ლეგიონერები

23:50 | 26.10.2017 | ნანახია 2378 - ჯერ

ტურის წინ: ქართველები პრო დ2-ში

Worldrugby.Ge ამიერიდან ტოპ 14-ის და პრო დ2-ის ყოველი ტურის წინ, შემოგთავაზებთ ქართველი მოთამაშეების ნუსხას, რომელნიც თავიანთი კლუბების განაცხადში მოხვდებიან. საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონში 35 ჩვენებური მორაგბე ირიცხება, ხოლო მეორე დივიზიონში – 14 და ვფიქრობთ, რომ ზემოხსენებული სიახლე ქართველი ქომაგისთვის საინტერესო იქნება.

ამ წუთებში პრო დ2-ის მე-10 ტურის გახსნითი შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც გათამაშების ლიდერი “გრენობლი” საკუთარ მოედანზე “ბიარიცს” ეთამაშება. მასპინძელთა რიგებში მარქაფაშია ბურჯი ბექა გიგაშვილი.

პარასკევს კი ტურის ექვსი შეხვედრა გაიმართება და ამ მატჩების შემადგენლობა უკვე ცნობილია.

ბაიონა (მე-14 ადგილი) – ანგულემი (10)

“ანგულემის” რიგებში მღლეტელის პოზიციაზე ითამაშებს საქართველოს ნაკრებში დაბრუნებული შალვა სუთიაშვილი, ხოლო გიორგი ნეფარიძე განაცხადში არაა.

ბეზიე (7) – ნარბონი (15)

“ნარბონის” ძირითად შემადგენლობაშია “ბორჯღალოსანი” ბექა ბიწაძე, რომელიც რვა ნომრის პოზიციაზეა გამწესებული.

დაქსი (9) – ორიაკი (11)

მასპინძელთა განაცხადში ვერ მოხვდა ვეტერანი ბურჯი ელიზბარ ყუფარაძე, ხოლო სტუმართა ძირითადში ორი ქართველია: ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი და საქართველოს ნაკრების კაპიტანი - შუამარბი მერაბ შარიქაძე.

ნევერი (12) – კარკასონი (16)

“კარკასონის” რიგებში თამაშს ძირითადიდან დაიწყებს ბურჯი გიორგი ნაცარაშვილი, ხოლო შალვა მამუკაშვილი და მირიან ბურდული 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდნენ.

მასი (8) – ვანი (13)

მასპინძელთა განაცხადში ქართველი ბურჯის ილია კაიკაციშვილის ადგილი ვერ მოიძებნა, ხოლო სტუმართა მხრიდან ძირითადშია საქართველოს ნაკრებში დაბრუნებული მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე.

კოლომიე (4) – მონტობანი (2)

“კოლომიეს” სასტარტო შემადგენლობაშია 31 წლის ბურჯი ბექა შეყლაშვილი.

ტურის დასკვნითი შეხვედრა კვირას გაიმართება: მე-3 ადგილოსანი “პერპინიანი” ბექა გორგაძის “მონ-დე-მარსანს” უმასპინძლებს. როგორც იცით, ქართველი მოთამაშე ტრავმირებულია.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:30 | 27.10.2017
geogoli (367)

არ დაადგა ამ საიტს საშველი. რაგბის სექცია არის აშკარად დაჩაგრული, ხშირად ხდება რაგბის კავშირის სტატიის უბრალოდ დაკოპირება. ეტყობა ცოტა ხალხი ეცნობა რაგბის სიახლეებს და არრ უღირთ ინვესტიციის ჩადება.
აიყვანეთ ვინმე მონდომებული და დაინტერესებული სტუდენტი სტაჟიორად და დარწმუნებული ვარ მშვენივრად გაართმევს თავს სიახლეების მოწოდებას.

17:42 | 27.10.2017
ika (35)

გამარჯობა, ახლა რით ხარ უკმაყოფილო? შემოგთავაზეთ ისეთი სიახლე, როგორსაც არცერთი ქართული საიტი არ წერს და მგონი ამ სტატიაში უკმაყოფილობის საბაბი არ უნდა გქონდეთ. რაგბის კავშირიდან ქართული სიახლეების რაღაც ნაწილი გადმოგვაქვს, რასაც ყველა სხვა ქართული საიტი აკეთებს, რადგან მაგ სიახლეებთან უშუალო წვდომა სწორედ რაგბის კავშირს აქვს. და უცხოურ ნიუსებს ყოველდღიურად გთავაზობთ შეძლებისდაგვარად

17:52 | 27.10.2017
geogoli (367)

გეტყვი რითი ვარ უკმაყოფილო, მარტო ის ინფორმაცია ვინ განაცხადში მოხვდა და ვინ არა ბევრი არაფრის მომცემი არ არის, ადრე სტრიმებს მაინც დებდით და ეგეც გააქრეთ. თამაშები იქნება და ისევ მშრალად წერთ რომ 23 წუთი გაატარა მოედანზე. მაშინ როცა ფეხბურთში ვინმემ ვარჯიშზეც რო გაიტანოს გოლი ვიდეოს დებთ.

19:41 | 27.10.2017
geogoli (367)

კიდე ბოლოს როდის გამოქვეყნდა ქართველ მორაგბესთან ინტერვიუ არც მახსოვს. ანალიზი არ ხდება ვინ როგორ ფორმაშია და რა როლი აქვს თავის გუნდში, ვისი გამოყენება ჯობია ამა თუ იმ პოზიაციაზე. ესპუარებში ვინც არის იმათზე საერთოდ საინფორმაციო ვაკუუმია, მაგალითად აფრასიძე თამაშობს თუ არა გიწერით სადმე? იქნებ არის და მე ვცდები..

00:09 | 28.10.2017
ika (35)

გასაგებია და შევეცდები, პირადად რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული გავაშუქო, მაგრამ ამ ჯერზე შემოგთავაზეთ სიახლე ჰო. თუ სწორად მახსოვს ასე არცერთი ქართული საიტი არ წერს ჩვენებური ლეგიონერების ტურისწინა ანონსს და კარგი რო დაინახოთ არ იქნება ცუდი. რა რესურსიც გვაქვს შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვწერთ. მშრალად წერთ თამაშს და 23 წუთი რომ გაატარა იმას წერთო, არ გვაქვს იმის დრო და საშუალება, რომ ავდგეთ და ტოპ 14-ის ყველა მატჩს ვუყუროთ და მოგატყუოთ და ისეთი რამ დავწეროთ რაც ნანახი არ გვაქვს? ნუ მე პირადად ლეგიონერების მატჩების მიმოხილვას არ ვწერ ჯერჯერობით, მაგრამ ვინც წერს ჯადოქრები არ არიან, რომ 1 კაცმა ყველაფერს უყუროს. კი გეთანხმებით, ბევრი რამ დასახვეწია და ჩვენც გვინდა რომ დავხვეწოთ, მაგრამ ზოგჯერ რესურსი თავისას შვება სამწუხაროდ ქართველ მორაგბეებზე ინტერვიუზე გავითვალისწინებ პირადად მე და ვეცდები საინტერესო ინტერიუები შემოგთავაზოთ

09:17 | 28.10.2017
geogoli (367)

Dzalian kargi ikneba interviuebi. Veli siaxleebs da warmatebebi

17:46 | 27.10.2017
jora84 (183)

მსგავსი სტატიები სიახლე არ არის, კარგია რომ აღადგინეთ

00:10 | 28.10.2017
ika (35)

ამ ეტაპზე ყოველშემთხვევაში მე როგორც ვიცი არცერთი ქართული საიტი არ წერს ამ ტიპის ანონსებს და მე ვეცდები ჩვენთან რეგულარული სახე მივცე ამას და იცოდეთ გულშემატკივრებმა, თუ რომელი ქართველი სად ითამაშებს

12:52 | 27.10.2017
zangura (109)

ისე ცუცქირიძეს რატო არ ათAმაშენებ ორიაკში ვინმემ იცის?

12:51 | 27.10.2017
zangura (109)

ნამდვილად კარგი და საინტერესოა ..

უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს, იქნებ როდესაც თური დასრულდება უფრო სრულყოფილი მიმოხილვები დადოთ ხოლმე.

0.090656