გამოუძახებია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079116