საერთაშორისო

0:00 | 28.10.2017 | ნანახია 1604 - ჯერ

ირლანდიელთა განაცხადი ცნობილია

ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯო შმიდტმა ნოემბრის ტესტებისთვის 38-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა.

“სამყურების” რიგებში ოთხი ახალი სახეა და ოთხივე უკანახაზელია: ბანდი აკი, ადამ ბირნი, კრის ფარელი და დარენ სვიტნემი. ირლანდიელთათვის მნიშვნელოვანია, რომ ტრავმა მოიშუშა და გასულ კვირას თამაში განაახლა კაპიტანმა რორი ბესტმა.

ირლანდიის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი: ბანდი აკი (“კონახტი”, 0 კეპი), ადამ ბირნი (“ლენსტერი”, 0), ჯოი კარბერი (“ლენსტერი”, 4), ენდიო კონვეი (“მანსტერი”, 3), კეიტ ირლსი (“მანსტერი”, 62), კრის ფარელი (“მანსტერი”, 0), რობი ჰენშოუ (“ლესტერი”, 29), დეივ კირნი (“ლენსტერი”, 16), რობ კირნი (“ლენსტერი”, 76), იან კიტლი (“მანსტერი”, 5), კირან მარმიონი (“კონახტი”, 16), სტიუარტ მაკკლოსკი (“ოლსტერი”, 1), ლუკ მაკგრეთი (“ლენსტერი”, 4), კონორ მიურეი (“მანსტერი”, 57), ჯონათან სექსტონი (“ლენსტერი”, 66), ჯეიკობ სტოკდეილი (“ოლსტერი”, 2), დარენ სვიტნემი (“მანსტერი”, 0);

შერკინება: რორი ბესტი (“ოლსტერი”, კაპიტანი, 104), ჯეკ კონანი (“ლენსტერი”), ულტან დილანი (“კონახტი”, 10), ტაჯ ფურლონგ (“ლენსტერი”, 16), კიან ჰილი (“ლენსტერი”, 70), იაინ ჰენდერსონი (“ოლსტერი”, 32), რობ ჰერინგი (“ოლსტერი”, 1), დეივ კილკოინი (“მანსტერი”, 20), დენ ლივი (“ლენსტერი”, 4), ჯეკ მაკგრეთი (“ლენსტერი”, 41), შონ ო’ბრაიანი (“ლენსტერი”, 49), ტომი ო’დონელი (“მანსტერი”, 12), პიტერ ო’მაჰონი (“მანსტერი”, 40), ენდიუ პორტერ (“ლენსტერი”, 2), რის რუდოკი (“ლენსტერი”, 16), ჯეიმს რაიანი (“ლენსტერი”, 2), ჯონ რაიანი (“მანსტერი”, 9), სიჯეი სტენდერი (“მანსტერი”, 15), დევინ ტონერი (“ლენსტერი”, 50), ჯეიმს ტრესი (“ლენსტერი”, 4), კირან ტრიდველი (“ოლსტერი”, 2).

ცნობისთვის, ირლანდიის ნაკრები ნოემბერში “ავივა სთედიუმზე” სამ საშინაო ტესტს გამართავს. “სამყურები” 11 ნოემბერს სამხრეთ აფრიკას დაუხვდებიან (ყველა ბილეთი გაყიდულია), 18-ში ფიჯის მიიღებენ (45000 + ბილეთი გაყიდულია), ხოლო 25-ში არგენტინას შეერკინებიან (50000 + ბილეთი გაყიდულია).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083453