საერთაშორისო

10:00 | 27.10.2017 | ნანახია 1860 - ჯერ

ედი ჯონსმა ნოემბრის ტესტებისთვის შემადგენლობა დაასახელა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა ნოემბრის ტესტებისთვის 34 მოთამაშე გამოიძახა.

“წითელი ვარდების” რიგებში ორი დებიუტანტია: 18 წლის მგეზავი მარკუს სმიტი და 20 წლის რვა ნომერი ზეჩ მერსერი. დანაკლისზე კი საუბარი ქვემოთ გვექნება.

ედი ჯონსმა არჩევანი შემდეგ მორაგბეებზე შეაჩერა:

უკანა ხაზი: მაიკ ბრაუნი (“ჰარლექუინსი”), ელიოტ დეილი (“უოსპსი”), ჯონი მეი (“ლესტერ ტაიგერსი”), დენი სოლომონა (“სეილ შარქსი”), ენტონი უოტსონი (“ბათი), დენი კეარი (“ჰარლექუინსი”), ოუენ ფარელი (“სარასენსი”), ჯორჯ ფორდი (“ლესტერ ტაიგერსი”), პიერს ფრანცისი (“ნორთჰემპტონი”), ჯონათან ჯოზეფი (“ბათი”), ალექს ლოზოვსკი (“სარასენსი”), ჰენრი სლეიდი (“ექსეტერ ჩიფსი”), მარკუს სმიტი (“ჰარლექუინსი”), ბენ იანგსი (“ლესტერ ტაიგერსი”);

შერკინება: ტომ კარი (“სეილ შარქსი”), ჩარლი ეველსი (“ბათი”), ნათან ჰიუზი (“ოსპსი”), ნიკ ისეკი (“სარასენსი”), მარო იტოჯე (“სარასენსი”), ჯორჯ კრუისი (“სარასენსი”), ჯო ლანჩბერი (“უოსპსი”), კურნი ლოუსი (“ნორთჰემპტონი”), ზეჩ მერსერი (“ბათი”), კრის რობშოუ (“ჰარლექუინსი”), სემ სიმონდსი (“ექსტერ ჩიფსი”), სემ ანდერჰილი (“ბათი”), დენ კოული (“ლესტერ ტაიგერსი”), ტომ დანი (“ბათი”), ელის გენჯი (“ლესტერ ტაიგერსი”), ჯეიმი ჯორჯი (“სარასენსი”), დილან ჰარტლი (“ნორთჰემპტონი”), მეტ მალანი (“უოსპსი”), მაკო ვუნიპოლა (“სარასენსი”), ჰარი უილიამსი (“ექსეტერ ჩიფსი”);

დისკვალიფიცირებული და ტრავმირებული მოთამაშეები: ჯეკ კლიფორდი (“ჰარლექუინსი”), ლუკ კოუენ-დიკი (“ექსტერ ჩიფსი”), ჯო მარლერი (“ჰარლექუინსი”), ჯეკ ნოუელი (“ექსტერ ჩიფსი”), კაილ სინკლერი (“ჰარლექუინსი”), ბენ ტე’ო (“ვუსტერ უორიორსი”), მანუ ტუილაგი (“ლესტერ ტაიგერსი”), ბილი ვუნიპოლა (“სარასენსი”).

გეტყვით, რომ ინგლისის ნაკრები ნოემბერში “თვიქნემ სთედიუმზე” სამ შეხვედრას ჩაატარებს. 11 ნოემბერს არგენტინას უმასპინძლებენ, 18-ში ავსტრალიას მიიღებენ, ხოლო 25-ში სამოას დაუხვდებიან.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:50 | 27.10.2017
geogoli (367)

კიდევ ერთი "ქართული" ვარსკვლავი მოხვდა ეროვნულ ნაკრებში - წარმატებები მერსერს

0.081357